Make_Believeარაფრის არც დამტკიცებას და არც უარყოფას არ ვცდილობ
უბრალოდ მაგ სურათს გამოვეხმაურე, უადგილო იყო მაგ სურათის დადება ბოლო 3 ფრის ფონზე : )) მეტი არაფერი

ის რომ მესი ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს ეგ არახალია, და მესის გარეშე რო არგენტინა ვაბშე ### გუნდია ეგეც არახალია
უბრალოდ არც მესი ბრწყინავს განსაკუთრებით ბოლო თამაშებში, ორი დღის წინ პირველად ვუყურე არგენტინის თამაშს მსოფლიოს ფინალის შემდეგ
მართლა მაინტერესებდა რატო ვერაფერს შვრებოდა მესი ბოლო თამაშებში
მართლა ცოდოა როცა არ ჰყავს შემსრულებელი, მაგრამ ეგ არ ამართლებს
ლალიგაში უკვე 12+ გოლი არ აქვს? ყველა გოლი რაც ვნახე ტიპი იმენა თვითონ იქმნის, მაგარი ჰკიდია სხვა მომენტს შეუქმნის თუ არა
ჰოდა არგენტინაში მაგ ლეველზე ვერ იხსნება და ეგაა ცუდი
აი მთელს თამაშს ვუყურე, დაჟე რამდენჯერმე ჰქონდა ჯარიმა დარტყმის უფლება ბოლო წუთებში და ეგეც უნიათოდ შეასრულა არადა ბარსელონა ულამაზეს ჯარიმებს იტანს შორიდან - დასკვნა ისაა რომ ჟილკა არ აქვს ნაკრებში თამაშის, ანუ მე რაც შევხედე ტიპს არ უხარია საერთოდ სამრეთ ამერიკაში თამაში;
თორემ მესი რომ ზოგადად ექსტრა კლასია და სხვა სამყაროა, და რომ მესის თამაშითაც ვიხიბლები ხოლმე, მაგაზე როგორ უნდა შეგედავო ))
უბრალოდ მეცოდება, ძალიან მეცოდება - არა იმის გამო რომ ვითომ გუნდში არ ჰყავს კარგი ფეხბურთელები (მაშინ როცა აგეროს,დიბალას და დიმარიას მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა) არამედ იმის გამო რომ თვითონ ვერ იხსნება
მარტივად შევადარებ - ბარსელონაში არავის არ ადარებდნენ ამიტომ ირტყავს და გადაირტყამს კიდეც მთელს საკლუბო სამყაროს, მაგრამ რეალთან პირველი ჰეთრიქის მერე 2007-ში ტიპებმა ეგრევე მარადონას შეადარეს ნაკრებში და დაუწყეს ყვირილი რომ მარადონა უფრო დიდია და ა.შ., არადა მესის სჭირდება მოფერება, უნდა აქო სულ - მესის არ აქვს რონალდოსავით ხასიათი რომ უთხრა ბანძი ხარ და ადგეს და მთელი მომავალი წლები იმის გამო იმუშაოს რო შენ დაგიმტკიცოს შენი სიტყვების უმართლობა - არ არის ეგეთი ტიპი, ამიტომ არის რომ ყოველთვის შებოჭილია ნაკრებში, იტანს რა თქმა უდნა გოლებს და გაიტანს კიდეც ბევრს მაგრამ მწვერვალს როგროსაც კლუბში მიაღწია და როგორსაც მარადონამ ნაკრებში მიაღწია, მესი ნაკრებთან ვერ შეძლებს - ეს სწორედ იმიტომ წნეხი აქვს
ბარსელონაში ჩამოსვლისას მესი ღმერთებს ადარებენ და აქებებენ (იმიტომ რომ ბარსელონას ასეთი კალიბრი არასდროს ჰყოლია) ის კი ბოლომდე იხსნება
არგეტინაში ჩამოსვლისას სულ იმას ეძახიან რომ მესი მარადონასთან არაფერი და სულ ფეხის დაცდენას ელოდებიან (იმიტომ რომ არგენტიას ჰყავდა ჯერჯერობით უფრო ტიტულოვანი სანაკრებო ფეხბურთელი მარადონა) და ამიტომ ვერ იხსნება მესიც ბოლომდე
მარტივია რა ))
This post has been edited by Skinheada on 10 Oct 2017, 04:05