Jihuanocenoრატო არის თავშI ავარდნილი?
ან რას ქვია არ იკადრებდი, რა ვიკადრე ეხლა მე ისეთი, რომ მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდეს?
მე მგონი ზედმეტად მძიმედ აღიქვი ჩემი პოსტი.
თანაც დავაკონკრეტე, ამ მდგომარეობით მეთქი.
ანუ თუ ჩავთვლით, რომ მარტო ვესინო გყავთ ნაყიდი.
წინა სეზონი თქვენზე ზემოთ დავამთავრეთ და მას შემდეგ გუნდში 200 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო, თქვენ ჯერჯერობით 25 მილიონი გაქვთ გადახდილი ისიც ვესინოში. ჯერ არ მესმის ეს ვესინო რა შენაძენია, პირველად რო დავინახე ეგრევე მივხვდი როგორი "ნე რიბა ნე მიასა" ტიპია.
მერე, წინა სეზონთან შედარებით მილანი იქნება ბეევრად უკეთესი, ამაში ვარ დარწმუნებული და დარწმუნებული ვარ იმაშიც (თითქმის

), რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევალთ.
ძალიან დიდი რისკ-ფაქტორი არის შეთამაშება და საწყის ეტაპზე ქულების არ-განიავება.
მაგრამ მეორეს მხრივ, ინტერმა რა ქნა.
იყიდა ვესინო.
მოიყვანა სპალეტი.
გავიმეორებ, ვთქვი ამ მდგომარეობით მეთქი, არ იგულისხმება მომავალი ტრანსფერები, რაც, იასნია, შეიძლება გააკეთოთ.
ჯერ ეს ერთი მე პირადად სპალეტი არ მევასება. მილანში იყო მონტელას მაგივრად მაგისი მოყვანის ვარიანტი რომაში სანამ დაბრუნდებოდა იქამდე და ძალიან არ მინდოდა. არაერთხელ მაქვს დაწერილი ადრეც.
კი, სტაბილურობის მომტანი არის, რაც სხვათა შორის გჭირდებათ, მაგრამ იმაზე მეტი შედეგის დამდები არაა და რაც მთავარია აარაფრის მომგები არ არის.
დარწმუნებული ვარ, შარშანდელზე უკეთესი სეზონი გექნებათ, მწვრთნელის გამო.
მაგრამ იგივე ინვესტიცია არ არის შესადარისი.
მე და შენ გვესმის ასე თუ ისე ფეხბუთი და რაღაცებს ვუყურებთ, მაგრამ მაინც მჯერა, რომ 200 მილიონის გადამხდელ ხალხს კიდევ უფრო უკეთ ესმით რას აკეთებენ. შესაბამისად, არის ამ ტრანსფერებიდან რამდენიმეს ჩაფლავების რისკი, მაგრამ არა ყველასი. არა ბონუჩისი, ვთქვათ. ძალიან კარგი დაცვა და მეკარე გვყავს, რაც დიდი ხანია არ გვქონია, ნახევარდაცვა ძლივს რაღაცას ემსგავსება და თავდასხმა იქნება ამოუცნობი ჯერჯერობით.
თქვენ? რავი, თქვენთან გამორჩეულს არაფერს ვხედავ, ბოდიში მომითხოვია.
განსაკუთრებით მენეჯმენტში აქვს გუნდს დიდი პიზდეცი და როგორც ყოველთვის, კიდევ ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება ეს.
და დავამატებდი იმას, რომ ზოგადად დატოლება ჩემი "კანიოკი" არ არის და არც არასოდეს ვიყავი ამისი დიდი მომხრე, მაგრამ ეს პოსტი გამოიწვია შენმა "არ ვიკადრებდი"-მ, რაც ცოტა არ იყოს და ულამაზოდ მხვდება, რომ ვკითხულობ.
არაფერი უკადრებელი მე არ მიკადრებია.
ჩემი აზრი გამოვთქვი, რისთვისაც ფორუმი საერთოდ არის შექმნილი.
და დანარჩენს სეზონი გვაჩვენებს. შეიძლება მე ვცდებოდე, შეიძლება შენ.
ცნობისთვის, ვაბშე არ "მეზიზღება" ინტერი და არც არასოდეს მიკადრებია დაცინვა (ბევრისგან განსხვავებით, აქაც და თქვენთანაც). არც ამ პოსტით დამიცინია, უბრალოდ ჩემი პროგნოზია. კონკურენტი არ არის მეთქი ლიგის ზონისთვის - გავიმეორებ. თორემ შეიძლება ორივე თამაში მოგვიგოთ.
ალბათ ფიორენტინაზე შენც მეთანხმები, თორე რამეს დაწერდი მაგაზეც.
This post has been edited by Bowman on 25 Jul 2017, 09:39