რაში ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს შეგიძლია დამიციტირო? მე ვერაფერი ვნახე ურთიერთგამომრიცხავი.
და ხელშეკრულება რამე წმინდათაწმინდაა რომლის დადების შემთხვევაში მისი გადახედვა არ ხდება და ორივე მხარე ვალდებულია ბოლომდე შეასრულოს, თუ რა?
ჯერ არ გინახავს ხელშეკრულების მიუხედავად გაყიდული ფეხბურთელები?
და მეტიც, ბევრი ფეხბურთელი მხოლოდ იმიტომ აგრძელებს ხელშკრულებას, რომ მისმა გუნდმა ფული აიღოს და მათაც იხეირონ,
შენთვის ის არ იქნებოდა უფრო ბოზობა,რო არ გაეგრძელებინა კონტრაქტი და წელს უფასოდ წამოსულიყო ბარსელონაში ?
ანუ აქედანაც ბოზი იქნებოდა კოუტინიო და იქედანაც, ვინუჟდენი 2020 თუ 2021 წლამდე უნდა ეთამაშა თქვენთან, რო ბოზი არ ყოფილიყო

ზუსტადაც, წელს ჰქონდა ბარსას და მის ბორდს(რომლის იმპიჩმენტზე სერიოზული საუბრებია) კრიტიკული ზაფხული,
წელს თუ არ წამოვიდოდა შესაძლოა შემდეგ წელს 27 წლის კოუტინიო აღარ ეყიდა,
თანაც ფასების ზრდის გათვალისწინებით, შესაძლოა 200 მილიონიც კი მოგეთხოვათ მასში :დ
და კიდევ არის ერთი მომენტი, წელს ნეიმარის გაყიდვის გამო ფეარპლეი არ გვზღუდავს, შემდეგ წელს ან მოახერხებდა გუნდი მის ყიდვას, ან ვერა.
წლევანდელი შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინა ბარსას და მაქსიმალურად ბევრი ფული უნდა დაეხარჯა. ასეა ეს..

ბარსელონა კი არაფრის ჭიპი და ცენტრი არ მგონია, თუნდაც ბარსას ნაცვლად რეალი, ბაიერნი ან ფოთის კოლხეთი იყოს,
მე პრინციპზე გესაუბრები და ერთხელაც არ მიხსენებია ფრაზა "ეს ბარსელონაა და უარს ვერ ეტყვის" ან რამე ეგეთი,
რაში გჭირდებათ ამ უბრალოდ პრინციპებზე საუბარში ბარსელონას შემოტანა ვერ ვხვდები, მერამდენემ მითხრა უკვე ნიშნის მოგებით
'იიშ რიალმა მოგიგოოთ'

არასერიოზულია უბრალოდ. რომ მოიგო და ბარსა პოზიციებს თმობს, მაგიტომ ყიდულობს კოუტინიოს.
ხო ბავარია სხვანაირად იქცევა, ელოდება კონტრაქტის ვადის გასვლას, ფეხბურთელებს კერავს რო არ გაახანგრძლივოს კონტრაქტი და
ან უფასოდ მოჰყავს შემდეგ წელს, ან ბოლო საკონტრაქტო წელს მესამედ ფასად, ეგ ჯობია ნამდვილად
შარშან რო ბარსას კოუ დაეკერა არ გაახანგრძლივოო და წელს უფასოდ წამოგვეყანა მაშინ ბარსა იქნებოდა პროვინციული გუნდი
და ბაიერნი მაინც დასტოინი და პატიოსანი :დ
დე ხეას რეალში წასვლა უნდა და უკვე მე-2 წელია ძალით ტოვებენ მანჩესტერში? :დ ამას ამბობ?
თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ ვერავის გააჩერებ გუნდში და ეს თუ მაინც მოახერხე,
უმოტივაციო დეპრესიულ არსებას მიიღებ და არა დეხეასავით მონდომებულ მომღიმარ მეკარეს :დ
იქნებ უბრალოდ რამით დაითანხმეს დარჩენაზე, ამაზე არ გიფიქრია? ეგეთი ბევრი გვინახავს, ზოგს ითანხმებენ , ზოგსაც ვერ
დე ხეა დაითანხმეს და დაკერეს, კოუტინიო ვეერ დაითანხმეს და ვერ დაკერეს. ყველა შემთხვევას ერთ ქვაბში რატომ ხარშავთ.
ჰოფესთან რომ არ ითამაშა ცუდად მოიქცა, მაგრამ ეგ მანამდე დიდი ხნით ადრე დაწყებული პროტესტის გარდაუვალი შედეგი იყო,
როცა თვითონ კოუც და გუნდიც ირწმუნებოდა ტრავმა აქვსო და არც ვარჯიშობდა და არაფერი.