დავბრუნდი მილანიდან
იმაზე ცუდი გრძნობა არაფერი ყოფილა 24 საათზე მეტს რომ ერთ გზაში ატარებ თამაშზე ჩასასვლელად და წაგებას უყურებ... მანამდე ნიცაში ვიყავი და გენუაში ვფიქრობდი ჩასვლას სამპდორიაზე და კიდევ კარგი ეგეც არ ვქენი...
წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი და მაგრა დავისაჯე... არადა როგორ მეგონა რომ 3-5-2-ზე გადასვლის მერე იმ რამდენიმე თამაშში გამოჩნდა მნიშვნელოვანი რაღაცეები და რაც მეგონა თურმე ზუსტად იმაში გავიღუნეთ ბოლო 2 ტურში..
დანარჩენს ქვევით ვიტყვი, ჯერ სხვა რაღაც მინდა ვთქვა.
ფატალისტი არ ვარ და წარუმატებლობის რაღაცეებზე დაბრალება არ მინდა, უბრალოდ გარდაუვალ ფაქტად გვექცა უკვე, რომ საკუთარი შეცდომებით ვაგებთ თამაშებს და რაც კი კარისკენ მოდის მართლა ყველაფერი შეგვდის... იმენა დაუნდობლად და უპატიებლად. ერთი შეცდომა, ერთი უზუსტობა და არ გვპატიობენ. თან ისე ხდება, რომ ერთი გამორჩეული ### გვყავს მოედანზე და ის "აკეთებს" მთელ თამაშს.. წელს არაა მარტო ესე, ბოლო წლებში "უაზროდ", სერედიანეკბთან რაც წავაგეთ ყველა ასეთი სცენარი იყო - ჩვენი არასწორი, მტკეპნავი თამაში, 1 შეცდომა - გოლი, დამთავრდა თამაში. როცა ისე ემთხვევა, რომ ჩვენ საზიზღები ვართ და ეს იტალიური სერედნაიკები კარგ დღეზე არიან, მორჩენილი ამბავია იქ. წელს რაც გავუშვით, არცერთი იყო მოწინააღმდეგის სასწაული ფეხბურთის და ჩვენზე გადავლის ნაყოფი - აბსოლუტურად ყველა გოლი ჩვენვე შევიყარეთ.
სამპდორიამ გვაპამპულავა, ორი აზრი არაა, მაგრამ გადამწყვეტი და მწვავე არც არაფერი უქნიათ სანამ ზაპატამ კარის ხაზზე არ უპასა ბიძაშვილს.
ამ ყველაფერს რაღაც ზებუნებრივი ახსნა არ აქვს, ჩვენი ბრალია თავიდან ბოლომდე - არასწორად ვიწყებთ თამაშს, უფრთხილესად ვაი კონტროლის მოპოვებით, რომელიც ტკეპნაში გადადის და უსასრულოდ გრძელდება, ის მომენტი როდის მოდის, როცა უნდა შეხვიდე თამაშში, იგრძნო ძალა, მოუმატო ტემპს და აქტიურ შეტევაზე გადახვიდე, არც კი ვიცით. ცალკე ფეხბურთელების კლასი, შეთამაშება/გამოცდილება და მენტალიტეტი არ გვყოფნის აშკარად... გრძელდება ეს ფრთხილი, მოზომილი, ვითომ კონტროლში მყოფი პოზიციიდან თამაში, რომელსაც საბოლოოდ საკუთარ შეცდომამდე მივყავართ, აუცილებლად ვუშვებთ იმ 1-დან 1 მომენტს და საკუთარი თამაშის მსხვერპლი თვითონ ვხვდებით, მოჭრილი გვაქვს თამაშში შესვლის გზა, 60 წუთი რომ ერთ, predictable ფეხბურთს თამაშობ, რომელსაც მარტივად უმკლავდება მეტოქე, მერე ერთბაშად მომატება წარმოუდგენელია.. თან ეგრევე ვიჭრებით გოლზე და მორჩენილი ამბავია...
ლაციოს მაგალითი იყო ეს სცენარი - მოგვცეს ბურთი, ჩვენც ავიღეთ ვითომ სადავე უფრთხილესი, ზურგში გორავა ფეხბურთით და სანამ შევძლებდით რომ რამეში გადაგვეზარდა დაგვიჭირეს შეცდომებზე და არცერთი არ გვაპატიეს...
რომა მგონია რომ ყველაზე კარგი თამაში იყო ამათგან... პირველი ტაიმი ისევ ეს სცენარი იყო - ორივე გუნდი ფრთხილობდა და არ რისკავდა, მეორე ტაიმში აშკარად დავამსგავსეთ რაღაცას, პირველად ვიგრძენით თითქოს ძალა და მეთოდურად გადავზარდეთ რაღაცაში, იმდენად რამდენადაც ამის ტრაკი გვქონდა და ბრახ, სულ ცოტა სივრცეს აძლევ და სრულიად არაადეკვატური გოლი ორი რიკოშეტით...
ეს ხდება როცა დიდი გუნდის წნეხში დიდგუნდურად თამაშს ცდილობენ საშუალო დონის ფეხბურთელები. დიდი მოლოდინებია, აუცილებლად უნდა დადონ შედეგი და ასეთ დროს საკუთარი თამაშის მსხვერპლი თვითონ ხდებიან. არასწორი თამაშის ფონზე უიღბლობა სულ გვექნება, ჩვენივე გამოწვეული... შეგვეძლო სამპდორიასთან არ წაგვეგო და რომა სულაც მოგვეგო, მაგრამ ორივე წავაგეთ, თითქოს კონკრეტული, უიღბლო მომენტით და ინდივიდუალური შეცდომით, მაგრამ ტყუილად არ ხდება ასე...
აქ მონტელას დაცველად გამოვედი, მაგრამ ეს თქვენი ფიცხი რეაქციების და გინების ფონზე... და ახლაც ვთვლი, ინტერთანაც რომ წააგონ, მწვრთნელის შეცვლა ყველაზე დიდი სისულელე იქნება, მით უმეტეს, უკეთესი კანდიდატი რომ არ გყავს და სრულიად ახალი ტიპი, ალბათ არაიტალიელი თან, სულ სხვა მოცემულობაში ჩასვა და უკეთეს შედეგს ელოდო.
მონტელამ უკვე გამოაჩინა, რომ სერიოზული შანსია ჩვენი შიშები იმისა, რომ თვითონ ვერაა ჩამოყალიბებული მწვრთნელი ჯერ და ამ დონეზე ვერ გაქაჩავს, გამართლდეს...
მაგრამ ისიც არანაკლებ ჩანს უკვე, რომ ძაან ბევრი აკლია გუნდს კადრობრივად იქამდე, რომ რა შედეგსაც ვითხოვთ იმას ველოდოთ... განსაკუთრებით ფორვარდების უკანაა ისევ სიმშრალე და უფანტაზიობა.. ჩალჰანოღლუ არ ვიცი როგორ უნდა დავახასიათო... მაგის ირგვლივ რამის აწყობა ძალიან დიდი მითია. კესიე მართლა სტანოკზეა კაი დურგალთან გამოსათლელად შესაყენებელი. ბილია, როცა დანარჩენი გუნდიც ნელა გადაადგილდება, სერიოზულად ჩამორჩება ტემპს, ბონუჩი სამარცხვინოა და ა.შ.
ასეთ და კიდე მილიონი შიდა რაღაცას არ ვითვალისწინებთ ხოლმე ჩვენ, ფანები. მათ შორის იმას, თუ რეალურად! რამდენს ნიშნავს ამდენი ახალი კადრი და ტექნიკური მომენტების გარდა რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ - ფსიქოლოგიურ-მენტალიტეტურ ამბავში და რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამ გარემოს დაწმენდას.
ასეც და ისეც დიდი სურათი არ უნდა დაგვავიწყდეს არასდროს და რეფერენს წერტილი სულ ბოლო სეზონი უნდა იყოს - უდიდესი მძღნერიდან ვცდილობთ ამოსვლას და თავისთავად შეუძლებელი იყო, რომ ერთ სეზონში რაღაც განსაკუთრებული შედეგი დაგვედო. აქ გრძელ ვადაში რა იქნება, რას აპირებენ და როგორ გაართმევენ თავს ეგაა რეალური სანერვიულო.
მოედანს რაც შეეხება, ტანჯვაში ამომხდა სული უკვე, ორგანულად მღღნის იმენა ამის ყურება, მეასე სეზონია პრესინგის მთამაშებელი მწვრნთელი არ გვყავს, როგორ მეზიზღება საკუთარ მეოთხედამდე უპრობლემოდ რომ ვატანინებთ ბურთს... პროსტა პიროვნულად მოვიშლებოდი ამაზე, ჩემი გუნდი რომ ესე თანხმობას აცხადებდეს რომ მეტოქემ აგორავოს ბურთი და შენ შენს მეოთხედზე ზონები კეტო.. იმის მაგივრად რომ როგორც მინიმუმ დედის ტრაკი აწურინო ფეხბურთელებს 90 წუთი ფეხბურთელებს რო ბურთი დასტაცო და აურიო საკუთარი თამაში, ეგრე ხდება მეტოქის გაქრობა და მოშლა... ჩვენ განახევრებული ტემპით მარტო იძულებით პასებს ვთამაშობთ, დავკარგავთ უყვერებოდ, ვითომ არაფერი მომხდარა და ასეც უნდა ყოფილიყო და უკან ვიხევთ რომ იქ სადღაც საჯარიმოს წინ დავუდგეთ.

ნუ გასაგებია სიფრთხილე, სტრატეგია, სეზონი ისა ესა მარა ამ დონეზე უყვერობა უკვე ღირსების ამბავია, ჩამომდგარი როა გუნდი და დადის მოედანზე დედა როგორ არ უნდა #####ნა...
ნუ კიდევ ცალსახად გამოჩნდა, რომ ბონავენტურა და სუსო სულ უნდა იყვნენ... არარსებულია მაგათ გარეშე რამეზე ვიბრძოლოთ... ვერ ჩაჯდებიან ამ სქემაში? სქემა უნდა მოარგოს, არ გამოვა სხვანაირად. ჩალჰანოღლუს ირგვლივ აწყობილი გუნდი იქნება ზუსტად ისეთი, როგორი ინდეფერენტული არაფრისმთქმელი სახეც აქვს.
არ გაგვიმართლა, რომ წელს რეალურად მოიხოდა სერიაა ზედა ნაწილში, უფრო სწორად, ვინც ხოდზე იყო კიდევ უფრო გაიზარდა და მართლა ყველაფერს იგებენ, და ჩვენ ამ დროს შემოვყავით თავი... ინტერმა იწვალა წლები და ახლა კარგი მწვრთნელით ჩვენს საპირსპიროს თამაშობენ ჯერ - უღიმღამო ### ფეხბურთით დადეს ალბათ 10 ქულა.. ზუსტად ამ გამომუშავებული რაღაც გამოცდილებით, კლასით და პროფი მწვრთნელით. (შედარება ისაა, რომ ჩვენ ვცდილობთ რაღაცას და ვიტყვნებით გამოუცდელობით).
მოკლედ, სულ რომ ფრენა-ფრენით დაგვეწყო, მაინც მეოთხე ადგილი იქნებოდა ჩვენი მაქსიმუმი.
ჯერ ძალიან ძალიან ადრეა, სეზონის სტარტი ახლა კიარა, როცა გუნდი ვიყავით მაშინ ამაზე ამაზრზენი გვქონდა. ძალიან ადრეა ვიღაცეების და რაღაცეების განაჩენის გამოსატანად. ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო ეს ყველაფერი და სულ რომ ვერ ჩავატაროთ სრულფასოვანი სეზონი, დიდი სურათი უნდა გვახსოვდეს აქ - ეს მხოლოდ ნაბიჯია და მთავარია საითაა გადადგმული და რა ტრაკით.
პ.ს.
მართლა მგონია, რომ თავდაჯერებას და თამაშს ევროპის ლიგაზე უფრო ვიპოვით და რეალურად ევროპა ლიგის მოგების უკეთესი შანსი გვაქვს ვიდრე 4-ეულში შესვლის, ასე მგონია...
პ.პ.ს.
სტადიონიდან სულ სხვაა დიდი ფეხბურთის ყურება რა ... სხვა სენსორულ დონეზე აღიქვამ თამაშს, გარდა იმისა, რომ უკეთესად ჩანს თვითონ მოვლენები, ვინ რა როლს თამაშობს რეალურად, უბურთოდ მოძრაობები, მაგალითად იქ ატანა რას ემსახურება, იმ ერთ ღუზა ფორვარდს როგორ იყენებს გუნდი(ჯეკო) ეტც, ეტც. იმენა იგრძნობა სცენარი, ჰაერშია რა, გუნდების ძალა, თავდაჯერება, ვინ რა ხოდითაა, გრძნობ რასაც ქვია... და ნუ ტვ მაგრა აუფერულებს რაღაც მომენტებს, ჯეკო ისეთ ბურთებს ხსნიდა ჰაერიდან მოძრაობაში და იმ წამს ინარჩუნებდა და იქმნიდა საპასე სივრცეს რომ იმენა შთამბეჭდავი სანახავი იყო...
ხო, ბონუჩის ცალკე პოსტს დავუთმობდი საერთოდ... ისეთ ### დღეში ვიყავით ჩაცვენილი, რომ უსიამოვნო, "ტექნიკური" გადაწყვეტილება, რომ ბონუჩი გაკაპიტნებულიყო, ტაშით მივიღეთ... გუნდს ლიდერი და რასაც ქვია კაპიტანი სჭირდებოდა დიდი გამოცდილებით და ჩემპიონის მენტალიტეტით + ვინც გვყავდა, მონტოლივო, მუხლები უკანკალებდა და გასაგები იყო ეს, რომ ღირსებების და ჩვენ მილანი ვართ და იუვეს სახე კაპიტანი არ უნდა ხდებოდეს 1 დღეში, დრო არ იყო. მარა ჯერ რასაც ვუყურებ... ძალიან საზარელია ბონუჩი... მგონია, რომ ზედმეტი თავდაჯერებისგან უფრო მოსდის იმის ფონზეც რომ სისტემა არაა გამართული და ხშირად უწევს მიუჩვეველ სიტუაციაში მოქმედება, მაგრამ წნეხი ვინმეს თუ უნდა ჰქონდეს, კაკრას ბონუჩია და ჯერ ძაანაც არხეინადაა.. არ მინდა ამის ინსტაგრამის პოსტები და რაღაც ჰანგრიერ ზენ ევერ, მოედანზე ქნას.
კონტე არის იდეალური ვარიანტი ჩვენთვის, დროსა და სივრცეში უკეთესს ვერ ვიშოვით მგონი საუკუნეს რომ გადავწვდეთ

გარდამავალი გუნდის გამართვის სპეციალისტია.