დღეს ჟოზეს ბევრი საფიქრალი აქვს ვინ სად ათამაშოს
მარცხენა ფულბექად მარჯვენა ფულბექი დარმიანი ყავს, მიუხედავათ იმისა რომ ბლინდი, როხო, შოუ და რავიცი რამდენი ### ყავთ მაგ პოზიციის. ხანდახან ყველა ჯანმრთელი როა მაინც დარმიანი გადმოყავს
მარცხენა ფლანგზე გუნდში მარტო იანგია

ამიტომ მაგ პოზიციაზე ხან თავდამსხმელი მარსიალია, რომელიც არ ევასება, ხან კიდე 10-იანი მხითარიანი
მარჯვენა ვინგერი ლინგარდის მეტი არ ყავს არავინ, ეგ ისედაც ###ა იანგივით, ამიტომ მის ნაცვლად მეორე 10-იან მატას უწევს ხშირად თამაში. ნუ რეზერვში თავდამსხმელი რაშფორდიც ყავს და მაგასაც დააყენებს თუ უნდა
პოგბას რაც შეეხება დიდი სურვილი აქვს ჟოზეს ჩამშლელად ყავდეს თავის 4-2-3-1 წყობაში, არადა 4-3-3-ში უფრო კარგია ცენტრალურ ნახევარმცველად. ან ცოტათი წინ, მარა მერე მხითარიანი და მატა რჩება დაუსაქმებელი

დაცვაში როხო და ბლინდი ვერ გაიგებ ცენტრალური მცველები არიან თუ ფულბექები, საერთო ჯამში არცერთ პოზიციაზე არ წყვეტენ ვარსკვლავებს.
იქეთ ბაი და ლინდელოფი თურმე ორივე მარჯვენა ცენტრალური მცველები ყოფილან ამიტომ რომელიმე მარცხნივ უნდა გადმოვიდეს
მარჯვენა ფულბექის პოზიციაზე დარმიანი ყავთ მოწოდებით მემარჯვენე

მარა ეგ ხო მარცხნივაა ამიტომ მარჯვენა გარემარბი ვალენსია იკავებს მაგ პოზიციას და სხვათაშორის არც ისე ცუდად
ცენტრფორვარდებში მიუხედავათ იმისა რო მარსიალსაც და რაშფორდსაც დიდი პოტენციალი აქვთ და ამას მოედანზეც ამტკიცებენ, მაინც ხან იბრა მოიყვანეს და ახლა ლუკაკუ. კი კაია ეგ ჯორცხენი კაცი, მარა ისინი იკარგებიან.
სრული ბარდაგი და აჯაფსანდალია შემადგენლობაში - ზოგ პოზიციაზე ხალხი არ ყავს, ზოგზე კიდე 2-2- უყრია ტყუილად
ფელაინი და მატიჩი დამატებითი დესერტია ამ არეულ შემადგენლობაში.
საერთო ჯამში გუნდში მარტო 1 იდეალური ფეხბურთელია და ისიც კარში დგას. პოგბაც კაი ბიჭია, მარა ჟოზეს ხელში ვერ იხსნება. იუვენტუსში უკეთესი იყო
ხოდა ასეთ სიტუაციაში რაიმე განსხვავებულს და განსაკუთრებულს თუ ითამაშებენ, თორემ ფორმაში მყოფ რეალთან შანსი არ აქვთ.
ავტობუსები და სვარკები კიდე მე არ მევასება
გინდ რეალმა მოიგოს, გინდ მანჩესტერმა, ორივე შემთხვევაში ბევრს წაესმება თავზე
and that makes me happy
This post has been edited by Bexx on 8 Aug 2017, 16:51