რეალი ბეილის სანაცვლოდ მანჩესტერის ერთ-ერთ ფეხბურთელს ითხოვს
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელები მზად არიან, რომ გარეტ ბეილი "მანჩესტერ იუნაიტედში" იმ შემთხვევაში გაუშვან, თუ ინგლისური კლუბი მათ ესპანელ გოლკიპერს, დავიდ დე ხეას დაუთმობს.
რამდენიმე ხნის წინ პრესაში დაიწერა, რომ გარეტ ბეილმა შესაძლოა თავისი ამჟამინდელი გუნდი დატოვოს. უელსელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში გადასვლითაა დაინტერესებული და "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის წინააღმდეგი არ არის.
იმ შემთხვევაში, თუ მხარეები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ ტრანსფერში შესაძლოა დავიდ დე ხეაც ჩაერთოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ "რეალი" მზადაა გარეტ ბეილი 89 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას. თავის მხრივ, მადრიდელები ბეილის შემცვლელად კილიან მბაპეს მოიაზრებენ.
შანსი ცოტაა მაგრამ დეხეაც ჩართონ და ზე ტრანსფერი გამოვა
რომერო იდგება არაა პრაბლემა
This post has been edited by Vanpersie18 on 5 Aug 2017, 18:24