საცხოვრებლად ქალაქს რაც შეეხება, ციურიხში ვგრძნობდი თავს ყველაზე კომფორტულად,
მსიამოვნებდა იქ ყოფნა,
ბუდაპეშტი მაინცდამაინც არ მომწონდა,
პრაღა ულამაზესია, რაღაცნაირად ლამაზებიც მომეჩვენა იქაური ხალხიც.
დიდი ხნით სხვაგან არსად არ ვყოფილვარ, მაგრამ ჰოლანდი, ავსტრია, გერმანია, მომწონს კიდევ.
ნუ იტალიაშიც, მილანში უნდა ვყოფილიყავი თვე ნახევრით და ორი კვირის შემდეგ უკან წამოვედი.
მართლა ცუდად იმოქმედა ჯანმთელობაზე, 40 - გრადუსი სიცხე მქონდა სულ,
მერე წამოსვლა რო გადავწყვიტე, მახსოვს ვიფიქრე წასვლისას კაფეში შევივლითქო, ცივი ყავა დავლიე და გული მერეოდა მთელი გზა.
ზოგადად იტალიური სამზარეულოს ტყუილად აქებენ ჩემი აზრით, ნუ პიცა კი მიყვარს და სპაგეტიც ისე-რა, მაგრამ ამის იქით საშინელებაა.
ეხლა მე იტალიაზე რა დამოკიდებულება მაქვს იცით, მაგრამ ეგ არაფერ შუაშია მართლა, ძალიან მინდოდა იქ წასვლაც და იქ რომ ვვყოფილიყავი ძალიან მოვინდომე
და ჩასვლისას ბედნიერიც ვიყავი. უბრალოდ იქ მართლა საშინლად გავხდი, არც გარემო, არც სამზარეულო, ვერაფერს ვჭმადი ცუდად მხდიდა, არადა გლდანის შაურმას გადავურჩი ცოცხალი
მოკლედ საშინელ დისკომფორტს განვიცდიდი.
ხოდა შვეიცარიაში როგორცკი დავბრუნდი ისევ ყველაფერი რიგზე იყო, სიცხეც აღარ მქონდა, სახეზე ფერიც დამიბრუნდა და აშ.
ჩემთან ერთად ვინც იყო ისინიც ძაან გაკვირვებულები იყვნენ. აი მეორე დილითვე სხვა ადამიანი ვიყავი.
არვიცი, შეიძლება უბრალოდ ცუდად უნდა გავხმდარიყავი მაინც და იტალია არაფერ შუაშია.
იმედია მომეცემა მეორე შანსი, თან რომი მაინტერესებს ძალიან.
მარა ეს ჰავა, ნესტი ცუდად მოქმედებს აშკარად.
ნუ ფლორენცია ყველაზე მაგარი ქალაქია რაც მინახავს

გენიალურია მართლა <3
ჰოდა თურქეთი მომწონს კიდევ, რაღაც ძალიან მაგარი ქვეყანაა, არვიცი, რამდეჯნერაც ვყოფილვარ სულ ბედნიერად ვგრძნობ თავს
ნუ თვითფრინავებს შორის დიდ დროს სპეციალურად ციღებ ხოლმე თუ თურქიშით მივფრინავ, სტამბულში რომ გავინავარდო, ძალიან მიყვარს ეგ ქალაქი
This post has been edited by 5unnyday on 7 Jul 2017, 20:08