ელოდებიან, რომ 40-45 ათასი სეზონური აბონიმენტი გაიყიდება. შარშან 16 იყო
ბოლო რამდენი წელია 40 ათასი საშუალო დასწრება გვაქვს

ისე, ბელოტის რასაც ვუყურებ, 15-16 სეზონის მერე მაგარი გაზრდილია. ათლეტურად სულ სხვა დონეზეა და დაჭერილი აქვს თავისი ნიშა მგონი.
იმედია მოიქაჩება, მონტელა გიჟივით ითხოვს, იდეალური თავდასხმა მექნება ეს და სილვაო.
მაგრა მევასება სტილი, მიმზიდველია, ცოცხალია, ინსტინქტური ტიპია, მილანისტია, უსაყვარლესი კაცი გახდება... უბრალოდ რო გავმაზოთ ნახევრადაც ვერ გაყიდიან და მერე კიდევ რამდენად გაისვრიან მაგდენს ეგრევე კაცმა არ იცის.
სილვას ძაან დიდი იმედი მაქვს, იმედია რონალდოს ტყუილა არ მოწონს და კარგ რაღაცეებსაც ისწავლის მისგან, ყოველ მეორე წინადადებაში რო რონალდო აკერია პირზე, პროფესიონალიზმით და შრომისმოყვარეობით დაემსგავსოს ნეტა და დანარჩენი აქვს ნაჩუქარი უკვე, ძალიან მაგარი შეუძლია იყოს...
კონფედერაციის 1 შეხვედრაში ორჯერ ძაან მაგრა უთავაზეს და რო მოიკვაკვა მეთქი დაგვენძრა, პატო გამახსენდა ეგრევე

და ორივეჯერ წამოდგა გააგრძელა, გოლებსა და კარგ თამაშზე მეტად ეგ გამისწორდა

2 ფორვარდი, სუსო-ბონავენტურა-ჩალჰანოღლუ და 3 სანდო მცველი იძლევა იმის საშუალებას, რომ თამაშიდან თამაშზე თუ უშუალოდ თამაშში რადიკალურად შეცვალოს სქემა მონტელამ. გარდა მაგისა, ეხლა დიდად არაფერში გვჭირდება, მაგრამ მომავალში როტაციის საშუალებას მისცემს, რაც აგერ ზიდანმა დაამტკიცა, ფორმის პიკში რო შეახვედრა სეზონის ბოლოს გუნდი, როგორი მნიშვნელოვანია... ყველას მოტივაცია, ძალები და თამაშის სურვილი რომ თანაბრადაა გადანაწილებული და სკამის ხალხი ფეხბურთის თამაშს გადაჩვეული რო არაა...
თუ 2 მცველზე მიდგება საქმე, ალბათ მუსაკიო დასვამს რომას, გამოჩნდება ეს, მაგრამ ასე მგონია...
რა პოზიციასაც წაეპოტინენ, ყველაზე ვიღაც იყიდეს და რენატო თუ არ გამოვიდა იქნებ ალტერნატივა მაინც მოიყვანონ, გაასწორებდა. თუნდაც ბადელი.
სოსა მშვენიერია სკამისთვის და როგორც ჩანს მონტოლივოც ჩერდება, მაურისაც თუ ვიტოვებთ და ლოკა ლოუნზე მიდის, გამოდის ბილია, კესი და ეს 3-ია საყრდენზე და ნუ აი 1 ლეველ აფ კაცი იდეალური იქნებოდა. 3 კაცში ბონას ან ჩალჰანოღლუსაც ათამაშებს მარცხნივ, მაგრამ მაინც, ტრავმების შემთხვევაში...
* * *
კოვაჩიჩი იქნებოდა ეხლა რაღაც სასწაული.... დაგვაკვდებოდაც არ ჰქვია... მარა პერესმა რეალი ისე დაალაგა უკვე, რომ გუნდში იდეალური სიტუაციაა და ამხელა პოტენციალის მქონე, სკამისთვის ლამის სამუდამოდ განწირული ახალგაზრდებიც კი უარს ამბობენ წასვლაზე... ცალკე ზიდანის როტაცია, რომ ლამის 20 კაცი ატარებს 20-ზე მეტ თამაშს სეზონზე... წუთებით კროოსზე ალბათ 7 თამაშით ნაკლები ექნება ჩატარებული სეზონზე და აბა ვის უფრო მოკარით თვალი...
და ეგაა, რომ იქ სადღაც ლალიგასა და თასზე ურჩევნიათ თავის დამტკიცება, ვიდრე სხვა გუნდში ძირითადის კაცად და ლიდერად...
ბერლუსკონიმ ვიცოდი რომ დიდი ინვესტიცია წამოვიდოდა, დაჟე ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინებს გადააჭარბაო.
ისე, იტალიაში სიტუაცია ისე ვერასდროს დალაგდება, რომ გაუთანაბრდეს ინგლისის ან რეალი-ბარსას შემოსავლებს გამართული ორგანიზაციულობის და ინფრასტურქტურის ხარჯზე. მაგის "ინსენტივებიც" კი არასდროს იქნება, არათუ ის რომ თავი მოაბან და ეგრე გამართონ სიტუაცია, რომ საქმის კეთება უფრო მომგებიანი გახდეს ყველასთვის ვიდრე მილიონნაირი ვაჭრობა და მაიმუნობით ფონს გასვლა. და ამას მილიონი მიზეზი აქვს კულტურაში ისე ჩახლართული რო იმედი არ უნდა გქონდეს ვაბშე რო რამე შეიცვლება და სერია ა რაღაც პროდუქტი გახდება.
მანჩესტერის მეორე სტადიონი აძლევს 200 მილიონს მუ-სო. იუვე არენა 70-ს
ხოდა ერთადერთი გამოსავალი ესეთ დროს არის პოტენციალის მქონე ძაან დიდი მარკეტის ექსპლუატაცია, ანუ საკუთარ სისტემას იკიდებ რადგან აზრი აქვს და გარეთ მიგაქვს ბრენდი. დაჟე ესაა ერთადერთი გამოსავალი დღეს
ხოდა, რამხელა ინვესტიცია ჩაიდო, ლამის მილიარდი დაუჯდათ ყიდვა და ვალი კიდევ გადასხდელი ექნებათ. 250 მილიონზე მეტი ტრანსფერბში იხარჯება+ გაორმაგებული სახელფასო და წარმოუდგენელია უდიდესი მოლოდინები არ ჰქონდეთ ჩინეთიდან და რაღაც გარანტიებიც და თუ გამოვიდა ეს ყველაფერი, შეუძლია იმ დონეზე დაგვაყენოს როგორც ბრენდი და როგორც შემოსავლიანი კომპანია, როგორიც ინგლისური კლუბებია, დაჟე მანჩესტერი თუნდაც... საერთოდ არაფერი ვიცით, მაგრამ იმხელა რაღაცაზე გადიან ნუ წარმოუდგენელია თვალებახვეული აკეთებდნენ.
დე შილიოს მთლიანი ამბავი დასანანია. ცუდ დროს დაემთხვა მაგის გამოჩეკვა და ჩაიჯვა თუ არა მოიძულეს და დაენძრა. დაცვაში შეუძლია ძალიან სანდო იყოს ორივე ფლანგზე და ალბათ ჩვენს სკამისას მაინც ყველას ჯობია საერთო ჯამში. უბრალო არის მომენტები, რომ რაც არ უნდა კარგი ფეხბურთელი იყოს აღარ დაედგომება იმ გარემოში და აზრი არ აქვს დატოვებას. სულ რომ იფრინოს იუვეში არ ნიშნავს რომ აქ რამეს იზამდა აწი... პირიქით, ყველასთვის უკეთესი იყო ესე. პირველად ვნახე გაცინებული გულიანად ტიპი

არადა რა კარგად დაიწყო და საბოლოო ჯამში ფანებიც და ბორდიც ცუდად მოექცა, მაგრამ იმდენი ხანი ჩაყვინთა და გაიყინა ერთ ადგილას თვითონაც და ისეთი ინდიფერენტული უფხო ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებდა რომ ყველაფერი გასაგებია.. .
This post has been edited by hibridi55 on 20 Jul 2017, 15:12