ეხ... იუვენტუსის დედას ******* მე!!! როგორ მოიგო თორემ ნახევარი სპორტ.განყი რა ბედნიერი იძინებდა ბოღმაში გახვეული... ამოალაგეს, ამოალაგეს და... ჩაალაგებინეს უკან
ბუფონი ხომ წამოიცვა სონმა თავის 11 სანტიმეტრიან პენისზეო და ბევრი საოცრება ვისმინე...
ნუ მე ვერასდროს მივხვდები თუკი ფეხბურთი გიყვარს, გულშემატკივრობ და მოგწონს რატომ არ უნდა გულშემატკივრობდე ბუფონს, კასილასს... რა ვიცი, სხვა ათასს ლეგენდარულ ადამიანს ვინც შექმნა ის ფეხბურთი რის გამოც ჩვენ ასე გვიყვარს სპორტის ეს სახეობა... მაგრამ დიდად ამაზე თავს არ დავიღლი ფიქრით...
არსებობს ორი კატეგორიის ხალხი, ერთი ვინც სიამოვნებას იღებს ფეხბურთით და არასდროს დაავიწყდება ისეთი დიდი სანახაობები როგორიც მანჩესტერი – ბავარია, ვალენსია – ბავარიას პენალტების სერია და კანისარესის ცრემლები, მილანი – ლივერპული.... აგერ სულ შარსან ბარსა – პსჟ... რა ვიცი უამრავი თამაში, რომელშიც ორივე მხარეს ტაშს ვუკრავდი მონიჭებული სიამოვნებისთვის და არ ვაგინებდი.
და მეორე კატეგორია... აი სტადიონზე საგინებლად რომ მოდის და ახალი გინებები რომ აქვს მოფიქრებული წინასწარ...
რა ვიცი, მე მშვენიერ ხასიათზე გავიღვიძე... ჩემმა გუნდმა მასიამოვნა გუშინ და მეოთხედფინალში გავიდა...
ჰეიტერებსაც ვუსურვებ რომელიმე საყვარელი გუნდი ამოირჩიონ და იმის წარმატებით დატკბნენ და იმის წარუმატებლობა ეტკინოთ და ნაკლებად იფიქრონ სხვა გუნდების ბოღმაზე და შურზე...
გახსოვდეთ რომ ყველა ის გუნდი, რომელიც ყველაზე ძალიანაც კი გეზიზღებათ, იმსახურებს პატივისცემას, იმიტომ რომ ისინი ქმნიან იმ სანახაობას რომელიც ჩვენ გვიყვარს!
პ.ს. მაგალითად მე იუვეს გულშემატკივარი ვიძახი რომ მთელი გულით ინტერისკენ ვიყავი ლიგის ფინალში, იტალიისკენ და პირადად გენიალური ხავიერ ძანეტისკენ
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare