მართლა ყველანაირ ზღვარს გადავიდა ყოველი ჩემპიონთა ლიგის ტურის მერე დაწერილი კომენტარები. გინდათ 18-18 ქულით გავიდეს 5 ინგლისური გუნდი ჯგუფიდან თუ რა თემაა

მთავარია საკმარისად კარგად გამოვიდნენ გუნდები რო პრესტიჟი არ დაიკარგოს და წამყვანი ფეხბურთელები წამოვიდნენ ისევ თორე 4 გუნდი თუ გავა და ლივერპული ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს სულ არ მეწყინება მაგალითად. ამდენი ანალიზი რა საჭიროა მითუმეტეს მაშინ როდესააც უეფამ ტოპ 4 ლიგას ყველანაირი სანერვიულო მოუკლა საერთოდ. იტალია/გერმანიის გმინვაც აღარაა შემაწუხებელი.
კონტე ჯერ მარტო იმიტომ ვერ იქნება ძალიან ძლიერი მწვრთნელი, რომ ფეხბურთელებთან ურთიერთობაში არ შედის საერთოდ. უბრალო კონტრაქტორი მენეჯერია და ეგეთი ხალხი მოკლე ვადაზე დაგილაგებს სიტუაციას, მაგრამ მაგის გარდაქმნა მიზანმიმართულ ძალისხმევად ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან რთულია.(მოურინიოზეც შეიძლება დაახლოებით იგივე კრიტიკის თქმა, მაგრამ ძლიერ პიროვნებებს აწრთობს და ნდობა თუ გამოუცხადა ჯოჯოხეთამდე გაყვება, რაც კონტეს შემთხვევაში არ ჩანს, სუფთა ცივსისხლიანი დასკვნებით აკეთებს სვლებს) თვითონ ფეხბურთელებში უნდა იყოს საკმარისი მარაგი ამბიციის/ჟილკის. მიუხედავად ამისა საკმარისი ჭკუა აქვს რო მეტოქის სისუსტეზე ააწყოს განლაგება და წინააღმდეგობა გაწიოს შესაძლებლობის ფარგლებში. ბაიერნი რო ამოუვიდეთ მაგალითად არ იქნებიან უშანსოდ ჩემი აზრით, ნუ ფორმას და გუნდის შიდა მდგომარეობას გააჩნია, დიდი დროა მაქამდე.