მორატას რო მიუბრუნდნენ მაგრად გამიკირდა.
ანდრე სილვა და მორატა ერთნაირი სტილის თავდამსხმელები არიან. შესაბამისად პირველის ყიდვამ მაფიქრებინა რომ მორატა გამოირიცხა.
სკამზე ვერცერთს ვერ დასვამ, ორივე ერთად კიდე მგონია რო ვერ შეეწყობიან ერთმანეთს მინდორზე.
ისე მორატა > სილვა. მაგრამ არავინ იცის 1 წლის შემდეგ როგორი თანაფარდობა იქნება ამ ორი ფეხბურთელის დონეებს შორის. ამიტომ რაღამც სილვა გვყავს მორატა აღარ გვინდა იმჰო.
ობამეიანგზე ადრეც დავწერე აქ ჩემი აზრი.
მაშინ ახალი დაწყებული ქონდათ ტრანსფერებზე მუშაობა და ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენ ფეხბურთელს თუ მოიყვანდნენ და ამხელა ფულს დახარჯავნდნენ, მიუხედავად წინასწარ ნათქვამი დასახარჯი სოლიდური თანხისა.
ამიტომ ვიძახდი რომ ობამეიანგს მორატა მირჩევნიათქო. მეგონა რო ერთი თავდამსხმელის ყიდვით დავკმაყოფილდებიდით, მარა თურმე სად ვბანაობ.

ეხლაც იგივე აზრზე ვარ. ვფიქრობ სერია ა-ში ობამეიანგი ვერ გამოიყენებს თავის მთავარ პლიუსს - სისწრაფეს, შესაბამისად მისი წონა განახევრდება.
მაგრამ ამ გადმოსახედიდან რატომღაც მინდა რო მოიყვანონ: 1. არ იქნება გუნდის ლიდერი და ერთადერთი იმედი, შესაბამისად თუ ჩაისვრის დიდად არ გადავყვები მაგაზე ჯავრს.
2. მგონია რომ ანდრე სილვა შეუქმნის სივრცეებს და სისწრაფის ხარჯზე შევძლებთ მისი პლიუსების გამოყენებას.
3. ნახსენებ შესაძლო ვარიანტებს შორის ალბათ ყველაზე უკეთ შეავსებს ანდრე სილვას. რაც სილვას დააკლდება ეს შეავსებს და პირიქით.
კალინიჩი სხვა საქმეა.
ერთ თავდამსხმელიან ტაქტიკაში იდეალური იქნებოდა, მაგრამ ერთი თავდამსხმელით რო ვაპირებდეთ თამაშს მეორე თავდამსხმელზე არ იჩალიჩებდნენ ასეთი მონდომებით.
მე პირადად კალინიჩის მოსვლა გამორიცხული მგონია.
ბელოტი ჩემი ჯილაა.
შევას მერე არცერთი თავდამსხმელი არ მომწონებია ეგრე ძაან როგორც ეს.
ტიპს ყველაფერი აქვს რომ ოქროს ასოებით ჩაეწეროს საფეხბურთო სამყაროში და თან მილანის ფანია.
და მიუხედავად იმისა რომ ვფიქტობ სილვა-ობამეიანგი უკეთესი წყვილი იქნება, ბელოტის გამო ობამეიანგის გაწირვაზე თვალსაც არ დავხუჭავდი.
პრიორიტეტების მიხედვით ასე დავალაგებდი თავდამსხმელებს:
1. ბელოტი
2. ობამეიანგი
3. მორატა
4. კალინიჩი
This post has been edited by M1shO m1lanista on 17 Jul 2017, 20:44