ნაწილობრივ მწვრთნელის ბრალია, ნაწილობრივ თვითონ მოთამაშის და ნაწილობრივ გუნდელების. მარტო ერთი ეგეთ სიტუაციაში არასდროს არის დამნაშავე. შენ კიდე მარტო მწვრთნელს ადანაშაულებ ყველა სიტუაციაში და შემთხვევაში, რაც არასწორია.
აგერ ძმაო კონდოგბია, ყველა ვთანხმდებოდით და ვამბობდით რო ყველანაირი მონაცემები ქონდა რომ ვიეირას დონეზე ეთამაშა და გვიკვირდა როგორ ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ გამოიყენა, მაგრამ აგერ გამოჩნდა რომ ტუპოი ყოფილა და მარტო კარგი მონაცემები არ ყოფნის რო ტოპი გახდე. ეხლა გასაგებია რატომაც ვერ აყომარდა, დებურის ნათქვამი გამახსენდა მე 15 თუ მე20 წუთზე რო შეცვალა, რაც დავავალე არაფერი შეასრულაო.
სხვა სიტუაციაა როდესაც ფეხბურთელი არ გჭირდება, ანუ შენ ტაქტიკურ მონახაზში და თამაშის სტილში ვერ ჯდება (თუმცა შეიძლება ძალიანაც მაგარი ფეხბურთელი იყოს), ბანეგა ნათელი მაგალითია და მილიონი ეგეთი შემთხვევა არის. კოუტინიო მაგარი არის და როგორ ვერ გამოიყენა არის ძალიან ზერელე და ზედაპირული შეხედულება.
ჩემი აზრით კოვა მაგალითად ზედგამოჭრილი ბარსას ფეხბურთელია, რომელიც ინიესტას ჩაანაცვლებდა ყველაზე კარგად. მაგრამ ეგ ხო არ ნიშნავს რო გადასულიყო აულილებლად მაგრა ათამაშდებოდა და არ გაფლოპდებოდა?
რაც არ უნდა ვიკამათოთ, მთავარი ის არის და მგონი მეთანხმები რომ პირველ რიგში მენეჯმენტია დამნაშავე ინტერი რა მდგომარეობაშიც არის და მერე სხვა დანარჩენები.
ვეთანხმები ვინც დაწერა რო მანგალას ან ოტამენდის მოყვანას ისევ მურილიო ჯობია რო დარჩეს, მაგრამ მთავარი არის სპალეტის რა ურჩევნია, იმიტომ რომ მაგან უნდა ათამაშოს გუნდი.
წლევანდელი სატრანსფერო მიმართულებით იმიტომ ვარ კმაყოფილი რომ სპალეტის უშუალო მონაწილეობით ხდებოდა ფეხბურთელების არჩევა/მოყვანა. რაც აქამდე თითქმის არ ხდებოდა.
მე პირადად აქ ბევრისგან განსხვავებით საკმაოდ კარგ სეზონს ველოდები, ამის ერთერთ საბაბს სპალეტი მაძლევს და კიდე ის რომ კლუჩევოი იგროკები შევინარჩუნეთ. იმედია ახალი დამატებულებიც გაამართლებენ და იმაზე უკეთ ითამაშებენ ვიდრე ველოდებით.
დამბროზიოზე უკეთესს თუ მოიყვანენ იქნება ძალიან კარგი, მაგრამ თუ ისევ გაუგებარი ტიპი უნდა მოიყვანონ, რომლის კარგი თამაშიც თვითონაც კი არ ჯერა, მირჩევნია ისევ დამბროზიო დარჩეს. კი უნდა აქ ბევრს რო გააჯმევინონ მაგრამ მაგაზე უკეთესი თუ არ მოიყვანეს ვისი ნახვა გინდათ მაგის ადგილას? სანტონის თუ ნაგატომოს? თუ ანსალდის? ფაქტია რო მაგაზე უკეთესი დღეს არ გვყავს და თუ ვერავინ მოიყვანეს იმედი ვიქონიოთ რომ გუნდი კარგად ათამაშდება და დანილოც მოუმატებს (ფაქტია რო წინაწლებთან შედარებით შარშან მომატებული ქონდა და ცუდი სეზონი არ ჩაუტარებია), აწყობილ გუნდში კიდე მაგაზე უარესებსაც კარგად უთამაშია
P.S. ვანო ყველაზე მაგარი რა იქნება იცი? რანოკია რო გახდეს ასნავნოის იგროკი და სერიალის საუკეთესო მცველი

))))) მერე ბაჩუკის კომენტარები იქნებოდა საინტერესო

)))) აუ არადა ესეთი რაღაცას სიზმარშიც ვერ ნახავ კაცი

)))))))) ვაი და დაგესიზმროს შფოთვებით გამოგეღვიძება ეგრევე

))) მიდის ეს ჩემისა ინგლისში ბოლო ბოლო თუ ვერა?
This post has been edited by inter champione!!! on 16 Aug 2017, 12:14