ვინც გინდა მოვიდეს, ოპერებს არაფერი შველით. :დ
მოკლედ, რაც სპოილერშია, ეგ ფეისბუქზე მეწერა და ნაცების დროს მომივიდა.
მერე ესენი რომ მოვიდნენ, რაღაცით გადა###ვებულმა სამმა ოპერმა გამაჩერა ვაშლიჯვრის გზაზე, ძმასთან და ძმაკაცთან ერთად მოვდიოდი ღამის სამ საათზე.
გაგვჩხრიკეს ჩვენც, მანქანაც და საბარგულში ნახაზების მეტი ვერაფერი იპოვნეს, მაგრამ მაინც მაგრად გვეიაზვებოდნენ, ფოტოები გადაგვიღეს ნიკელის ნოკიის ვიდიანი მობილურით (შეიძლება ეგეც იყო).
აქ მეორედ არ გნახოთ ამ დროსო.
დღისით და ღამით სულ ამ გზას ვიყენებ, უფრო მალე გადავადგილდები-მეთქი და ლაპარაკიო, შემომიბღვირა.
ამ დროს ჩემმა ძმაკაცმა იცნო ერთ-ერთი, ბორჯომელი ხარო და თავისი მეზობელი უხსენა, იმასთან მინახიხარო და შეგვეშვნენ, მარა იმ ბორჯომელს იმენა სახე ჩამოეღვენთა.
ჰოდა, ეგენი ყველა დროში ეგეთი დედა#####ულები რატომ არიან 90%?

ისე ნაგლად შეჩერებები კიდე რამდენჯერაც გინდა, ყველა სიტყვას ვზომავ, მშვიდობიანად რომ დავშორდე.
თმა-წვერში თუ ხარ, ეგრევე ჩეჩენი ბოევიკი გონიხარ ყველას.
მაინცდამაინც ფასონზე გავიკეთო ვარცხნილობა და უეჭველად შოტლანდკებით ვიარო, ვითომ კანუდოსიდან ვარ ნახევარი საათის გამოსული?

პატრულებმა ერთი შარშან მაწვალეს, თორემ მაგათგან ჩემ მიმართ პატარა გადაცდენაც არ მახსენდება. დაჟე შარშან მე, ფინალე და ჩვენი ძმაკაცები გაგვაჩერეს დიდ დიღომში, რაღაცები ვიღადავეთ ჩვენ ტრუპზე და ნული რეაქცია.
ოპერებთან მაგას არც ვიზამდით და რომც გვექნა, გვცემდნენ, გვაგინებდნენ და განყოფილებაში წაგვათრევდნენ ალბათ. :დ
ვცნობთ მხოლოდ პატრულს და არა ძაღლებს

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჩემი კრიმინალური ისტორია
(ნამდვილი ამბავი)
თავი რომ პატიოსან კაცად მომაქვს, არც მთლად მასე ყოფილა საქმე. ეს ვითომ პატიოსანი კაცი უკვე სამჯერ მიმასგავსეს დამნაშავეს და, დავიჯერო, რამე რომ არ იმალებოდეს ჩემში რეციდივისტული, ამდენჯერ მიმასგავსებდნენ? მოკლედ, მივყვეთ ქრონოლოგიურად.
პირველი შემთხვევა ორიოდ წლის წინ მოხდა. ეს არ იყო პეტერბურგში. ეს იყო თბილისში, რუსთაველზე. იმხანად მთაწმინდაზე ვცხოვრობდი. დილით მაღლივში კოლოქვიუმი მქონდა, რომლის დაწყებამდე არც ისე დიდი დრო იყო დარჩენილი და ძალიან ვჩქარობდი ტრანსპორტამდე მიღწევას. ოპერასთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი უამრავი კილომეტრი საათში სიჩქარით ავიარე. ამის შემხედვარე ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ვერ გაბედავდა ჩემს შეჩერებას, მაგრამ პოლიციას ხომ უყვარს რთულ პრობლემებთან შეჭიდება? ჰოდა, გამაჩერეს. კანონიერად საეჭვო გარეგნობის პირებმა გამაჩერეს, საბუთები წარმომიდგინეს და მთხოვეს, აქვე, თაბუკაშვილზე წამოგვყევი, ეჭვმიტანილს ძალიან გავხარ, შენც მის მსგავსად ოდნავ გრძელი თმა გაქვს და ამოცნობის პროცესში მიიღე მონაწილეობაო. მე, რა სისწრაფითაც მანამდე ვმოძრაბდი, იმავე სისწრაფით ავუხსენი, რომ მეჩქარებოდა და კანონს ვერ დავეხმარებოდი, სამწუხაროდ. ღმერთი ვანო მერაბიშვილს უშველის ასეთი კარგი პოლიცილების გამოზრდისთვის და გამიგეს. ეს იყო პირველი და არა უკანასკნელი შემთხვევა, თურმე.
რა გასაკვირია და არც მეორე შემთხვევა მომხდარა პეტერბურგში. ყველაფერი ისევ თბილისში მოხდა. ამჯერად საკმაოდ გრძელი თმა მქონდა, თითქმის ასეთივე წვერი და ე.წ. "ლენონები" მეკეთა. კანდელაკის ქუჩის ბოლოში (ვისთვის ნუცუბიძის ქუჩის დასაწყისში) ვიდექი და ტრანსპორტს ველოდებოდი, რათა ონკოლოგიურ დისპანსერში ავსულიყავი. ამ დროს ჩემს წინ მანქანა გაჩერდა და შიგ მსხდომმა პირებმა მამცნეს, უნდა შეგამოწმოთ, ნუცუბიძეზე მომხდარ ძარცვაში ეჭვმიტანილს ჰგავხართ ძალიანო. რომ მესაუბრებოდნენ, სათვალე მოვიხსენი და ჯიბეში ჩავიდე. ამან გამოიწვია ის, რომ გამჭოლი მზერით შემხედეს და მკითხეს, რა შეინახე მანდო. საბოლოოდ იმაზე შეთანხმება შევძელით, რომ ეს სათვალე იყო და არა დანა, პისტოლეტი, ქვემეხი ან რამე უარესი, დავუშვათ, საზენიტო დანადგარი. მე ავუხსენი, რომ საქმე მქონდა და შევთავაზე, იქნებ განყოფილებაში წასვლის გარეშე გაარკვიოთ, ის ვარ თუ არა-მეთქი. შედეგად გამომართვეს პირადობის მოწმობა, ერთ-ერთმა სადღაც დარეკა, ჩემი სახელი და გვარი უთხრა და იკითხა, რამეში ხომ არ არის შემჩნეულიო. პასუხის მოსმენის შემდეგ სახე გაუნათდა და იკითხა, აბა ერთი მაგ ჯიგარის ასაკი მითხარიო. აი, ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ მოეწონა და დანანებით თქვა, არა, ეს 90-იანიო. პირადობის მოწმობა დამიბრუნეს, წარმატებები მისურვეს და დამემშვიდობნენ. მოკლედ, ამჯერადაც მშრალი გამოვედი.
აი, მესამედ კი, მაგრად დავსველდი. იმის ახსნაზე აღარ დავკარგავ დროს, რომ არც ეს მომხდარა პეტერბურგში და რომ ყველაფერი ისევ თბილისში მოხდა. მამიდაშვილის თხოვნით სამსახურიდან ადრე გამოსული საბურთალოზე წავედი, რათა მისთვის რაღაც მეყიდა. დელისიდან ნუცუბიძისკენ ავდიოდი, სულ სველი ვიყავი, ტანსაცმელი სხეულზე მქონდა მიტმასნილი და დანიშნულების პუნქტამდე ათი მეტრიღა მქონდა დარჩენილი, მაგრამ ვინ მაცალა იქამდე მისვლა? ჩემს გვერდით მანქანა გაჩერდა და მასში მსხდომმა ახალგაზრდა პოლიციელებმა მიმითითეს, დაბრძანდით, ეჭვმიტანილი გვყავს და ამოცნობისთვის გვჭირდებიო. წამიყვანეს განყოფილებაში, დამსვეს და მითხრეს, სამნი უნდა დაგაყენოთ ამოცნობაზე, ასე რომ, ერთსაც მოვიყვანთ, მანამდე კი დალოდება მოგიწევსო. ეს ყველაფერი ექვსის ნახევარზე მოხდა. რა გზა მქონდა, დავჯექი. ერთი საათის შემდეგ, როგორც იქნა, ერთი ბიჭი მოიყვანეს. გამომძიებელმა შეხედა და დაიწუნა, ამას ძალიან დიდი წვერი აქვსო. მაშინვე ვინანე, რომ მე, სულელმა, რამდენიმე დღის წინ წვერი გავიპარსე. ეს დაწუნებული წვეროსანი გაუშვეს და შედარებით ნორმალური სიგრძის წვეროსნის საძებნელად გაეშურნენ. მე ლოდინით ძალიან დავიღალე და პოლიციელების თვალიერება დავიწყე. პირველ რიგში აღმოვაჩინე, რომ მათი ოთხმოცდაათი პროცენტი ას კილოგრამზე მეტს იწონიდა. შემდეგ ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ამ შუშებიან-ვიტრინებიან შენობაში ჩუსტებით დადიოდა და, რაც ყველაზე საინტერესოა, მარცხენა ფეხის ცერთან წინდი ჰქონდა გახეული. მოკლედ, მალე მათი თვალიერებაც მომბეზრდა. ამასობაში, ზომიერწვერიანი ბიჭიც მოიყვანეს და ამოსაცნობი ოთახისკენ წაგვასხეს. იქ შესვლისას, ერთნაირად რომ გვცმოდა, სამივეს პოლიციელის ქურთუკები ჩაგვაცვეს, რაც ჩემთვის ერთობ სასიამოვნო გახლდათ, ვინაიდან მთელი ეს ხანი ღია კართან ვიჯექი სველ სხეულზე მიკრული სველი ტანსაცმლით. ერთ-ერთი პოლიციელი ამ დროს ამოსაცნობ ოთახში იჯდა და ინტერნეტის მეშვეობით ე.წ. "მარწყვებს" თამაშობდა. ამ დროს მოხდა ერთი საინტერესო რამ. კერძოდ, ჩემი მონაცემების ჩაწერისას, პოლიციელმა ქალბატონმა თქვა (და ჩაწერა კიდეც ოქმში), რომ მე თეთრი ვიყავი (?), თაფლისფერი თვალები (ეგ კიდევ შეიძლება) და სწორი ცხვირი მქონდა (???!!!). მოკლედ, დაგვაყენეს ვიტრინის მეორე მხარეს, შემოიყვანეს მოწმე, იმან ხელი დაადო ეჭვმიტანილს, რომელიც ოფიციალურადაც იქცა ბრალდებულად, ქურთუკები გაგვხადეს და ჩვენ გამოგვიშვეს. ქურთუკს რაც შეეხება, მართალია, მციოდა და მისი ჩაცმა ერთობ მესიამოვნა, მაგრამ, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მას ერთობ უსიამოვნო სუნი (ამას სურნელს ვერ ვუწოდებ) ასდიოდა. გამოსვლისას ბრალდებულად ქცეული ეჭვმიტანილის ახლობლები შეგხვდნენ. ერთ-ერთმა მხარზე ხელი დამკრა, გაიხარე, ძმაოო, მითხრა და ეს შემთხვევა ბოლო და უკანასკნელი (ამ ორ სიტყვას შორის არსებით განსხვავებას ვერ ვხედავ) ყოფილიყოს შენთვისო, მისურვა. პასუხად გავუღიმე და ძლივს გამშრალი ისევ წვიმაში გამოვედი.
საათს დავხედე და აღმოვაჩინე, რომ უკვე რვა გამხდარიყო. მამიდაშვილს თხოვნა ვერ შევუსრულე...
P.S. ამჯერად გაყინული, მაგრამ თავისუფალი ვარ. მესამე შემთხვევაშიც კი არ დამიჭირეს. არადა, მესამე და სამართალიო, ნათქვამია...
25.05.2012
This post has been edited by Seamus on 23 Oct 2017, 12:45
დედაშენს შე**ვეცი. თამაშის დასრულებამდე ჯერ 20 წუთია დარჩენილი, 20!!! ©რონი
მე კიდე ბოლოს რეალთან ვუყურებდი ატლეტიკოს და დანილოს რო მუცელში წიხლი ამოარტყეს მეორე არხზე გადავრთე და გია ჟორჟოლიანის ბრიფინგს ვუყურე ©r-evolution:
სეზონის აღმოჩენა - ბელერინიც რო ###ა ©gunnera
არაუხო არაა ხო ? ©ჯულსი