აი, ასეთი არიან მილანელი მილანისტებიც - ჭრილობაში აფსამენ იმ წამსვე. დონარუმაზეც ამიტომ მოხდა ამხელა სირცხვილიც და სან სიროზე თამაშიც იმიტოა სტრესი და ტანჯვაა რომ ამხელა წნეხია. იმის მაგივრად რაღაც შეფასდეს, იმ წამს სჯიან - სასიხარულოა დახტიან, საწყენია აგინებენ...
რეალურად რაც მოხდა იყო ის, რომ კარგი მწვრთნელის გამართულმა, შეთამაშებულმა გუნდმა ახალშექმნილი, სრულიად ჩამოუყალიბებელი, ფეხბურთელების ერთობას მოუგო. სიმბოლო იყო თუ ასეთი განსხვავება "კლასსა" და გამოცდილებაში რა შედეგს იძლევა იტალიურ ფეხბურთში ...
ძალიან გაიბერა ანგარიში, იმდენად საზიზღარი შეცდომები დაუშვეს, თორემ პენლამდე საერთოდ არაფერი ეტყობოდა ამ თამაშს წასაგების, უბრალოდ, ძალიან მოთმინებით იყო ლაციო თანახმა მდორედ ბურთის გორაობაზე, ოღონდ მწყობრად ეთამაშა. ამათ კიდევ არ ეყო მოთმინება და ვისაც უნდა ეყლევა ასეთ დროს, იმან იყლევა.
ერთ კაცზე არ მინდა გადაბრალება, უბრალოდ საოცრებაა რამდენის შეცვლა შეუძლია 1 კაცს... სამივე გოლში ცალსახად ბონერასხელა მოჯვა... მეორე გოლზე სად იყო საერთოდ, ან რატო არ იყო ვინმე ახლოს თუ არა კალაბრია, მესამეზე კურტუმოში გადატეხა ლულიჩმა და მერე შეუთანხმებელი მოქმედება - 3 კაცი 1-ს ეცა და მაინც გააძვრენინა პასი და მეოთხეზე კარგად დააკვირდით - პაროლოს ააქვს იმობილეზე და კალაბრია რა ქათამივით უყურებს მომენტს, მიძუნძულებს უკან როცა გვერდზე ლუის ალბერტო მიფრინავს... სანამ ხვდება რომ უნდა გაიქცეს, გვიანია.
ძალიან გაბუქდა ანგარიშის გამო, 15 წუთში გავუშვით ფაქტობრივად 4 გოლი, სრულიად არეულ, გაუგებარ მოცემულობაში.. სულ სხვა სცენარი შეიძლებოდა ყოფილიყო, გამოცდილებით და პროფულად ეგრევე დაგვატყნეს შეცდომებზე, მეტი არაფერი ყოფილა აქ... არ უთამაშია ფაქტობრივად ამის იქით არცერთ გუნდს არაფერი.
4-0-ზე მიხვდნენ, რომ ტემპისთვის უნდა მოემატებინათ. 4-0-ზე...
მონტელას ყველაზე მეტად ამაზე თუ გავუტრაკებდი - ეგეთ ტემპში, როგორშიც ჩვენ დავიწყეთ, საერთოდ აზრი არ აქვს არაფერს. კროტონესთან კალიასავით დახტოდნენ, მანამდეც ასე თუ ისე მოძრაობდნენ, მეთქი აწიეს ტემპითქო - აქ ჩამოდგნენ და თან არასწორად ჩამოდგნენ.
4-3-3 საშინელებაა, ამაზე 2 აზრი არაა და უნდა მოიფიქროს რამე.
შემადგენლობის შერჩევა რთულია, ეგრე გვარებით ხო არ ხდება, ვიღაც ნაკლები ფეხბურთელია მაგრამ ფიზიკურად ხოდზე და ფორმაში, ვიღაც უკეთესი მარა არც ფიზიკურადაა მზად და არც ფორმაშია. თამაში კიდევ ძალიან ბევრი ასპექტისგან შედგება გარდა პირველადი დანიშნულებისა ამა თუ იმ ფეხბურთელის. და არ ვიცით აქედან ვარჯიშზე რა ხდება ყოველდღიურად, ძაან მარტივია ასე შეფასება... დააყენა სილვა და ვუყურეთ, ელემენტარულ ბურთს ვერ იჩერებდა...
ნუ, ბორინი მაინც ამ ახსნის მიღმაა

რა თქმა უნდა, მაინც ღრმა სკამის კაცია და 70-ე წუთზე შემოსაშვებადაა გუნდში, ისიც განსაზღვრულ სიტუაციებში. უბრალოდ სხვები რა შორს არიან ფორმისგან რომ ამას ათამაშებს, ეს წარმოიდგინეთ თქვენ ეხლა... და ასეთი თამაშის მერე ამბობს ისევ ამ გუნდს ვათამაშებდიო. თუ გაყლეებული არ აქვს მართლა.
ჯერ არაფერია არც თავისმოსაკლავი, არც გასახარებელი. მონტელას რა რეფლექცია ექნება ამ თამაშზე საინტერესოა.
მე იმის მეშინია, რომ კესიე სუპერ არასტაბილურია, ნახევარდაცვა და მარცხენა ფლანგის წვეტის მაქსიმუმი შეიძლება არაფერზე გვეყოს. ანუ, მაქსიმუმი რა შეიძლება იყოს ამ გუნდის იმის მეშინია...
გადადებულიყო ეს დედა#####ული ისე..

ვაგრძელებდით უდინეზე სპალით
This post has been edited by hibridi55 on 10 Sep 2017, 22:15