კაროჩე, აქ რა იმპულსური ხალხი ხართ

მწვრთნელზე დაბრალება ყოველთვის ყველაზე ადვილია. ამ შემთხვევაშI მონტელას არ დავიცავ, მაგრამ თქვენ ალეგრისაც აგინებდით, ანჩელოტისაც, და ყველას, ვინც მათ შემდეგ იყო. შედეგი? ერთი და იგივე. არაა მარტო მწვრთნელზე.
მიუხედავად ამისა, ამ თამაშში მონტელას ვერ გავამართლებ. კონკრეტულად ზაპატას დაყენების გამო, რა გადაწყვეტილება იყო, რატომ? და მერე, სუსო. არც სუსო არ ეკუთვნის მაგ პოზიციას და თუ მაგ ფორმაციით ვთამაშობთ უნდა გაუშვას ზამენაზე. ამ ფორმაციის უდიდესი მინუსია მარჯვენა ფლანგის არ-ყოლა. აბატეს წინა წელთან შედარებით მაგარი მოკლებული აქვს. აქ კომენტარი წავიკითხე ბორინი როგორ შემუშვა მანდ, ზაპატა გადაეწიაო, ხოდა ზაპატას გადაწევა არანაირად არ იქნებოდა სწორი, არ შეუძლია ფლანგზე. ბორინი ბევრად უკეთესი იქნება მანდ, ვიდრე აბატე. დაცვაშიც ჩავა ხოლმე და ეგ მინდა რო დადგეს მაგ პოზიციაზე. კონტის გამოკლებით მივიღეთ უმოქმედო და უუნარო მარჯვენა ფლანგი, რასაც ემატება სუსოს პოზიციიდან ამოვარდნა და საშინელება ხდება საერთოდ.
მწვრთნელის მიუხედავად, არ ვიცი გუშინ რა ჭირდათ. დავწერე, მგონი ჩამოკრული აქვთ ყველას ერთად მეთქი. ან ბონუჩი რას გავდა, ან ბილია, ან ზაპატა (ნუ ამას არ მოეთხოვება), ან სუსო, ან თუნდაც როდრიგესი. კესი ვაბშე ცალკე მდგომია, იმენა ყველაზე ცუდი იყო მგონი, ყველა სიტუაციაში ბურთი დაკარგა, პირველი გოლიც მაგის დაკარგულ ბურთს მოყვა. ზოგადად დილის თამაშები არ მევასება ხოლმე, მარა ესეთ გამოყლევებას მარტო მაგას ვერ დავაბრალებ.
კაროჩე, აუცილებელია, რომ რეაქცია მოყვეს ამას და რომასთან მოგება ხდება ერთადერთი მისაღები შედეგი. ამათ თუ ფარხხმალი დაყარეს ეხლა დაგვერხა და ეგაა.
მონტელას მაგივრად კონტე რომ ყოფილიყო ესეEთი რამე არ მოხდებოდა, კი, მაგრამ რაც გუშინ მოხდა ეს არ იქნება მონტელას ბრალი იმის გარდა, რაც დავწერე. 2 მეტრში პასს ვერ აკეთებდნენ, რაღაც კოლექტიური გამოყლევება სჭირდათ.
ეს ჩემი აზრია. ზოგადად მომხრე ვარ იმისი, რომ მწვრთნელები ნაკლებად იცვალოს. მაგრამ ცოტა ხანში მონტელას გასამართლებელი აღარ დარჩება ბევრი. სამპას წესით ბურთს არ უნდა ვანახებდეთ, მარა რეალურად პირიქით მოხდა.
და ეხლა რო მწვრთნელი შევცვალოთ ეგ ამ ისედაც ახალ გუნდს კიდე ერთ რისკ-ფაქტორს შემატებს.
რომას თუ მოვუგეთ ჩვენს ხელშI იქნება ყველაფერი, თუ წავაგეთ ალბათ ვერ გავალთ ლიგაზე (თუ უეფა არ მოვიგეთ)
This post has been edited by Bowman on 25 Sep 2017, 09:38