levan666ისე წუწაობენ რომ კალინიჩიც სათუო ხდება მგონი, ევერტონის ოფერს ისედაც ვერ უდგებოდნენ და მაინც თანახმა იყვნენ, ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე. და ახლა გამოდის 3 ტრანშად და ფაქტობრივად მომავალ წელს უნდათ გადახდა... იმათ ცალკე უთქვამთ შეიძლება სულაც დავტოვოთ ან სხვას მივყიდოთო...
კალინიჩი რომ მინიმუმ დასადებია ძალიან ნათელია და არასასიამოვნო დასასრული იქნება ასე თუ დავხურეთ ფანჯარა.
შევჩენკომ რაც იგულისხმა იმ დღეს იყო ის, რომ მართლა შოპინგზე რო წახვალ რაღაც კონკრეტულის საყიდლად და სხვა ნივთი შემოგხვდება არგასამაზი, ფასდაკლებული და ყიდულობ, ეგრე გამოდის ეს საქმე. პროსტა მერე ფული რო არ გყოფნის რაზეც საჭიროა ძაან ტეხავს...
ასეთი სპონტანური გამოდგა ბონუჩი, სილვა და მგონი ჩალჰანოღლუც.
მაგრა გატეხავს 80% შესრულებულ სამუშაოს ქუდი ვერ დაახურონ ეხლა...
რაღაც მომენტი ხმამაღლა ლაპარაკობდნენ ტოპ სტრაიკერზე და საერთოდ ბიუჯეტის განაწილებაზე რამდენიმე ფეხბურთელზე თუ ერთ ვარსკვლავზე და ბოლო 2 კვირაა მიინაბნენ, ერიდებიან კომენტარის კეთებას. გაურკვევლობაა ფულზე, ისედაც წარმომავლობას თვითონ ვერ ადგენენ მგონი და ვის რა უნდა უთხრან...
რაზეა დამოკიდებული იქნება თუ არა ექსტრა ბიუჯეტი ის მაინც რომ ვიცოდეთ კარგი იქნება. 15 აგვისტოს მერე ტოპ ფორვარდი და ნახევარმცველიო + აქამდე კალინიჩიც მოგვარებული უნდა ყოფილიყო. 18-ია უკვე და 2 კვირა დარჩა დახურვამდე, როდის ფული მოვა, როდის ესენი მოლაპარაკებას დაიწყებენ და დაასრულებენ... 1-2 დღეც და უტოპია იქნება ეს ყველაფერი
კალინიჩი აუცილებელია და ეს მაინც მოაგვარონ. ნიანგის მოშორებაზეა დამოკიდებულიო, ალბათ ფულის პონტშიც. ეგ რა ჭირი ავიკიდეთ, ეგეთ ### ფეხბურთელს არ უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება, უნდა მიასუხარო ეგრევე, ელოდე ეხა შენ როდის ეს წავა ან აიღე 7 მილიონით ნაკლები ტორინოსგან...
კალინიჩი და წამსვლელები მოაგვარონ და დანარჩენზე არ დაგვეწუწუნება.
კუტრონე, ბორინი, ჩალჰანოღლუ და ლოკატელი დაიწყებენო გაძეტამ კვირას. (დანარჩენი გასაგებია)
ეს 4-3-3 უკვე გულს მირევს, არაფრის მომცემი, ზოზინა ტაქტიკა. სუპერ გუნდი უნდა იყო ეს რომ წესიერად ითამაშო თუ არადა ამაზე ამომშრალი სქემა მეორე არაა.
უკან მყარად ვიქნებით მთელი სეზონი, დარწმუნებული ვარ, მაგრამ გოლის გატანა ძალიან მაგრა გაგვიჭირდება ასე თუ დარჩა ყველაფერი : (
პ.ს.
კესი თამაშიდან თამაშამდე უფრო მომწონს. ყველაფერი აქვს აბსოლუტურად, თავის ხედვიან-პასიანად. პროსტა გადახვევების დიაპაზონი უნდა შეამციროს - წუნი აქვს.
ისეთი ხალხი გვყავს, რომ გაზრდა და სწორი განვითარება სჭირდება 80%-ს, რისთვისაც კონკურენტუნარი და ჯანსაღი გარემოა აუცილებელი. მაგალითი უნდა იყოს ხარისხის სტანდარტად გუნდში ვინმე. მაგიტო უფრო იყო მნიშვნელოვანი გამოცდილი, ვარსკვლავი ტიპის მოყვანა, ვიდრე მისი კვალიფიკაციებისთვის.
რავი, ქუდიდან ბევრი ამოიღეს უკვე და იქნებ მოხდეს რამე. უბრალოდ ძალიან ჩუმად არიან და თვითონაც გაურკვევლობაში თითქოს.... კალინიჩის ამბავი დამაფიქრებელია.