შორიდან შეპარულ დემაგოგიას რო აქვს ადგილი თუ იცი?
2003-ში რა ქვეყანა ჩაიბარეს და დენი გაიყვანეს არი ძალიან საბავშვო ბაღის ბაზარი.
მაგ ლოგოკით გინდა მივყვეთ ედიკას პრეზიდენტობას?
ჩაიბარა როგორი ქვეყანა? სახელმწიფოს მართავდნენ შეიარაღებული დაჯგუფებები, კიტოვანები და იოსელიანები ქვეყანა რუსეთის სარტყელში იყო მოქცეული და ვალუტა იყო გაუფასურებული.
შევარდნაძემ შეიმუშავა კონსტიტუციის საკმაოდ კარგი მოდელი, გაატარა ლარის კურსის ძალიან კარგი რეფორმა, გააკეთა უმნიშვნელოვანესი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სტამბულის კონფერენციის ამბები, რუსებმა რო ბაზების გაყვანა დაიწყეს ეგეც მაგის დამსახურებაა, დასავლური კურსიც მაგის დაწყებულია მიშა რო იწერს და ასე შემდეგ.
არ ყოფილა ისეთი ცუდი არა? :დ
და მაშინ ვარდების რევოლუციის დროს ესე უნდა გველაპარაკა რო რა გინდათ კაცო 1992 წელთან შედარებით გაზი და შუქიც მეთი მოგვეწოდება, სტაბილურობაც მეტია, ლარიც ლარობს და დასავლური კურსიც აღებული გვაქვს...
მარა მერე პროგრესი იყო საჭირო და ლოგიკურად მოხდა ის რაც მოხდა. ეკიდამ თავისი თავი ამოწურა.
------------------
ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ნაც. მოძრაობამ განახორციელა ქვეყნის მოდერნიზაცია და ასე შემდეგ. დიახ განახორციელეს, მაგრამ ეს იყო გლობალური ტენდენცია, საქართველოსთან ერთად მოდერნიცაზია და მშპ-ს ზრდა გაიარეს და განახორციელეს სომხეთმა, აზერბაიჯანმა, უკრაინა და მოლდავეთმაც ( კსტაწი:
http://1tv.ge/ge/news/view/183960.html )
ანუ ნაცებს მაგას არ ვუკარგავ რა თქმა უნდა, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ სიტყვაზე 2003 წელს ბიძინა რო მოსულიყო ქვეყნის სათავეში შუქს და გაზს ისიც გაიყვანდა იმიტომ რომ, ეგეთი ტენდენცია იყო ზოგადად რეგიონში, ამერიკის ჩარევები და დახმარებები და ასე შემდეგ.
შეიძლება იუსტიციის სახლები და სხვადასხვა რამეები მიშასავით ვერ გაკეთებინა, მაგრამ კონტრასტი 2003 წლამდე პერიოდთან მიანც დიდი იქნებოდა.
მოკოლედ ნაციონალური მოძრაობის დდშვცთქო რა და გათავდება ყველაფერი.