1. შედიხარ
https://fantasy.premierleague.com/ -ზე რეგისტრირდები, და უდგები გუნდების არჩევას
2. გუნდის არჩევისთვის გეძლევა ფიქსირებული ბიუჯეტი 100 მილიონიტ ფუნტი, რომელიც უნდა გადაანაწილო ისე, რომ შეიძინო 15 ფეხბურთელი.
3. ფეხბურთელში იგულისმება ნებისმიერი მოთამაშე რომელიც ამჟამად პრემიერ ლიგაში თამაშობს.
4. თითოეულს აქვს საკუთარი ინდივიდუალური ფასი მოთხოვნა-მოწოდების და წარსულში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.
5. აუცილებელია, რომ არჩეულ გუნდში იყოს 2 მეკარე, 5 მცველი, 5 ნახევარმცველი და 3 ფორვარდი.(ძირითადის არჩევისას ფორმაციას თავად ირჩევ, მაგრამ აუცილებლად უნდა გყავდეს მეკარე და 3 მცველი მაინც)
5. თამაშის მიზანია დააგროვო რაც შეიძლება მეტი ქულა შენს მიერ შეკრებილი გუნდით. თითოეულ ტურში და მთლიანი სეზონის მანძილზე
6. ქულების დაგროვება ხდება სუფთა სტატისტიკური მონაცემებით და ასახავს იმას თუ როგორ თამაშობს შენს მიერ ნაჩვენები მოთამაშე რეალურ დროში, მოედანზე. (მაგალითისთვის ავიღოთ ესეთი ჰიფოთეტური სიტუაცია: მიმდინარეობს პრემიერ ლიგის პირველი ტური, შენს მიერ არჩეული მოთამაშე(ვთქვათ კეინი) თამაშობს მთლიან მატჩს, გააქვს გოლი და აკეთებს 1 საგოლე პასს. ამ შემთხევაში შენს ანგარიშზე აისახება 9 ქულა + ბონუ 3, 2 ან 1 ქულა თუ თამაშის/გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა...
7. ქულების სისტემის განმარტება. ფორვარდისთვის - გოლი 4 ქულა, ასისტი 3 ქულა(მათ შორის პენალტის მოპოვება), მთლიანი მატჩის თამაში 2 ქულა(60 წუთზე ნაკლების შემთხვევაში 1 ქულა) ნახევარმცველი - გოლი 5 ქულა. ასისტი 3 ქულა, კარის მშრალად შენახვა 1 ქულა და მატჩის თამაში ისევე როგორც ფორვარდს. მცველი/მეკარე - გოლის გატანა 6 ქულა, კარის მშრალად შენახვა 4 ქულა, დანარჩენი როგორც ფორვარდს და ნახევარმცველს. + ზემოთ აღნიშნული ბონუსის ქულები. მეკარეს ქულები ეწერება 6 სეივზე მეტის დაგროვებისთვის ან პენალტის მოგერიებისთვისაც.
8. საჯარიმო გულები. ყვითელი ბარათი -1 ქულა, წითელი -3 ქულა, პენალტის აკიდება 2 ქულა და ამასთანავე -1 ქულა ყოველ 2 გაშვებულ გოლზე მცველები/მეკარისთვის.
9.შეგიძლია ტრანსფერების გაკეთება კვირებს შორის(ფეხბურთელის თამაში არ მოგწონს, ტრავმა მიიღო ...) მაგრამ შეზღუდული ხარ რაოდენობაში. ძირითადად 1 ან 2 შეგიძლია სათამაშო კვირაში. თითოეული ედმეტი ტრანსფერისთვის -4 საჯარიმო ქულაა.
10. ყოველ კვირას ირჩევ გუნდის კაპიტანს, რომლის იმ კვირაში მიღებული ქულებიც გაორმაგდება.
11. ასევე გაქვს 3 ბარათი რომელიც ერთჯერადი გამოყენებისაა სეზონში , მაგრამ მძლავრი იარაღია მაინც. 1 გაძლევს საშუაალებას უსაზღვრო რაოდენობის ტრანსფერი აკეთო საჯარიმო ქულების გარეშე, მეორე გაძლევს საშუალებას სათადარიგო მოთამაშეების მიერ აღებული ქულების მიგემატოს და მესამე კაპიტნის ქულის გასამმაგებაა.
რამე გამომრჩებოდა და დაამატებენ ალბათ, რამე თუ გაინტერებს კიდე მომწერე