როგორც წერენ ლოტიტოსა და რომის მუნიციპალიტეტს შორის ფლამინიოს სტადიონის შესახებ მოპლაპარაკებები დასასრულისაკენ მიდის. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტადიონი ლაციოს გადაეცემა 30 წლით, სტადიონზე მოხდება რეკონსტრუქცია და ტევადობის გაზრდასთან ერთად 30000 დან 40000 მდე ტერიტორიაზე მრავალი დაწესებულებაც აშენდება, 30 წლის მანძილზე მიღებული მთელი შემოსავალი ლაციოს დარჩება. რეკონსტრუქციის ღირებულება 80 მლნია. ლაციოს ასევე შეეძლება სტადიონს თავისი სახელი მისცეს.

ტრანსფერებს რაც შეეხება შეძენაში ჯერ მხოლოდ კამენოვიჩია. თუმცა წერენ რომ რამოდენიმე ფეხბურთელი უკვე გაფომებულია და უახლოეს დროში დაგეგმილია მათი ოფიციალური წარდგენა, სახელდება შემდეგი სახელები: ხიუსაი, კოსტიჩი და ტორეირა.
ასევე იწერება რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები იულიან ბრანდტის თაობაზე.
რადუბ გაახანგრძლივა.
წამსვლელებს რაც შეეხება წერენ რომ ლაცარი ცალი ფეხით ინტერშია, ჰაკიმის გაყიდვისთანავე წაიყვანენო, სარიმ დაბრო მისცა ტრანსფერსო 22მლნ + 6-8 ბონუსად.
ასევე სავარაუდოდ კორეა გაიყიდება, ლოტიტო 40 მლნს ითხოვს.
ბეშიქთაშს პატრიკი უნდა ფასი 4 მლნ.
იმედია ეს ყველაფერი ნაწერად არ დარჩება, რეალობის შემთხვევაში საკმაოდ სიმპატიური გეგმებბია.