თითქოს კარგად თამაში რომ დაიწყეს ეგრევე გოლი გაუშვეს, მეორეც მალევე და მორჩა რეალურად ყველაფერი... აი ჩალხანამ რატომ გაიგდო თავი უკვე წაგებულ თამაშში ეგ ცალკე თემაა კიდევ...
ისე კი იმედი მეც მაქვს რომ ეს გუნდი წინა სეზონის გუნდზე უკეთესი იქნება, მაგრამ ძალიან უკეთესიც ვერ იქნება სავარაუდოთ

დამატებულები:
Antonio Donnarumma ---

Ricardo Rodríguez --- იმედი გვაქვს რომ დეშელიოზე მაგარი იქნება, თავისი კარიერით ჯერ არ დაუმტკიცებია რომ ეგრეა, ჯერ ასეა : წასულ დეშელიოზე უკეთესია წინ და უარესი უკან...
Mateo Musacchio---ამანაც მილანში უნდა აჩვენოს რომ მაგარია, აქამდე მსგავსი არაფერი დაუნახებია და არა მგონია რომ მალავდა...იმედია მოუმატებს.
Leonardo Bonucci---ტოპ მცველი რომელმაც უნდა დადოს განსხვავება წინა დაცვის ხაზზს და ეხლანდელს შორის, რეალურად ჯერ მაგრად ატრაკებს...
Andrea Conti---აი ამან კი დაამტკიცა რომ აბატეს ბევრად ჯობია და ზოგადათ ძალიან კარგია მარჯვენა ფლანგზე, სამწუხაროდ დაიმტვრა....
Lucas Biglia---კარგია, მაგრამ ასაკშია და ჩვენს მოთხოვნებს რომ შეესაბამებოდეს (პირლო,ზეედორფი რომ გვახსოვს ცენტში) დიდი ნაბიჯები ჭირდება წინ.
Franck Kessié---ესეც კარგია მაგრამ ჯერ უნდა მოუმატოს და მოუმატოს,იმედია შეძლებს.
Hakan Çalhanoğlu---რატომ ჰგონია ზოგს რო ტოპ დონეა მაგას ვერ ვხვდები, ამანაც აქ უნდა მოუმატოს რომ ძალიან ამგარიაო ათქმევინოს ვინმეს.რეალურად ბონავენტურა ფორმაში თუ შევიდა მაგრად შეუმცირდება ჩალხანას დროს,იმედია ვცდები მაგრამ მე ამის იმედი დიდად არ მაქვს.
André Silva---ესეც მომავალზე გათვლილი ტრანსფერია, იმედია გაამართლებს.
Nikola Kalinić---ეს ზოგადათ კარგია, მაგრამ სავარაუდოთ მეტი ვერ გახდება
Fabio Borini---მუშა, მუშა, პერსპექტიული მუშა

უფრო სწორად ნაკლებად პერსპექტიული, მაგრამ ზამენაზე საჭირო კაცი...
Patrick Cutrone---ვიცი რომ არ გვიყიდია მაგრამ ტრანსფერივით გამოვიდა

ძალიან მაგარი ბიჭი ჩანს, მაგრამ ესეც მომავლის კაცია...
მნიშვნელოვანი მგონი არავინ გამომრჩენია, მოკლედ დღეს გუნდში არის ერთი ტოპ დონის ფეხურთელი და ისიც ატრაკებს, დანარჩენზე იმედი გვაქვს რომ მოუმატებენ და მოუმატებენ. მე ასე ვხედავ ამ შემადგენლობას და თუ ვინმეს მუსაჩიო,როდრიგესი,ჩალხანოღლუ ან სხვები ტოპ დონე ჰგონია მაშინ ჩემპიონობა მოთხოვეთ გუნდს, მე კი იმედი მაქვს რომ იქნებ 4-ზე და ჩემპ.ლიგაზე გავიდნენ და ტრასნფერები გაგრძელდება...
პ.ს. ამ სეზონს კარგი მოლოდინებით და იმედით შევხვდი და ამდენიც მაგიტომ ვწერე თორემ წინა სეზონში სულ ერთად არ დამიწერია ამ თემაში ამდენი
This post has been edited by marsianeli on 2 Oct 2017, 16:42