Pato
მოკლედ დავაკოპირებ, პატარა ცასწორებებით:
დღეს 22:00 საატზე ვიწყებთ სპორტულ რა? სად? როდის?-ის რიგგარეშე თამაშს biggrin.gif
თამაში გაგრძელდება ერთი საათიდან მაქსიმუმ საათნახევრამდე, უფრო ზუსტი ინფორმაციისთვის კი ყურადღებით წაიკითხეთ წესები:
1. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იუზერს.
2. იქნება 10 კითხვა, მხოლოდ საფეხბურთო თემატიკიდან.
3. თამაშის მსურველები უნდა იყოთ თემაში 22:00-ზე, გავარკვევთ ზუსტად რამდენი ვართ და დავიწყებთ.
4. 22:05-ზე დავწერ პირველ კითხვას, პასუხებს ვიღებ პმ-ში ან ფორუმის ჩატში, ამ თემაში პასუხები არ დაწეროთ.
5. პასუხის გასაცემად გაქვთ ზუსტად 3 წუთი, კითხვის დასმიდან ფლუდ კონტროლის, ზუსტად180 წამის, გასვლის შემდეგ ვწერ პასუხს და ერთი წამით დაგვიანებული პასუხიც კი აღარ მიიღება.
6. პასუხის დადებიდან ისევ ზუსტად სამი წუთის შემდეგ ვდებ შემდეგ შეკითხვას.
7. მე-5-ე შეკითხვის შემდეგ 6 წუთიანი შესვენება და ამ დროს დავწერ შუალედურ შედეგებს.
8. გამარჯვებული იქნება ის იუზერი ვინც ყველაზე მეტ სწორ პასუხს დააგროვებს.
9. იმ შემთხვევაში თუ 10 კითხვის შემდეგ გამარჯვებული არ გამოვლინდა, უმაღლესი ქულების მქონე იუზერებისთვის დავსვამ ერთ, დამატებით შეკითხვას, გამარჯვებული იქნება ის ვინც ყველაზე სწრაფად უპასუხებს ამ ე.წ საპენალო შეკითხვას. თუ ვერც ერთი გასცემთ პასუხს, მაშინ დავამატებ ერთ მინიშნებას და ასე იქამდე ვიდრე სწორ პასუხს არ მივიღებ და დღის მოაზროვნე არ გვეყოლება bis.gif
10. გთხოვთ იყოთ მაქსიმალურად კეთილსინდისიერები, მაქსიმალურად შევეცდები კითხვები არ იგუგლებოდეს მაგრამ ინტერნეტში თამაშს ეს შესაძლო საფრთხე რაღაც დოზით მაინც სულ ახლავს, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ და გირჩევთ კიდეც რომ დაგუგვლაზე და მსგავს არალეგიტიმურ biggrin.gif მეთოდებზე დრო არ დახარჯოთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს და მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება.
ჯერ-ჯერობით დაფიქსირებული მონაწილეები:
სიმუსა
ბადურა
პატო
დოიჩა
ტიფო???
კარი ყვლასთვის ღიაა, უბრალოდ თამაშის დაწყებამდე დაფიქსირბა თქვენთვისაც უკეთესია და ჩემთვისაც.
პ.ს სიმუსა რადგან გზაშია მის გამოჩენას დაველოდოთ პუნქტუალური კაცია და წესით მოვა მაგრამ რამდენიმე წუთით თუ დააგვიანა არ გავწიროთ.
Deutschland..ჩაგამატე
This post has been edited by gaucho on 15 Oct 2022, 21:54