რამდენიმე დღე ინტერნეტთან წვდომის არ ქონის გამო, დღეს დიდი მოლოდინით ველოდებოდი მატჩის ჩანაწერის ნახვას. ანგარიშის გაგების გარეშე, მაგრამ რაღაც ###ობა ამოხტა და მაინც მიჩვენა ანგარიში.
ვნახე თამაში. ცენტრიდან დაკარგულ ბურთებზე საშინლად იხვრიტებოდა დაცვა, უკიდურესად საგანგაშო. თავიდან ლივერპულს მეტი
მომენტი ჰქონდა, ვიდრე სიტის.
ვერ გამოიყენეს, იმათ ამ სულელური შეცდომების შემდეგ შეაგდეს.. უიღბლობაც -> მანეს გაგდება და წააგეს. ესეც უნდა მომხდარიყო, ყოველთვის ძლიერ გუნდებს ვერ მოუგებდნენ.
უნდა გატეხილიყო ეს ტენდენცია. ხდება ასეთი თამაშები.
აი მეორე ტაიმში რაც მოხდა. არ ვიცი კლოპმა თქვა ვიბრძოლეთ თუ არაო. მაგრამ შთაბეჭდილება დატოვეს რომ დაიკიდეს ეს თამაში. ლიჟმი დაემთავრებინათ და ლიგის თამაშზე გადაიტანეს ყურადღება.
მხოლოდ სალაჰ-ფირმინოს დასვენების გამო არა.
= გუნდი აგებს - შეტევაში კაცი აკლია და ამ დროს ემრე ჩანი ჩაწია მესამე ცენტრალურ მცველად. ეს რა უცნაური ტაქტიკა იყო. აშკარად ემრე იყო შუაში ცენტრალურ მცველად და მატიპი ემრეზე მაღლა ადიოდა ბურთზე. 5 მცველით - თითქმის შეტევის გარეშე რა ქამბექზეა ლაპარაკი.
კლოპმა რაღაც ახალი გამოცადა მეორე ტაიმში. 5 მცველი - ემრეს ცენტრობა. სად აღარ შეიძლება ითამაშოს ჩანმა
ათასგზის დაწერილა კლოპის კაპრიზებზე, ვან დეიკს ჩაცივებაზე.. დაცვის გაძლიერების აუცილებლობის შემდეგ. ამ თემის ხელახლა დატრიალება აღარც კი ღირს.
რა სარგებლობა მოაქვს ამ უნიჭო კლავანს. თუ რაღაცას ცდის და ავარჯიშებს გუნდს, ჯო გომესი მაინც ჩასვას დაცვაში. ამ პოზიციაზე მისი განვითარებაა საჭირო.
გადავხედე გუშინდელ თემებს. რამდენ თემაში ყოფილა მხიარულება ლივერპულის წაგების გამო

თან უცნაური მიზეზებით ხსნიან ამ ამბავს. მოკლედ გადართვა ლიგაზე. ეს ერთი მთლიანად ჩავარდნილი თამაშის მერე, ჩაწვნები უნდა დაიდოს.