bach0
Un Crit Valent

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4470
წევრი No.: 223178
რეგისტრ.: 25-August 16
|
#51387449 · 24 Sep 2017, 13:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვისაც არ დაეზარება წაიკითხოს
რონალდინიოს წერილი, რომელიც მისწერა საკუთარ თავს - ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ, ეს უბრალოდ ყველამ წაიკითხოს, თქვენ არ ინანებთ, თქვენ ემოციებით აივსებით. "ძვირფასო 8 წლის რონალდინიო. ხვალ როცა ფეხბურთიდან დაბრუნდები სახლში, დაგხვდება ძალიან ბევრი ადამიანი. შენი ბიძა, მეგობრები, ოჯახის მეგობრები და ისეთებიც,რომლებსაც არც კი იცნობ - ყველა მათგანი შეკრებილნი იქნებიან სამზარეულოში. თავიდან გაიფიქრებ იმას,რომ რაღაც წვეულებაზე დააგვიანე. ზოგადად ,როცა ფეხბურთიდან ბრუნდები სახლში დედა სულ იცინის ან ხუმრობს, მაგრამ ამჯერად ის იტირებს. შემდეგ დაინახავ რობერტოს, ის მოგკიდებს ხელზე და აბაზანაში შეგიყვანს იმისთვის,რომ განმარტოვდეთ. ის გეტყვის იმას, რასაც შენ ვერ გაიგებ. რობერტო : „უბედური შემთხვევა მოხდა, მამა უკვე აღარ არის. ის გარდაიცვალა“ ამ ყველაფერს ვერ გაიგებ. რას ნიშნავს ეს? როდის დაბრუნდება ის? როგორ თუ - „მამა გარდაიცვალა“? მამა - ეს ის ადამიანია, რომელიც გეუბნებოდა იმას, რომ მოედანზე ყოველთვის კრეატიულად გეთამაშა, რომელიც ყოველთვის გთხოვდა იმას, რომ გეთამაშა თავისუფლად - უბრალოდ ითამაშე ბურთით. მას ყველაზე მეტად სჯეროდა შენი. როდესაც რობერტომ დაიყო პროფესიონალური კარიერა „გრემიოში“, მამა ყველას ეუბნებოდა : „რობერტო ძალიან კარგია, მაგრამ შეხედეთ,თუ როგორი უმცროსი ძმა ეზრდება მას“. მამა ჩვენთვის სუპერგმირია. მას ფეხბურთი ისე ძალიან უყვარდა, რომ გარდა გემთმშენებლობისა, ის „გრემიოს“ სტადიონის მცველადაც კი მუშაობდა. და როგორ თუ მას ვეღარ დაინახავ? ვერ გაიგებ, თუ რას გეუბნება რობერტო. ტკივილს და მწუხარებას ეგრევე ვერ იგრძნობ. ეს მოგვიანებით მოვა. რამდენიმე წლის შემდეგ გაიგებ,რომ მამა უკვე აღარ არის , მაგრამ მე მინდა ერთი რამე გითხრა : ყოველ ჯერზე, როდესაც ფეხებში ბურთი გექნება, მამა შენს გვერდით იქნება. როდესაც ფეხბურთს თამაშობ, ამ დროს თავისუფალი ხარ, ბედნიერი ხარ. ეს თითქმის იგივე მომენტია,როცა მუსიკას უსმენ. ეს გრძნობა შენ გაიძულებს იმას,რომ სიხარული ვინმეს გაუზიარო. შენ გაგიმართა იმიტომ, რომ გყავს რობერტო. მიუხედავად იმისა,რომ ის 10 წლით უფროსია და უკვე თამაშობს „გრემიოში“, ის ყოველთვის შენს გვერდით იქნება. რობერტო ძმაზე მეტი იქნება შენთვის,როგორც მამა ისე იქნება. გარდა ამისა, შენი გმირი იქნება. შენი სურვილი იქნება ითამაშო როგორც ის, იყო ისეთი,როგორიც არის რობერტო. ყოველ დილით,როდესაც წახვალ გერმიოში, ითამაშებ ახალგაზრდულ გუნდში, ხოლო შენი ძმა კი მთავარ გუნდში იქნება - გასახდელში უფროსი ძმის, ფეხბურთის ვარსკვლავის ერთად შეხვალ. ყოველ ღამით, ძილის წინ იფიქრებ ერთ რამეზე : „მე ხომ ერთ ოთახში მძინავს ჩემს კუმირთან ერთად“ თქვენს ოთახში არ იქნება პოსტერები - მხოლოდ პატარა ტელევიზორი. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ,რომ თქვენ არ გექნებათ დრო იმისთვის,რომ ერთად უყუროთ ფეხბურთს. პორტუ ალეგრში სავსეა ნარკოტიკები, ქუჩის ბანდები და ა.შ. რთული იქნება, მაგრამ სანამ თამაშობ ფეხბურთს - ქუჩებში, პარკში, შენს ძაღლთან ერთად - შენ უსაფრთხოდ იქნები. ითამაშებ რობერტოსთან ერთად, სხვა ბავშვებთან ერთად, შენზე უფროსებთანაც კი პარკში. იცოდე,რომ ყოველთვის შეგიძლია თან წაიყვანო შენი ძაღლი ბომბომი. ბომბომი - ჩვეულებრივი ძაღლია, ნამდვილი ბრაზილიური ძაღლი. ის შესანიშნავი პარტნიორი გახდება შენთვის,იმისთვის,რომ განავითარო ტექნიკა და დრიბლინგი. როდესაც სათამაშოდ ევროპაში გადახვალ, იქ რამდენიმე მცველი ბომბომს გაგახსენებს. ბავშვობა ძალიან მრავალფეროვანი გექნება. უკვე 13 წლის ასაკში ხალხი შენზე ლაპარაკს დაიწყებს. დაიწყებენ შენი ტექნიკის განხილვას და იმაზე ლაპარაკს, თუ რას აკეთებ ბურთის ერთად. მაგრამ ფეხბურთი მაინც დარჩება შენთვის უბრალოდ თამაში, მაგრამ როცა შეგისრულდება 14 წელი1994 წელს, მსოფლიო ჩემპიონატი გაჩვენებს იმას,რომ ფეხბურთი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი. 1994 წლის 17 ივლისი - ეს არის დღე,რომელიც ახსოვს ყველა ბრაზილიელს. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ტელევიზორში იქნება, ბრაზილია იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს. კი კი, მართალია, კანარინიო პირველად 24 წლის განმავლობაში ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს. ყველგან ბრაზილიის დროშები იქნება, ყველგან ყვითელი და მწვანე ფერები იქნება. ფინალს გუნდის პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად უყურებ. ძირითადი დრო ანგარიშით 0-0 მორჩება, ესე იგი პენალტების სერია იქნება. იტალია თავის პირველ დარტყმას აფუჭებს, მაგრამ ვერც ბრაზილიას გააქვს. შემდეგ იტალიას გააქვს. შემდეგ ბურთთან მიდის რომარიო. ის ურტყამს მარცხენა კუთხეში, ხვდება ძელს, მაგრამ გოლი მაინც გაიდის. ყველას უხარია და ყველა ყვირის. იტალიას კვლავ გააქვს, კვლავ სიჩუმე. ბრანკოს გააქვს ბრაზილიისთვის, ტეფარელი აკეთებს სეივს, დუნგას გააქვს ბრაზილიისთვის. შემდეგ კი იქნება ისეთი მომენტი,რომელიც შეცვლის შენსა და მილიონობით ბრაზილიელის ცხოვრებას. ბაჯო აფუჭებს თავის პენალტს - ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონია.... ამ გამარჯვების აღნიშვნის დროს, შენ აანალიზებ იმას, თუ რის გაკეთება და რისი მიღწევა გსურს ცხოვრებაში. უკვე ხვდები იმას, თუ რას ნიშნავს ფეხბურთი ბრაზილიელებისთვის, უკვე გრძნობ ამას და ყველაზე მთავარი, დაინახავ იმ ბედნიერებას,რომელსაც ფეხბურთი ჩუქნის უბრალო ადამიანებს. „მე ვითამაშებ ბრაზილიის ნაკრებში“ - იტყვი ამ დღეს. თავიდან არავის არ სჯერა შენი. იქნება ერთი მწვრთნელი, რომელიც მოითხოვს შენგან ისეთ თამაშს,რომელზეც მიჩვეული არ ხარ. გეტყვის, რომ უფრო სერიოზული უნდა იყო, გეტყვის იმას,რომ პროფესიონალურ კარიერაში ვერ გააკეთებ იმას, რასაც აქ ვარჯიშებზე აკეთებ. ეს სიტყვები გამოიყენე როგორც მოტივაცია, გამოიყენე კონცენტრირებისთვის, ხოლო შემდეგ იფიქრე ფეხბურთელებზე,რომლებიც შესანიშნავად თამაშობდნენ ფეხბურთს. გაიხსენე ის, თუ რას გეუბნებოდა მამა, იყავი თავისუფალი და უბრალოდ ითამაშე ფეხბურთი. ეს ყველაფერი სიხარულით გააკეთე, ყველაფერი თავისით მოხდება, როცა მოედანზე გახვალ, კრეტიულობა შენ ძალიან შორს გაგიყვანს. მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებიდან რამენიმე თვის შემდეგ, ვარჯიშის შემდეგ „გრემიოს“ მწვრთნელი მასთან დაგიბარებს. ის გეტყვის, რომ შენ ბრაზილიის 17 წლამდელთა გუნდში გამოგიძახეს, როდესაც მოხვდები ნაკრების ბაზაზე, დაინახავ რაღაცას, რასაც არასდროს არ დაივიწყებ. შეხვალ კაფეში და კედელზე დაინახავ პელეს, ზიკოს და რობერტოს სურათებს. შენ გაივლი მათ გზას, იჯდები იმ კაფეში სადაც იყვნენ რომარიო, რონალდო, რივალდო. შენ დაიძინებ იმ ოთახში მათ ძინავდათ და ძილის წინ გაიფიქრებ : „ შეიძლება, ჩემი კუმირები ამ საწოლზე იწვნენ, სადაც ახლა მე ვწერვარ.“ ბოლო 4 წელი ფეხბურთის თამაშის გარდა არაფერს არ გააკეთებ. მთელ შენ ცხოვრებას გაატარებ ავტობუსებში და სავარჯიშო ბაზებზე. როდესაც გახდები 18 წლის, მიაღწევ ისეთ რამეს, რითაც მამა იამაყებდა შენით. გექნება დებიუტი „გრემიოს“ პირველ გუნდში. ერთადერთი - რაც ძალიან სამწუხაროა, რობერტო არ იქნება შენს გვერდით. ტრავმის გამო მისი „გრემიოში“ თამაში შეწყდება და შვეიცარიაში გადავა სათამაშოდ. არ იქნები მოედანზე შენს კუმირთან ერთად, მაგრამ უკვე იმდენი წლის განმავლობაშ აკვირდებოდი რობერტოს,რომ შენ უკვე იცი, რა უნდა ქნა. მაგრამ შენი ისტორია ამითი არ დამთავრდება. შემდეგ წელს ჩაატარებ შენს პირველ მატჩს ბრაზილიის მთავარ ნაკრებში, ამ მატჩში კი ძალიან კარგად ითამაშებ, ასე რომ გუნდში ყველა ის ფეხბურთელი, რომლებსაც შენ აკვირდებოდი ილაპარაკებენ ერთ ბიჭზე 10 ნომრის ქვეშ. ისინი ილაპარაკებენ შენზე, ილაპარაკებენ შენს თამაშზე, შენს გოლზე. მაგრამ არ იჩქარო, ყველაფერი არც ისე მარტივადაა. ეს იქნება ყველაზე მნიშნელოვანი მომენტი შენს ცხოვრებაში. ერთადერთ რჩევას რომელსაც მე მოგცემ, ეს არის ყოველთვის გჯეროდეს საკუთარი თავის, იყავი თავისუფალი, მოუსმინე მუსიკებს, ეს ერთადერთი სწორი გზაა ცხოვრებაში. ნაკრებში თამაში შეცვლის შენს ცხოვრებას, დაიწყებ ევროპაზე ფიქრს, სადაც შენი კუმირები თამაშობდნენ და წარმატებას აღწევდნენ. რონალდო მოგიყვება „ბარსელონას“ ცხოვრებას, იქ გატარებულ პერიოდზე. დაინახავ მის ჯილდოებს, ოქროს ბურთს, ტიტულებს და გადაწყვეტ, რომ შენც დაწერო საკუთარი ისტორია. 2001 წელს გადახვალ ფრანგულ კლუბში - „პსჟში“. როგორ შემიძლია მოვუყვე ბავშვს,რომელიც გაიზარდა ღარიბ უბანში, ევროპულ ცხოვრებაზე? ეს შეუძლებელია. მაინც ვერაფერს ვერ გაიგებ. დროთა განმავლობაში შენ იცხოვრებ პარიზში, ბარსელონაში, მილანში. ყველაფერი ძალიან, ძალიან სწრაფად მოხდება. ზოგიერთი ჟურნალისტი ვერ გაიგებს შენს სათამაშო სტილს. ისინი ვერ გაიგებენ იმას, თუ რატომ იცინი სულ. ნუ კარგი, შენ იცინი ყოველთვის იმიტომ,რომ ფეხბურთი შენ სიხარულს და ბედნიერებას განიჭებს. ასე რომ რატომ უნდა იყო სერიოზული? შენი მიზანია გაავრცელო სიხარული ყველგან, აჩუქო ყველას. ვიმეორებ : კრეტიულობა და არა სტატისტიკა, ითამაშე სიამოვნებისთვის. იყავი ის ვინც ხარ, შენ მოიგებ მსოფლიო ჩემპიონატს, მოიგებ „ჩემპიონთა ლიგას“, „ლა ლიგას“ , „სერია ას“, იყავი ის ვინც ხარ და შენ მოიგებ „ოქროს ბურთს“, მაგრამ ყველაზე მეტად შენ იამაყებ იმით,რომ შენი საფეხბურთო სტილი შეცვლის „ბარსელონას“ ფეხბურთს, მაგრამ ყურადღებით მომისმინე, შენი როლი იქ იმაზე მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთის თამაში. „ბარსელონაში“ შენ გაიგებ ერთ პატარა ბიჭზე, რომელიც თამაშობს 10 ნომრის ქვეშ, როგორც შენ. ის ძალიან პატარაა ,როგორც შენ. თანაგუნდელებთან ერთად წახვალ იმისთვის, რომ ნახო მისი თამაში და იმ მომენტში შენ ხვდები, რომ ის გახდება დიდი ფეხბურთელი, მას ქვია ლეო მესი. შენ მწვრთნელებს თხოვ მის მთავარ გუნდში გადმოყვანას, როდესაც ის გადმოვა პირველ გუნდში, მასზე ისე ილაპარაკებენ, როგორც შენზე. მინდა,რომ შენ მისცე მას ერთი რჩევა, უთხარი : „ითამაშე ღიმილით. ითამაშე თავისუფლად. უბრალოდ ითამაშე ბურთით“. ძალიან ბევრი რამ მოხდება შენს ცხოვრებაში, კარგიც და ცუდიც. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის გიყვარდეს ფეხბურთი. მამის გასახსენებლად შენ არაფერი არ გაქვს, გარდა ერთი ფოტოსი, სადაც ერთად ხართ და თამაშობთ ფეხბურთს. შენ იღიმი და ბედნიერი ხარ - ბურთი შენ გაქვს, ხოლო ის ბედნიერი გაკვირდება შენ. ითამშე ისე, როგორც გეუბნებოდა მამა, იყავი თავისუფალი."
This post has been edited by bacho199 on 24 Sep 2017, 13:50
--------------------
The greatest discovery of any generation is that a human being can alter his life by altering his attitude
|