ერთ ერთი მინუსია ყვითელი ბარათები. ნიშნავს რომ უხეში ფეხბურთელი ხარ + უტრაკო რადგან ისე ფეხბურთელს ვერ აჩერებ. ნუ იტყოდა კაცი ყვითელი იმიტომ მიცეს მაიკა გაიხადაო მარა გოლი ვერ გაქონდა და მაიკას მარტო გასარეცხად თU გაიხდიდა ეგ

კაცმა 5 გოლი გაიტანა და 7 ყვითელი მიიღო

მეტი რაღა გინდა 110 მილიონად ?
* * *
გუშინ "რომას" აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა "ლივერპულთან" კონტრაქტი გააფრომა და პირველი ივლისდან უკვე ოფიციალურად შეუერთდება იურგენ კლოპის გუნდს.
ხელის მოწერიდან ცოტა ხანში ეგვიპტელი კლუბის ოფიციალური საიტის ჟურნალისტებმა გაიხმეს პირველი ინტერვიუს ჩამოსართმევად, რომელსაც სრული სახით გთავაზობთ.
"ლივერპულის" ახალმა 11–მა ნომერმა თავისი სამომავლო მიზნები გაგვიმხილა და გვითხრა, რომ მზადაა თავის ახალ გუნდს ყველაფერი მისცეს, რაც გააჩნია.
მოგესალმებით ახალ კლუბში! როგორი გრძნობაა "ლივერპულის" ფეხბურთელობა?
ძალიან მიხარია აქ ყოფნა. ეგვიპტიდან ორი დღის წინ ჩამოვედი, ქალაქი ვნახე და სულ რაღაც ერთი საათის წინ ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. აი, აქ ვარ და ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. მინდა ამ გუნდთან ერთად რაღაც მოვიგო. ყველამ იცის თუ რამხელა კლუბში მოვედი. ამიტომ რაღაც უნდა მოვიგოთ.
"ლივერპულის" თამაშებს თუ უყურებდით გასულ სეზონს?
ბევრი თამაში ვნახე და ძალიან კარგად თამაშობდნენ. იმედი მაქვს წელს კიდევ უფრო კარგად ვითამაშებთ.
ახალმა მწვრთნელმა რა როლი ითამაშა თქვენს გადაწყვეტილებაზე?
მიხარია მასთან ერთად რომ მომიწევს სეზონის დაწყება. ყველამ იცის რა დიდი კაცია და რა კარგი მწვრთნელი. მოუთმენლად ველი ახალ სეზონს.
ყველაზე მეტად ვის გვერდით ელით თამაშს?
ყველამ კარგად ითამაშა. მანეს გასაოცარი სეზონი ჰქონდა, კოუტინიო, ფირმინო, ლალანა – ყველა. არ მინდა რომელიმე კონკრეტული სახელის თქმა. ყველას ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა.
შეტევაში მართლა ყველა პოზიციაზე გამოგდით თამაში?
მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობ ხოლმე. წინა სეზონში "რომაში" 5 მცველით ვთამაშობდით და წინ ორი თავდამსხმელი გვყავდა. მე მეორე თავდამსხმელი ვიყავი, რაღაც 10 ნომრის მსგავსი. ხანდახან მარცხნივაც ვთამაშობ ხოლმე. მოკლედ, წინ ყველგან შემიძლია თამაში.
ინგლისური ფეხბურთი ახალი არაა თქვენთვის. ალბათ ეს დაგეხმარებათ.
დიახ. უკვე მითამაშია აქ და გარკვეული გამოცდილებაც მაქვს. მომწონს პრემიერ ლიგაში თამაში. ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი და მოუთმენლად ველი ახალ სეზონს.
როგორ ფიქრობთ, უკეთეს ფეხბურთელად დაბრუნდით?
100%–ით, დიახ. ყველაფერში მოვუმატე. პირადადაც კი შევიცვალე, მაშინ ბავშვი ვიყავი, 20–21 წლის. ახლა 4 წლით უფრო დიდი ვარ, ყველაფერი სხვანაირადაა. მას მერე სამ კლუბში ვითამაშე, "ჩელსიში", "ფიორენტინაში" და "რომაში". სამივეგან დიდი გამოცდილება მივიღე.
"ჩელსიში" სულ 19–ჯერ ითამაშეთ. ალბათ რაღაცების დამტკიცებაც გსურთ.
დიახ, ამას ყოველთვის ვცდილობ. მაშინაც კი თუ ვხედავ, რომ რაღაც კარგად გამომდის, ვცდილობ რომ კიდევ უკეთ გავაკეთო. სულ მცირე დეტალებზეც კი ძალიან ბევრს ვფიქრობ, იმიტომ რომ ვიცი, ყოველთვის შეიძლება მოუმატო და გაუმჯობესდე.
"რომაში" გატარებული ბოლო სეზონი ყველაზე შედეგიანი გამოდგა თქვენთვის: 19 გოლი გაიტანეთ და საკმაოდ ბევრი საგოლე გადაცემაც დაგიგროვდათ. ალბათ საუკეთესო სეზონი იყო.
მეც ასე ვფიქრობ, საუკეთესო იყო. თუმცა არაფერი შეცვლილა, მანამდეც "რომაში" ვიყავი და იმ სეზონში 15 გოლი გავიტანე. ყოველ წელს ვუმატებ, სულ ვცდილობ რომ უკეთ და უკეთ ვითამაშო. ამიტომაც დავთანხმდი ამ ახალ გამოწვევას. ვიცი მარტივი არ იქნება, მაგრამ მე მზად ვარ და ველი.
ლივერპული დიდი საფეხბურთო ქალაქია. ეს რამდენად გახარებთ.
ყველამ იცის თუ რამხელა კლუბია "ლივერპული". მთელ მსოფლიოში გვყავს გულშემატკივრები. ნახეთ ტვიტერი და ფეისბუკი, გიჟდებიან თავიანთ გუნდზე. ძალიან მიხარია, როცა ასეთ სიყვარულს ვგრძნობ გულშემატკივრების მხრიდან.
გუნდის სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
დიდი ხანია "ლივერპულს" პრემიერ ლიგა არ მოუგია. დიდებული გუნდი და ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს. შარშან თამაშებს ხშირად ვუყურებდი და ვხედავდი, რომ ყველა ბოლომდე იხარჯებოდა. ყველა ხედავს, რომ მწვრთნელიც ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის. იმედი მაქვს წელსაც ყველა მზად იქნება, რომ გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯოს და თასსაც მოვიგებთ კლუბისთვის, გულშემატკივრებისთვის და ჩვენთვის.
ჯერ გუნდში წინასასეზონო მზადება არ დაწყებულა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის?
ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მზადება გუნდთან ერთად დავიწყო, რათა ყველას გაცნობა კარგად მოვასწრო პიროვნულადაც და საფეხბურთო დონეზეც. კარგ დროს მოვედი.
გუნდში 11 ნომრის ტარება მოგიწევთ. რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ რიცხვს თქვენთვის?
პირველ რიგში, მადლობა ფირმინოს, იმისთვის რაც გააკეთა. უბრალოდ მომწონს ეს ნომერი. რომშიც 11–იანი მაისურით ვთამაშობდი და მანამდე ეგვიპტის ნაკრებშიც. კარგი რიცხვია. კიდევ ერთხელ მადლობა მას.
"ლივერპულის" გულშემატკივრები რამდენიმე წელი ელოდნენ თქვენს გუნდში მოსვლას. რას ეტყვით მათ?
ვეტყვი იმას, რომ ძალიან გახარებული ვარ აქ ყოფნით. ბოლომდე დავიხარჯები გუნდისთვის. მახარებს "ლივერპულის" ფეხბურთელობა და ძალიან მინდა ამ გუნდში რამე მოვიგო.
ნაკადული: www.liverpoolfc.ge