Dovi2009 წლის U21 ჩემპიონი თაობის დონის ვერ არის, მაგრამ ბევრიც არაფერი უკლიათ
თან რაოდენობრივად მგონი ახლა უფრო მეტი კარგი ახალგაზრდაა
რათქმა უნდა აქედან მინიმუმ ნახევარი ვერაფერ მიაღწევს, მაგრამ ეგ არცაა გასაკვირი
ცენტრალური მცველები შტარკი და კემპფი + ზიულე ამ ასაკში არანაკლებ თუ უფრო მაღალ დონეს დებენ არამხოლოდ ამ ტურნირებზე, არამედ ბუნდესლიგაშიც, ვიდრე ბოატენგი ან თუნდაც ჰუმელსი
გორეცკა დარწმუნებული ვარ, დიდ ფეხბურთს ითამაშებს, ამ საზიზღარ შალკეშიც კი ახერხებს პროგრესირებას
არნოლდი ჩემი აზრით საშუალოზე ცოტა უკეთესი დონის საიმედო ფეხბურთელად დარჩება, ბევრს ვერაფერს მიაღწევს
მაიერი ისე ვერ პროგრესირებს, როგორც ველოდი, მაგრამ მაგის იმედი მაქვს... უფრო მეტად ვიდრე გნაბრის
ჰენრიხსი იზრდება კაი ბავშვი ფლანგის მცველი
დაუდი..
ვაიზერს ამ სეზონში ტრავმები რომ არ ჰქონოდა კიდევ უფრო წინ იქნებოდა, ეგ ბიჭი ძალიან ბევრ პრობლემას მოუხსნის ნაკრებს და იმედია ბაიერნსაც
წესით ვერნერმა უნდა ითამაშოს დიდი ფეხბურთი
ზელკე მგონია, რომ ნაკრებში გამოსადეგი კაცი იქნება, მაგრამ საკლუბო კარიერა მთლად მაგარი ვერ ექნება
ბრანდტიც შეჩერდასავით, მაგრამ მაინც მაგრად მეიმედება მაგ ბიჭის... მომავალ სეზონში უნდა დავაკვირდე
ვაიგლმა უნდა ითამაშოს კიდევ დიდი ფეხბურთი
მოკლედ, ჩემი აზრით რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც ძალიან კარგი შევსება მოსდის ნაკრებს