აი როგორი შთაბეჭდილება მრჩება იცი? მუდმივად აჟიტირებული ხალხი როა, იმათგან ხარ ერთ-ერთი. სულ ოპოზიციაში რომ არიან და აი ეხლა რო მოვიდა მაგათი დრო და 2 თვეში რო ისევ ოპოზიციაში გადავა.
კაი რა მაგის დედა ვატირე, ჯერ მგონიო წერ, რა 2 მილიონი, რის 2 მილიონი. როდისმე სადმე რამეს ამოწმებ?
და თანაც, სწორი თქვა პაპაანიმ, კესის და ჩალხანას ყველა მოიყვანდა მაგხელა ფულით. გუნდის მართვა მარტო ტრანსფერები არაა და ტრანსფერებიც არ გვქონია შესაშური. ნახევარდაცვაში რომ დიდი ჩავარდნაა ამის დანახვას დიდი ანალიზი არ სჭირდება. ბურთი ვერ მიგვაქ ხოლმე თავდამსხმელებამდე, რა გახდა კი მარა.
ხო შეიძლება რო სხვისი ნათვამი ხანდახან სწორი მხრიდან დაინახო და ეგრევე უაზრო კრიტიკა არ მოაყოლო, რომელიც არაფერს არ ემყარება.
სწორია ის, რომ შემოსავლის ძალიან სწრაფი ზრდა სჭირდება გუნდს და ჯერჯერობით მსგავსი რამ არ ხდება. მარტო თამაში არაა, მარკეტინგული კუთხით უნდა ხდებოდეს რამე და ეს არ ხდება ჯერჯერობით. ბარბარას დედა რო ვატირე მართლა.
რაც შეეხება გუშინდელ თამაშს. მაგარი იყო რა

შევჩენკო რო ბურთს მიიღებდა იმენა ვგრძნობდი როგორ მიყვარდა. ლამის ის გოგო გავიჩითე, შევჩენკოო რო ტიროდა

მალდინის ველოდებოდი მოედანზე და თურმე მწვრთნელად მდგარა

სებასტიან ფრეიმ თავი გაიგიჟა, დოლარას ეხლაც ჯიბეში ჩაისვამს.
ტოტიმ რა შეასრულა აბიატის რო გაუტანა შორიდან, ძაან მაგარია რა. დაჟე ის ფანიც რო გამოვარდა და ჩაეხუტა მაგრა გამისწორდა. სალგადომ გამაოცა, ტიპმა რა მაგარი რაღაცები აკეთა. რამდენი ხანია დანებებული აქვს თავი ფეხბურთისთვის და ისეთ ჯანზეა კიდევ, ბევრს ჩაისვამს ჯიბეში.
ძანეტისაც საღოლ. რო უყურებ გრძნობ რომ დიდი ფეხბურთელია.
რივალდო მაინც ყველაზე გამორჩეული იყო. ჯერ რა მაგრა ანაწილებდა ბურთს, მერე როგორ ფორმაშია და რა ტანზე დგას

კაფუ ძაან მაგარი. იმენა დადებითი პიროვნება რა. რამდენჯერ ბურთი აუტზე გადავიდა იმდენჯერ ხელი აუწია ფანებს. მერე ვიკაიფე იაშვილი რას მოესწრო, კაფუს პასს უკეთებს მეთქი

ქინქლაძის გამოსვლაც გამისწორდა, არაფერი უქნია, მარა მაინც

მაგას რო ეთამაშა ის, რაც შეეძლო, უმაგრესი ვარსკვლავი იქნებოდა.
ალბერტინის ვეძებდი ლურჯებში და რო გავიდა მერე მივხვდი, რომ ჩვენკენ იყო, გამიტყდა. კრესპოზეც მასე. კურანის საერთოდ რა უნდოდა არ ვიცი

ტონიმ იმენა თავის სტილში შეგვისრულა კუთხურიდან თავი რო დაუხვედრა

რო ვუყურებდი სტადიონს არ მჯეროდა, რა დონის ხალხი იყო მოედანზე.
მარა შევჩენკო მაინც ყველაზე მეტად მიყვარს. აი ბურთს რო იღებს და რაღაცნაირი უნიკალური მოძრაობები რო აქვს, ხელს რო იქნევს მოძრაობასთან ერთად. და იმაზე ვიკაიფე, მსაჯის გადაწყვეტილებებს რო აპროტესტებდა, იმენა მთელი გულით ცდილობდა რო გაეტანა. მარა ის გოლი მაგან გააკეთა, დემეტრაძემ რო გაიტანა (მგონი). ძაან მაგარი დრიბლინგი დადო ანდრეიმ

ეჰ, რა ვიყავით და ვის ვუყურებთ ეხლა