medzmaraვა, შენც გამოყავი აქ თავი ?

აბა..
და მე გეუბნებოდი დონარუმას, რომანიოლის, ბონავენტურას და სუსოს გარდა მთელი გუნდი გასაწმენდიათქო და ტიპებმა მართლა ეგ ქნეს.
დაჟე პრობლემა ისაა, რომ ხალხს ვერ იშორებენ.
რამდენი წელი არ ვიყავი აქ. შემოვედი ბოლო დროს და ზუსტად იგივე ხდება. როგორ არ მოგბეზრდათ?
აქედან ხუმრობანარევი ჭიმვა, გამოწვევა და იუვეს თემიდან მერე რაღაც თვალების მტკენელი ზიზღიანი პოსტები.
რომ დაიკიდოთ ეს ერთი და იგივე? აღარ ასწორებს შემოსვლა... რა არის ეს..
ბონუჩიზე დაწერილი სიმართლე იქნება რაღაც ფორმით და როგორც არ უნდა ყოფილიყო ეგეთი სახით ეგეთ დროს რაღაცის გამოხატვა მიუღებელია. საბოლოოდ იუვეს გადაწყვეტილებას ვიზიარებ, მაგრამ სიმპტომის მაგივრად ესე შედეგთან ხმლით და რაღაც ნაძალადევი "ვისაც აქ არ უნდა არ ვაკავებთ" ლოზუნგებით ბრძოლა უკვე ცუდ რაღაცებზე მეტყველებს და ამჟღავნებს, რომ ამ ყველაფერს საწყისები სხვაგან აქვს. და რა ციკლშიც გადასდით აგერ ჩანს.
იუვეს ფანები რასაც აკეთებენ ახლა არის თავის მოტყუება და დამშვიდება. ნუ ალეგრიზე ხელების მიხოცვას აქაც მივეჩვიე, ტიპს საკუთარ პრობლემებს აბრალებენ ლამის, სადღაც საბურთალოდან თურმე იციან გუნდში რა სიტუაციაა და ვის რა მოეთხოვებოდა და რა როგორ გააკეთა.
ერთ დღეში ეგეთი რაღაცეები არ ხდება და წარმოუდგენელია 1 და 2 კაცის ბრალი იყოს. გარეთ გამოდის სუნი უკვე, წლებია ლიდერებს უშვებენ-"გაურბით" და არაა ის დუხი გუნდში აშკარად რაც უნდა იყოს.
18 წლის ბონუჩი ინტერში იყო და მოედანი არ უნახავს რამდენიმე სეზონი ისე გახდა აღორძინებული იუვეს ცენტრალური ფიგურა. იურაი კუჩკა ტრაბზონში მიასუხარეს და ისეთი ფოტო და ტექსტი დადო წასვლისას ასეთ ჩაჯმულ მილანში ყოფნის მერე რო აი ვინ დამაჯერებს რო ბონუჩის იუვე არ უყვარდა სასწაულად და გული არ შესტკიოდა. კაკრას ასე რო იყო და არ მოწონდა რაღაცეები, იმიტომ იფეთქა რამდენჯერმე ასე მგონია. დანი ალვეშის ინტერვიუები რად ღირს, დიბალას გაზრდა თუ უნდა უნდა წავიდესო რო ამბობს და ლამის პირდაპირ ლაპარაკობს სიტუაციაზე... ამას რო კაცი ამბობს ესეიგი რაღაცა ვერაა იქ კარგად... და ბონუჩი არამგონია ვირისთავი კასანო იყოს, უბრალოდ ხასიათი აქვს აშკარად და რაღაც რო არ მოეწონა, რაზეც გული შეტკიოდა, იმამლა.
გაპატინებას რაც შეეხება, ბოლო 50 წელში 15 და 13 ბარეზი და მალდინი იყვნენ და ორივე ლამის მილანელოზე დაბადებული. ეგეთი ვერ გვეყოლება, სტაჟიანობით საკაპიტნე კიარა ნომრალური ფეხბურთელი არ გვყავს და აბატე ###ა მარა ჩვენიაო გავიგიჟოთ თავი და მაგას მივცეთ, თუ ტიპს რომელსაც დაცვის ცენტრიდან შეუძლია თამაშის განაწილება, მოდის გუნდში სადაც 11 ძირითადიდან 7 კაცი ახალია და აქედან არავის მისი ფეხის ფრჩხილის ტოლი გამოცდილება არ აქვს და ზემოდან მისი ხასიათი კიდე.უსწორესი და ძაან საჭირო გადაწყვეტილება იქნება ეხლა ეს.