ეხლა მოვრჩი ყურებას ევრო 2000 ფინალის
ხო ვიცოდი რაც მოხდებოდა და როგორც მორჩებოდა თამაში , მაგარმ რაღაცნაირად ვინერვიულე და განვიცადე ვილტორდის გოლი . მიუხედავად , იმისა , რომ , თავის დროზე ამ თამაშზე პაპაჩემის ძმას ბურთი მოვუგე სანაძლეოში

.
თამაშის ბოლო 1 წუთს აღვწერ სინანულით

რაც მოხდა რო არ მომხდარიყო

. ბურთი პესოტოს აქვს საფრანგეთის საჯარიმოსთან ახლოს , ფლანგზე , აწვდის პასიურ თამაშგარეში მყოფ ტოტის , ტოტიმ იცის რო თამაშგარეა და ბურთს არ ეკიდება , მის ნაცვალდ მონტელა გარბის , მაგრამ მსაჯი ეგრევ წევს თამაშგარეს . შანსს იღებს საფრანგეთი ერთი დარტყმით იტალიის საჯარიმოსთან მიიტანოს ბურთი , თავისუფალს არტყამს ბარტეზი , საჰაერო დუელს ტრეზეგე იულიანოს უგებს , პოზიცია დაკარგული კანავარო მაინც ცდილობს ბურთის მოგერიებას ჰაერში და ასხლეტილი ბურთი ვილტორდის მკერდზე ეწებება ( რო არ ამხტარიყო კანავარო ისედაც მიუვიდოდა წესით ვილტორდს ბურთი, ) , გადმორბის ნესტა ბურთის დასაბლოკად , ოდნავ ეფარება ტოლდოს , ბურთი ფეხებშუა უძვრება ნესტას , რთულ ასაღებ ბურთს კიდევ უფრო ართულებს ... შესაბამისად ტოლდომაც დააგვიანა რეაქცია და მაჯას შორის უძვრება ბურთი , ზუსტად ხელთათმანის ქვემოთ , ოდნავ შეახო კიდეც ხელი .
მანამდე 1-0-ზე დელ პიეროს ორჯერ პირისპირ გასვლა იყო .ერთი მარცხენა ფეხით მარცხენა კუთხიდან მარცხენა კუთხეში ურტყამდა . მეორე , 85 წუთზე , მარჯვენა ფეხით ბარტეზს გაარტყა მოძრაობაში , შუაში .
და მაინც .ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი , რანაირად უნდა აგეტანა საფრანგეთს გოლი .მიუხედავად იმისა ,რომ ვიცოდი ვილტორდის გოლის მაოხლოება

კანავაროს ფლანგს აწვებოდნენ ფრანგები და ვგრძნობდი რომ გოლიც მხოლოდ მანდედან თუ გავიდოდა .ბოლოსკენ სისწრაფეში უკვე უჭირდა ,პესოტოც ვეღარ აზღვევდა . მეორე გოლზე პირესმა აშკარად დაჩაგრა კანავარო, მანამდე ცუდი პასი მისცა ალბერტინის .
წინა თამაშში კანავაროს 9 შეფასება მიუღია ჰოლანდიასთან .
This post has been edited by Corvette on 26 Jul 2017, 04:37