acdachiაბა, შენ ეგ თქვი. მე ისიც არ მჯერა, რომ ბელოტიზე საერთოდ ვლაპარაკობთ

და რომ ტრანსფერები (სულ მცირე 2) უკვე მოყომარებულია.
ბილია და როდრიგესი გადაწყვეტილიაო, ბევრგან დაიწერა, ეგეც ძაან მაგარია. არ ვიცი ეს როდიგესი ვინაა, მაგრამ მაინც რა.
კონტი და ბელოტი კიდევ პირველ რიგში იმიტომ მინდა, რომ მილანისტები არიან თვითონ და პირველი შესაძლებლობისას არ გაიქცევიან და მეორე კიდევ იმიტომ, რომ იტალიელები არიან და ნაკრების წევრები. ორმაგად ვუბალელშიკებ.
ბაკას წასვლაც გადაწყვეტილიაო, დაიწერა, მივესალმები. მადლობა და კარგად. ასე თუ ისე გაისარჯა ჩვენთვის მაინც.
დონარუმასთან დაკავშირებით ულტრასებმა გამოაქვეყნეს ღია წერილი, რაიოლას გააჯმევინეო. მილანიც არ იჭერს რაიოლასთან კარგ ურთიერთობას და ეუბნება დონარუმას, ან რაიოლა აირჩიე, ან მილანიო. იდეაში აგენტის შეცვლისკენ მოუწოდებენ. არ ვიცი, ამას ულტიმატუმის სახე აქვს თუ არა, მაგრამ მივესალმები. თუ წავა და წავიდეს, რა ვქნა რა. მომავალში უეჭველი წაიყვანს ის, თუ ესე გაგრძელდა და ჩვენ აქ მომავალზე ვფიქრობთ.
არა, ისე იმ პლიცარის საქმეში ნახვაც მაინტერესებს.
და დე შილიო წავიდეს რა დროზე, კონტის გზა რო გაეხსნას.
მიდი, მიდი, კაირო, გამოუშვი. წაიყვანე ნიანგი, ბერტოლაჩი და კუცო (დარწმუნებული ვარ სამივე იმაზე ბევრად უკეთესად ითამაშებს ტორინოში, ვიდრე ჩვენთან), წაიღე მაყუთიც და ეგ კაცი მოგვეცი.
ისე მაგარი გაღორებულია ეს კაირო. 100 მილიონი რეალურად ძაან ბევრია და მიუხედავად იმისა, რომ ძაან მინდა ბელოტი, მართლა არაადეკვატური ფასია.
This post has been edited by Bowman on 6 Jun 2017, 09:59