დარჩეს, ოღონდ დარჩენის შემთხვევაში ტვინი არ უნდა მოდღნას და არ დაგვამადლოს

მოტივაციის პრობლემაც არ უნდა ქონდეს.
ამ შემთხვევაში დარჩეს

სანახევროდ დარჩენას ან მაგის კაპრიზებზე და ხუშტურებზე სიარული თუ დაგვაწყებინა მაგისმა მამიკომ, ჯობია წავიდეს.
თუ წავიდა, რაც არ უნდა ფული გადაიხადონ, კარგი ამბავი მაინც არ იქნება კლუბისთვის.
კი ვაკრიტიკებთ ხოლმე და მაგის პოტენციალიდან გამომდინარე მეტს ვითხოვთ, მაგრამ რეალურად ნეიმარისნაირი მოთამაშეები აყვარებენ ბავშვებს ფეხბურთს და შესაბამისად იმ კლუბს სადაც ის თამაშობს.
შეიძლება ჩვენ ვასხავთ ზედმეტ ფინტაობაზე და პიჟონობაზე, როცა არაა მაგის საჭიროება, მაგრამ აი თუნდაც პატარა ბავშვის გადმოსახედიდან რომ შეხედო, ის აღფრთოვანებული რჩება.
ეხლა სიტყვაზე მე შეიძლება ხავი მილიონი თავით მერჩივნოს ნეიმარს, როგორც პიროვნებაც და როგორც ლეგენდაც, მაგრამ აი პირადად ხავიმ რამდენ ბავშვს შეაყვარა ფეხბურთი? უკვე გათვიცნობიერებული თუ არ ხარ ფეხბურთში, ხავის თამაშის "მუღამს" ვერ დაიჭერ და მაგის წვლილს ვერ მიხვდები.
უხეშად რომ შევადაროთ, ხავი არის გურმანების კერძი და ნეიმარი კარტოფილი ფრი

ყველას უყვარს და ყველა ჭამს
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ნეიმარის წასვლით არამარტო სპორტული კუთხით იზარალებს კლუბი.
პოპულარობა ფეხბურთში არის ფინანსების მოზიდვის ძირითადი საშუალება და მიზეზი, რატომაც დებენ ასეულობით მილიონს კი არადა უკვე მილიარდებს ამ სპორტში.
გასაგებია რომ ბარსელონას ნეიმარამდეც არ აკლდა არც სახელი და არც პოპულარობა, მაგრამ აი დანარჩენ მსოფლიოს რომ თავი დაანებო, მარტო ბრაზილიაში რამხელა აუდიტორია დაიკარგება ნეიმარის წასვლით.
შელახულ პრესტიჟზე აღარ ვსაუბრობ. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო იგროკი 25 წლის ასაკში ტოვებს ბარსელონას, თან ისე რომ კლუბს სასტიკად არ უნდა. გეგონება რაღაც ტოტენჰემი ან არსენალი იყოს

იმის მაგივრად ჩვენ ვახევდეთ ამ გუშინდელ გაკეთებულ გინდებს ფეხბურთელებს, აქეთ დაგვახიეს