მგონია რომ სხვა თამაშს უყურებთ. ან რა განმარტება გაქვთ კარგი/ცუდის, გინდა ესთეტიურად, გინდა ხარისხით.
კალირასაც მოვუგეთ მოგებით, თან უკეთესი გოლებით, მაგრამ ბოლო 2 თამაში და ის მოგება ერთი იყო?
ამ პატარა გამოცდებში თამაშის ხარისხი იყო დასამტკიცებელი და დასანახი. რომ ასეთ გუნდებთან აუღელვებლად, სუფთად და სრული კონტროლით შეგვიძლია შედეგის დადება.
ორ თამაშში, რომანიოლის შეცდომის გარდა, ერთი მომენტი არ ყოფილა ოდნავ სანერვიულო, სრული კონტროლი იყო სიტუაციის, გამართული წინაც და უკანაც, უშეცდომოდ თამაში ტაქტიკურად, პოზიციურად და შესრულებით. ეს სტაბილურობა და სოლიდურობაა მთავარი და არა გოლების წვიმა. ის, რომ 2 პენალტით მოვიგეთ საერთოდ არაფერს ნიშნავს, აუღელვებელ პოზიციაში ვიყავით 90 წუთი და სხვანაირად რომ წასულიყო საქმე აბსოლუტური დამაჯერებლობით იგრძნობოდა, რომ ყველა ვარიანტში გავიტანდით და მოვიგებდით თამაშს. ორივე პენალტიდან არცერთი იყო უაზროდ მოგონილი და ორივე ზუსტად მაგ დავლენიის შედეგი იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეათე თამაშში მეათე წყობა ცადა, სხვა ხალხი წინ და გასაკვირი არაა, თუ ვერ დახაზეს მთლად და მომენტი მომენტზე არ შექმნეს. თან ყველაზე ფორმაასაკრეფი ხალხი იყო - კალინიჩი, სილვა, ჩალჰანოღლუ.
ცალკე სპალი რადგან შარშან შექმნილი გუნდია, არ ნიშნავს, რომ ნაგავია და თავზე უნდა ახევდე ბურთს. ძაან ორგანიზებულად თამაშობენ და მარტივი და განაღდებული არასდროსაა ასეთ იტალიურ გუნდებთან თამაში, თუ კაკრას ისე არ გიჭირავს თამაში დამაჯერებლად, როგორც გვეჭირა.
აი, იუვე და ნაპოლი რომ მოიგებდა, ისეთი თამაში იყო, პროსტა კლასით და თავდაჯერებით დაჭერილი თამაში. ბევრად დამაიმედებელი შორეულ პერსპექტივაში, ვიდრე ბევრგოლიანი მაგრამ უწყვეტობის შეგრძნება რომ არ გაქვს. აქ კაკრას ეგ შეგრძნება გაქვს, რომ ეს თამაში გვიჭირავს და ასე იქნება სულ.
ჩვენი სიძლიერე სოლიდურობაში უნდა იყოს და მატორი უკან, ბიგლია-კესიე - მცველებში. იქიდან წამოსული სტაბილური სოლიდურობით უნდა დადიოდეს გუნდი.
ახლა შემდეგი გამოცდა უკვე ამ ყველაფრის საშუალო დონეზე გადატანაა, საკმარისი ვარჯიში გამოვიდა სამპდორიამდე და ვნახოთ იქ რა იქნება. ჩამოყალიბებული შთაბეჭდილება იყო ეს და არავითარ შემთხვევაში სუსტი მეტოქის ხარჯზე - რაც საჭირო იყო სუსტებთან ზუსტად ის დავამტკიცეთ ამ ორ თამაშში - უბრალოდ მოგება კიარა, continuity და სოლიდურობა იყო, ზუსტად ის, რაც ჭრის მოკლედ ეგეთ თამაშებს.
თიმ სფირითიც იგრძნობა - 90 წუთის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა ეპიზოდს ბოლომდე იბრძოდნენ და იღებდნენ შედეგს, მარტო აყოლა და პრესინგი არა, შეცემა რასაც ქვია.
ბიგლია თუ ტოპი არაა, აღარ ვიცი მაგ პოზიციაზე ვინაა უმაღლესი დონე მაშინ. პირლო არ დამინგრიოს იმას ვფიქრობ

რამხელა აბიომი აქვს სამუშაოს, პოზიციურად დედას ტყნავს, იდეალურად იცავს ტიპი, სწრაფად კეტავს სივრცეებს, ართმევაზე ძალიან მაგარია, ბურთს ანაწილებს, 1-2-ებს ათამაშებს და მიყვება მერე შეტევას და იქაც დირიჟორობს. 90 წუთი უმაღლესი კონცენტრაციით ასრულებს საქმეს.
გვერდზე ცხოველი კესიე, რომელსაც კაკრას ინტელექტი აქვს, სივრცეებს პოულობს, მოედანს ხედავს, პასს აკეთებს, უბრალოდ highs and lows აქვს, ერთი-ერთზე მარჯვნიდან ყველასთან შეათრევს ბურთს, მარა უზუსტოა ძაან, დრიბლინგშიც და დარტყმაშიც.
გამოთლა უნდა და უსერიოზულესი ბიჭია...
ჩალხანოღლუსაც ეტყობოდა მომატება, ბურთი მოიჯინა ცოტა ფეხზე, აჩქარდა და მართლა საინტერესო ტიპი ჩანს... ამაზეც იგივეა მთავარი გასარკვევი - რა არის მისი მაქსიმუმი და რამდენად სტაბილურია.
ანდრე სილვა უდიდესი უნდა დადგეს, ხო არაფერი კონკრეტული არ უქნია გუშინ, მარა ყოველ შეხებაზე ხვდები იმენა რო უყურებ

ესეც ბევრად უკეთესი იყო, ცოტა გათავისუფლებული და მაგარი დაგეშილი.
ყველა ჩაწოდება რომ სახიფათო გახდა აკვირდებით? როდრიგესს სადაც არ უნდა გაუგდო ბურთი, მაინც იდეალური ტრაექტორიით აწვდის.
მაგარი პროცესია ახალგაზრდების მშენებარე გუნდის ყურება... რეალურად ყველას ბედი ერთმანეთზეა დამოკიდებული, ყველა გასავითარებელია ერთად და ცალ-ცალკე, მონტელას მაგარი იმედი მაქვს ზუსტად ამ მხრივ.
მოკლედ, იმის შეგრძნება ნაღდად მრჩება, რომ ყველასთან ვითამაშებთ ფეხბურთს და ისე არ იქნება, რომ ნახევარდაცვა მოგვერღვა ან გაგვაქრეს და ჩაგვყლაპეს. ის შთაბეჭდილებაა, რომ ამ ტაქტიკის ასე შესრულებით თამაში სულ გვექნება. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ძალიან მალე დადგა ეს შეგრძნება, რასაც დიდი ხანი ჭირდება ხოლმე და რაც არის რეალურად გადამწყვეტი.
This post has been edited by hibridi55 on 21 Sep 2017, 19:29