ESPN: "ინტერთან" შეთანხმება მიღწეულია
მილანის "ინტერის" ხორვატიელი ვინგერი ივან პერიშიჩი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.
ESPN -მა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მილანელებსა და მანჩესტერელებს შორის პერიშიჩის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია. მილანური კლუბი დათანხმდა პერიშიჩის გაშვებას. "მანჩესტერ იუნაიტედი" ხორვატის სანაცვლოდ 46 მილიონ ევროს გადაიხდის. ინგლისურ გრანდს ბონუსების გადახდაც მოუწევს.
YESSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSSS დზაან გამიხარდა
გილოცავთ
.................
სერხიო რომერომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი კონტრაქტით არგენტინელი მეკარე "იუნაიტედის" ღირსებას 2021 წლამდე დაიცავს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კონტრაქტის ავტომატურად 1 წლით გახანგრძლივებას.
სერხიო რომერო: "მოხარული ვარ, რომ ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ვის არ ენდომება, მსოფლიოს ყველაზე დიდ და საუკეთესო გუნდში დარჩენა? გუნდში საუკეთესო მეკარეები გვყავს, ჩვენ ერთმანეთისგან ყოველთვის ვსწავლობთ. ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის დიდი პატივი იყო ევროპა ლიგის ფინალში თამაში. ვიმედოვნებ, ახალ სეზონში ბევრ წარმატებას მივაღწევთ"
ჟოზე მოურინიო: "სერხიო შესანიშნავი მეკარე და პროფესიონალია. მას კარგი სეზონი და დიდებული მატჩები ჰქონდა, განსაკუთრებით ევროპა ლიგაზე. მან დაიმსახურა ახალი კონტრაქტი, "მანჩესტერ იუნაიტედი" უბრალოდ ბედნიერი უნდა იყოს, რომ მას გუნდში სერხიო რომერო და დავიდ დე ხეა ჰყავს."
ორი კაი ნიუსი გამცნეთ
This post has been edited by Vanpersie18 on 17 Jul 2017, 09:18
მიმაგრებული სურათი