Pep Guardiola
Super Crazy Member
     
ჯგუფი: Members
წერილები: 7630
წევრი No.: 74953
რეგისტრ.: 17-November 08
|
#51076742 · 3 Aug 2017, 00:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Harrison Stafford
| QUOTE | | მეორე გუნდი კიდე აქ მგონი ყველას ყავს |
როგორ გეკადრება ))
მოკლედ, ამ ნეიმარზე, მჯერა, მართლა გარემოცვის ზეწოლით წავიდა და მიზეზი იყო ფული , სიხარბე მამამისის, მაგრამ მანდაც ცდება , როგორც პაბლო ესკობარი ეუბნება ტარაკანას , ეგ ძმაო პერსპექტივას ვერ ხედავს... ბარსაში დარჩენით უფრო მეტსაც იშოვიდა კარიერის განმავლობაში, ხელზე ასაღებ ხელფასებს ვინ ითვლის ასეთი დონის სპორტსმენებში, სარეკლამო კონტრაქტებია მნიშვნელოვანი და ამისთვის სულ ყურადღების ცენტრში უნდა იყო, ტოპ დონეზე. ნაიკს მოეთხოვა, კიდევ გავიგებდი, მაგრამ ეგ როგორ მოითხოვდა.
ოქროს ბურთს რაც შეეხება, სწორედ პსჟ-თან პირველი თამაშისას ვფიქრობდი, იქნებ ჯობდა წასულიყო თქო, დიდი შანსი ექნებოდა, მაგრამ მეორე თამაშში თვითონვე გააგდო ეგ გუნდი და მანდ დაიწყო საუბრები ოქროს ბურთზე, მაგ თამაშში გამოჩნდა, რომ შეუძლია ლიდერი იყოს, ისიც გამოჩნდა, ლეოს რომ შეუძლია დათმოს და ყველაზე მეტად გაუხარდეს ეგ მოგება, მერე კი რა მოხდა; გადაფრენა ბრაზილიაში (მაგაზე აქცენტი იმ მხრივ თუ გაკეთდება, რომ მაინც არაპროფესიონალურად მოიქცა, თორემ მომდევნო თამაშს გუნდი ნებისმიერთან წააგებდა, ემოციურად ისე იყო გამოფიტული ) , შემდეგ კი კლასიკოში გადაიფარა მაგის გმირობა , ეგ ვისი რა ბრალია, თვითონვე გააგდებინა თავი სულელურად და გამოტოვა. ხო, ასეთ სიტუაციაში, როდესაც სტაბილურობას ვერ ქაჩავ, უმჯობესია პსჟ-ში გადახვიდე და გათვლა რამდენიმე თამაშზე გააკეთო, იქნებ მოიგო ეგ თასი, 50/50-ზეა, თუ დარჩები მოგიწევს მთელი წელი ითამაშო ისეთ დონეზე, რომლის შენარჩუნება ასეთი მიდგომით ძნელია, თორემ ეგ უფრო ნაღდი შანსია, თუნდაც ტიტულების გარეშე, მაგრამ კარგი თამაში. ბოლო სეზონში სულაც არ იყო შეზღუდული და თამაში მასზეც ეწყობოდა, უფრო ნაკლებად, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, მარჯვენა ფლანგი ფაქტიურად არ იყო და ვერ ექნებოდა გამოეყენებინა ის შესაძლებლობა, როგორიც მარცხენა ფლანგზე ალბას შემთხვევაშია. ამ სეზონში გუნდი დაბალანსებული იქნებოდა და გაინაწილებდნენ გამთამაშებლობას, მაგრამ თვითონ უნდა აეღო თავისთავზე და შრომა უნდა მაგას, ჩაჩოჩებით ინიესტა რომ დაწიეს ეგეც ეყოს, გუნდის კიდევ ერთი ლიდერი და ლეგენდა უნდა შეწირვოდა მაგის სამომავლო 3-4 წლიან "მეფობას"?!
ახლა ის არგუმენტი, ამ თემის ბრაზილიელი ფანებისგან, თითქოს იქ შეთამაშდება თანამემამულეებთან, ხომ თავის მოტყუებაა ეგ ) რომელი თანაგუნდელები?) აქ უკავშირებდნენ კოუტინიოს და პაულინიოს, ამათთან შეთამაშება მესმის, თორემ ტიაგო სილვა-მარკინიოსის დუეტთან ერთად თუ აპირებს კედლის ჩაყენებას არ ვიცი
|