სული და გული ჩავაქსოვეთ ამ ყველაფერში, მოვიცლი, ჩავუჯდები და ჯიგრულად დავწერ ყველაფერს.
რაც მთავარია ლეგენდა თვითონ არის უზომოდ გახარებული, ააჭრელა ინსტრაგრამი და ფეისბუქი ჩვენი სურათებით.
ვამაყობ რომ ჩვენს ლეგენდას ასე ღირსეულად დავხვდით, ასე ნახევარი დღით რომ არ ყოფილიყო ჩამოსული უფრო დიდი გეგმებიც გვქონდა, მაგრამ ყველაფერი წინ არის.
ცოტა ხანში დავწერ საკაიფო მიმოხილვასავით.
იმასაც დაგიწერთ თუ რა ეწერა იმ ბანერებზე.
ვამაყობ რომ ეს შევძელით. ცოტანი ვართ, მაგრამ ძალიან მაგრები ვართ.
მილანში ყველამ იცის ჩვენი ამბები, ეხლა დერბიზე მივდივართ და ჩვენი კურველი მეგობრები მოუთმენლად ელოდებიან ჩვენს უკვე ლეგენდარული დროშის აფრიალებას მათ ლეგენდარულ ტრიბუნაზე საქართველოს დროშასთან ერთად.
კურვას ტრიბუნაზე კი ადვილად არ აძლევენ ხალხს დროშის გაშლის უფლებას, იქ ეს საკითხი ძალუან დიდი კონტროლუს ქვეშ არის

შეიძლება ვამეტებ, მაგრამ ხავიერ ძანეტიზე ამაყი გუშინ დინამოს სტადიონზე არავინ არ ყოფილა.
This post has been edited by internazionale on 30 Sep 2017, 18:06