დავწერ თუნდაც იმიტომ რომ სეზონის შემდეგ რეალური შედეგი შევადარო ჩემს აზრს.
მართალია რომ ჯერ ადრეა შეფასებების გაკეთება მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი გადასახედით ასე ჩანს.
1-2. იუვე - ნაპოლი. ტურინელები ფავორიტები არიან თუმცა ნაპოლისგან ველოები ბრძოლას პირველობისთვის.
3-4. ვფიქრობ, ამ ორი ადგილისთვის მილანი, ინტერი, ლაციო და რომა იბრძოლებენ. და ყველაზე საინტერესოც მათი რესურსების შედარებაა.
ლაციო ყველაზე დალაგებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, გუნდმა იცის ზუსტად რა უნდ და როგორ. ეტყობა რომ მწვრთნელის ბოლომდე ესმით. თუმცა არ აქვთ გრძელი სათადარიგო სკამი.
ინტერს იგივე პრობლემა აქვს რაც ლაციოს გრძელ სკამთან მიმართებაში, სპალეტი რომ ძლიერი მწვრთნელია ყველამ იცის მაგრამ როტაციის გარეშე ძალიან გაუჭირდება. თანაც ეს მისი პირველი სეზონია. ასევე მათი უპირატესობაა ევრო ტურნირებზე არყოფნა რაც შედარებით მეტ დროს მისცემთ სერიასთვის მოსამზადებლად.
ორივე, ინტერიც და ლაციოც რომ შევაჯამო კარგად გამოიყურებიან თუმცა საინტერესოა გრძელი მარათონის პორობებში რამდენად მოახერხებენ სტაბილურობას რადგან როტაცია გაუჭირდებათ და ყოველი ტრავმაც უფრო მტკივნეული იქნება მათთვის. ორივე გუნდის მთავარი პლუსი მწვრთნელია თუმცა ვერც მათ კონკურენტებზე იტყვი ცუდი მწვრთნელები ჰყავთო.
რომა თითქოს შარშანდელთან შედარებით დასუსტდა, სალაჰი დიდი ძალაა, ამის მუხედავად საკმაოდ სიმპათიური შემადგელობა ჰყავთ. თანაც ახალი მწვრთნელი = ახალ ხედვებს. ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია. სასულოში შედეგიც არ ნიშნავს რომ რომაშიც მოახერხებს. მოკლედ რომასგან არც 3-ე და არც 6-ე ადგილი არ გამიკვირდება.
მილანი - 11 ახალი ფეხბურთელი, კარგი სატრანსფერო ფანჯარა და აშკარად კვალიფიციური კადრები. თუმცა შეთამაშების პრობლემა. მაგრამ კარგად დაიწყეს და რაც დრო გავა მათი თამაში გაუმჯობესდება. ასე რომ სეზონის მეორე ნახევარში მილანი კიდევ უფრო ძლიერი იქნება. + გრძელი სათადარიგოთა სკამი რაც მწვრთნელს უმტკივნეულო როტაციის საშუალებას მისცემს და შემადგენლობა კონკურენტებისგან განსხვავებით არ გადაეღლება. დარწმუნებული ვარ ლიგის საგზურის მოპოვებას მოახერხებენ. ასე პირადპირ არ ვიტყოდი კონკრენტებში რომ ყველგან დალაგებული სიტუაცია იყოს.
უკეთესი შანსი მილანს აქვს, მეორე გუნდის თქმას კი მიჭირს. სურვილით კი ინტერი მინდა, ლაციოს გაუჭირდება ორ ფრონტზე. რომაზე რთული სალაპარაკოა. კარგად ვნახოთ ახალი მწვრთნელი რას და როგორ იმოქმედებს.
ზუსტ პროგნოზი ჯერ ადრეა. ყველაფერს სეზონის მსვლელობა გვაჩვენებს
This post has been edited by took13 on 20 Sep 2017, 17:59