დე ხეა ნოიერის დებატებში არ შემოალ.
დე ხეას სეივზე ვიტყვი.. ეგ იყო საუკეთესო რეაქციული სეივი რაც კი მინახია.
თავით დარტყმულის აღება უფრო რთული ვიდრე ფეხის. რადგან ხშირად ბურთი მიდის random walk - ზე. თავად დამრტყმელმაც არ იცის სად წავა ბურთი ხშირად, არათუ მეკარემ. ამიტომ წინასწარ მომზადება შეუძლებელია და კარის ჩარჩოში თუ მოხვდა ბურთი, დიდი შანსია გოლი გავიდეს.
ინგლისის მეკარე გორდონ ბენკსი ხალხს მხოლოდ იმიტომ ახსოვს რონ პელეს აუღო თაური 70 წლის მსოფლიოზე (არადა კაცი მსოფლიო ჩემპიონია და წაგებული მატჩის გამო შემორჩა ფეხბურთის ისტორიას).
გაცილებით რთული და მნიშვნელოვანი სეივი იყო დუდეკის სეივი შევჩენკოზე ტრაბზონულ ფინალში.
დე ხეას სეივის შემთხვეაში კი ტიპი ურტყავს ისე რომ არავინ ხელს უშლის მეკარის საჯარიმოს ხაზიდან თავით. დარტყმული არის ძლიერი. არ მიდის მეკარეზე. ანუ მეკარეს აქვს წამის მეასედები რომ თვალებით დააფიქსიროს თუ სად მიდის ბურთი, შემდეგ ეგ ინფორმაცია გადავიდეს ვიზუალურ კორტექსში, საიდანაც გადავა ფრონტალურ და მოტორ კორტექსში, რომელიც იღებს მოქმედების გადაწყვეტილებას და ამას გზავნის ზურგის ტვინში, საიდანაც ნეურონები მიეწოდება ხელის კუნთებს და იწვევს კუმშვას, რაც იწვევს მოძრაობას. დე ხეას იმ ეპიზოდში ეს ყველაფერი მოხდა ფენომენალურად სწრაფად.
ანუ კომპლექსური რეაქცია გამოავლინა დაახლოებით 300 მილიწამში. ფენომენალურია.
თუ რამდენად რთულია ეგ, თავად დარწმუნდით, ცადეთ მარტივი რეაქცია გამოავლინოთ და მაუსს დააჭიროთ როცა ლურჯი ფონი შეიცვლება მწვანე ფონად:
https://www.humanbenchmark.com/tests/reactiontime/ This post has been edited by kaiser Soze on 23 Feb 2018, 14:37