ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შედეგი გვინდა და როგორ უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს. თუ გვინდა რო ბურთის ფლობა მოვიგოთ, თამაში ვაკონტროლოთ და გოლი არ გავუშვათ, მაშინ 3 ნახევარმცველი კარგი აზრია. ოთხივე მცველი უკან დარჩება რო კონტრშეტევები არ გაგვეპაროს და წინ იქნება ვინმეს რამე გაუვარდეს. კაკრაზ რო გაუვარდეს, იმიტო რო შვედეთი მაქსიმალურად ღრმად ჩაჯდება დაცვაში და 0-0 გაწურავს. სახლში სავსებით მისაღები ანგარიში იქნება მაგათთვის და გასვლაზე კონტრშეტევით გატანილი გოლით ეცდებიან გასვლას.
თავისთავად ცუდი ამ ვარიანტში არაფერი არაა, მაგრამ მე მგონია რო უკეთესი იქნება ჩვენთვითონ დავთმოთ ბურთი და გასვლაზე გოლის გატანას ჩვენთვითონ ვეცადოთ. ეს ჩემი პირადი აზრია და არაა აუცილებელი რო უპირობო ჭეშმარიტება იყოს
ჩემი აზრით ჯობია 4 დაცვაზე ორიენტირებული მცველი, 2 ჩამშლელი, შეტევაზე კარგად ორიენტირებული და კარგი ჩაწოდება/გრძელი პასის მქონე ფლანგები გავიყვანოთ და წინ ორი მოძრავი, მძლავრი და ამ ეტაპზე საკმაოდ შედეგიანი თავდამსხმელი დავაყენოთ. ამწუთას ძაძასაც და იმობილესაც ძალიან კარგად გამოსდით მცველების ზურგსუკან ცარიელი სივრცეების პოვნა, ფიზიკური ორთაბრძოლების მოგება, თავზეც კარგად იბრძვის ორივე და მოძრაობითაც კარგად მოძრაობენ.
შვედების დაცვაში ორი მაღალი და ძლიერი, მაგრამ არც ისე სწრაფი მცველი დგას. ლინდელოფი და გრანქვისტი. თუ ბურთი მივეცით და ცოტათი მაინც ამოვწიეთ იმათი დაცვის ხაზი, ბონუჩის, დეროსის და კანდრევას გრძელი პასის ხარჯზე შანსი გვექნება რომ ზურგსუკან პასებით გავრძვრეთ. თუ არადა, ჩაწოდებები, სადაც დასწრებაზე შეიძლება თამაში.
ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი, არის ის რო არ უნდა წავაგოთ. გოლსაც თუ გავიტანთ, მთლად კაი. იჯავროს ვენტურამ
This post has been edited by GSM1800 on 7 Nov 2017, 13:26