papaani სუსოზე რას გვეტყოდი ? )) ყველაზე სუსტი წერტილია?

მონტოლივო კარგი იყო მართლა, საერთო დონე რომ იწევა ყველასა და ყველაფერზე მოქმედებს... ლოკაც და ესეც 1-2-ად უკეთესი არან ჯერ-ჯერობით.
ცალკე მონტელამ თქვა კაპიტნის სამკაური სტრესავდა და ახლა თავისუფლად გრძნობს თავსო.
17(!!!) კაცი მიდის ნაკრებში და რომანიოლი და ბონავენტურა აკლია ამ ლისტს...
წარმოუდგენელია ვინმე არ დაიმტვრეს
კუტრონემ აუცილებლად უნდა დაიწყოს ლაციოსთანაც. მანამდე კალინიჩსაც დრო ექნება ფიზიკურად მოხოდვის და შემოვა მეორე ტაიმში. Key man გახდება ეს ნელ-ნელა.
კუტრონემ პოზიციური თამაშის, თაურის და გოლის ალღოს გარდა კიდევ ბევრი რამე გამოაჩინა. მშვენივრად ფლობს ბურთს, რამდენჯერ დატრიალდა, წამოიღო, ძლიერია კორპუსითაც. ყველა მონაცემი აქვს და ამის სკამზე გადასმა ახლა და ნელ-ნელა გარეზერვება, მერე განათხოვრება იქნება ტყვია მუცელში... უნდა ათამაშოს მაქსიმალურად. სუსოს თუ ასე გაუგო, მით უმეტეს.
ჩალჰანოღლუ სკამზე გადასვას, ათამაშოს მონტოლივო მარცხნივ, დაიჭერენ ბურთს ეგ და ბილია აუცილებლად, კესიეც ცოტა მეტს წავა წინ.
არანაირი ექსტრა ბიუჯეტი არ იქნებაო... ფორვარდს რო გავეშვით ისედაც, ცხადია, მარა ნიანგი თუ მიდის იმედი მაქვს დადებენ რამეს იქით და რაფინია მოწიონ აუცილებლად, ბევრგან შეუძლია თამაში და კარგი ფეხბურთელია. ბარსასაც 120 კაცი ჰყავს მანდ გამოუშვებენ