ვა, არ ვიცოდი ეს რუბლების ამბავი. მეგონა ჩელსის ფაქტორი იყო, როგორც დაწერეს წინა გვერდებზე
რანოკიაში ვესტ ბრომვიჩი 6 მილიონს ჩამოდისო. იმედია გაუშვებენ. აზრზე ხართ, გუნდს იმენა კიბოსავით აზის, ვერ იშორებენ ტიპს მერამდენე წელია უკვე.

ინტერმა ფეირ ფლეის პრობლემა მოაგვარა.
კაპრარი ჩართეს შკრინიარის ტრანსფერში, 15 მილიონად შეფასდა ჯანლუკა. (შარშან უფასოდ მოიყვანეს)
დი მარკო გაყიდეს სიონში, 4 მილიონად. კონტრგამოსყიდვის უფლება დაიტოვეს.
მიანგი გაყიდეს კალიარიში 3.5 მილიონად. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ინტერს შეეძლება უკან გამოსყიდვა 10 მილიონად.
გრავიონი გაუშვეს ბენევენტოში 1,5 მილიონად.
ეგულფი კი ატალანტაში 1,5 მილიონად.
ბანეგა როგორც ვიცით სევილიაში 9 მილიონად.
ჯამში გამოვიდა 34,5 მილიონი. ანუ პერისიჩის გაყიდვა საჭირო აღარ არის.
ბანეგას ტრანსფერი სულელურია, ძალიან იაფად გაყიდეს. კაპრარის იმედი მე არ მქონდა და არ მაქვს. მიანგს და დი მარკოს გამოსყიდვის ოპციები რომ ჩაუსვეს კონტრაქტში ეგ კარგია.
This post has been edited by weasel on 30 Jun 2017, 15:26