გამარჯობა.
იყავით ხო თამაშზე? მე მგონი თქვენ იყავით ბანერით.
თქვენ ტრიბუნასთან მოვხვვდი შესვენებაზე,მარა პირადად არავის არ გიცნობთ, ერთი უტა ვიცი ფეხბურთი გვითამაშია, მაგრამ იქ ვერ დავინახე, ასე რომ არ გამოგელაპარაკეთ (მაინც არ ვიცი იქნებ და არ იყავით თქვენ

)
ხოდა რისი თქმა მინდოდა.
შევჩენკო რომ ბურთს იღებდა რაღაც სასწაული გრძნობა მქონდა, აი ვუყურებდი და ვგრძნობდი ეს კაცი როგორ მიყვარს

აქამდე კაცზე მსგავსი გრძნობა ნაღდად არ მქონია

აი დაჟე ხელს რო წევდა ზემოთ, რაღაც თავისებური მოძრაობა რო აქვს, დიდი სითბო მეღვრებოდა გულში, პირდაპირი მნიშვნელობით.
ხოდა,
ძანეტის რო ვუყურებდი მთლად ეგეთი არა, მაგრამ მაგაზეც ძალიან დადებითი გრძნობები მქონდა.
ამიტომ მინდა გითხრათ, ვიცი, რა და როგორ თქვენი მხრიდან ძანეტისადმი და მშურს კიდეც თქვენი. მე ალბათ კომპლექსები არ მომცემდა იმის საშუალებას, რომ მივსულიყავი თუნდაც შევჩენკოსთან ან მალდინისთან და აი ეს ყველაფერი გადამეცა მისთვის

ძაან გული დამწყდა, რომ მალდინიმ არ ითამაშა, ყველაზე მეტად მაგისი ნახვა მინდოდა.
ტოტიზეც ძალიან ძალიან მაგარი ემოციები მომივიდა. და საერთოდ, მაგარი იყო

კაფუსაც არ დავივიწყებ, ძალიან დადებითი კაცია რა, სულ რო იღიმება და ხელს უწევდა გულშემატკივრებს.
მე ძაან ვისიამოვნე ამ თამაშით, უმაგრესი ემოციები მქონდა პირველ რიგში.
და მერე დაჟე იგივე სალგადოს რო ვუყურებდი, ეხლანდელი მილანის სასტავში ნებისმიერს აჯობებდა ამ ასაკშიც

ხოდა საბოლოოდ იმისი თქმა მინდოდა, თუნდაც ძანეტის ნახვის დროს, ძალიან კარგად ვხვდები, რატომ არ არის ინტერსა და მილანს შორის მტრობა. და საერთოდ, ფეხბურთი არ უნდა იყოს მტრული თამაში. დაძაბულობა და პაექრობა კაია, მარა მოედანს რომ ცდება უხეშ ფორმებში ძაან ცუდია (მაგალითად სელტიკი და რეინჯერსი).
მოკლედ ეს იყო რა