ლევანდოვსკი: "ჰაინკესი ვარჯიშებზე დეტალებსაც აქცევს ყურადღებას"მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, აღნიშნა, რომ იუპ ჰაინკესი ვარჯიშების დროს პატარა დეტალებზეც ამახვილებს ყურადღებას.
"ვარჯიშებზე მთავარი მწვრთნელი პატარა დეტალებზეა კონცენტრირებული. პასებზე მუშაობა, თამაშის სტრუქტურის აგება - ეს კომპონენტები ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
თუ ვარჯიშებზე ამ ყველაფერს კარგად ვამუშავებთ, მაშინ ამის მოედანზე გადატანაც გამოგვდის", - განაცხადა 29 წლის პოლონელმა კლუბის ოფიციალურ ვებ-საიტთან საუბრისას.
72 წლის გერმანელი მიუნხენურ გრანდს ოქტომბრის დასაწყისში დაუბრუნდა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტი შეცვალა.
..............................
შტოიბერი: "ჰაინკესი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს"მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს მრჩეველმა, ედმუნდ შტოიბერმა, განაცხადა, რომ იუპ ჰაინკესი კარიერის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.
გერმანულ პრესაში აქტიურად განიხილება თუ ვინ შეცვლის 72 წლის გერმანელს მიმდინარე სეზონის ბოლოს, მაგრამ შტოიბერის განცხადებით, იუპი თავად გადაწყვეტს დარჩეს ფეხბურთში თუ დაასრულოს კარიერა.
"აქ მხოლოდ ასაკზე არ არის საუბარი. ჰაინკესმა თავისი მომავალი თავად უნდა იცოდეს და გადაწყვეტილება მიიღოს. თუ "პსჟ-სთან" ჩავარდნის შემდეგ "ბაიერნი" ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე კვლავ დაბრუნდება, ეს მხოლოდ ჰაინკესის დამსახურება იქნება.
იუპი უყვართ მოთამაშეებს, ქომაგებსა და კლუბის ხელმძღვანელებს. ძალიან ცოტაა ისეთი მწვრთნელი, რომელსაც საკუთარი პიროვნების საშუალებით ირგვლივ ხალხის გაერთიანება შეუძლია", - განაცხადა შტოიბერმა.
იუპ ჰაინკესმა სამწვრთნელო კარიერა "ბაიერნის" თხოვნით განაახლა და ოქტომბრის დასაწყისში მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტი შეცვალა.
..............................
იუპ

კიდევ არ მჯერა რო დაბრუნდა
This post has been edited by M_Ballack on 8 Nov 2017, 02:50