სრული სერიოზულობით და გადაჭარბების გარეშე, ესეთი ცუდი საფეხბურთო მატჩი არასდროს მინახავს. no contest
საქართველოს ნაკრების თამაშიც კი არ ყოფილა ასეთი უმსგავსო და გაუაზრებელი, ან მეორე გუნდი მაინც თამაშობდა ხოლმე ფეხბურთს.
როგორ უნდა გაარჩიო ეს თამაში არ ვიცი, აბსოლუტურად ყოველი წამი შეცდომა იყო აბსოლუტურად ყველა დონეზე... შემადგენლობის და ტაქტიკის შერჩევით დაწყებული, შესრულებით და გუნდის მენტალობით დამთავრებული.
შეტევაზე არც უფიქრია ტიპს და გააზრებული რაც გააკეთეს ორჯერ გადაშლა იყო კანდრევაზე პირველ წუთებზე, ეგ იყო და ეგ.
კონტეს ამაზე ცუდი შემადგენლობა ჰყავდა და რა ფეხბურთი ითამაშა... ეს კვერცხი ვინაა... ესეთი მართლა არაფერი მინახავს.
უბრალოდ შემახედა თამაშის წინ რას ლაპარაკობს, ვინ რა უნდა აკეთოს მოედანზე, შეტევა როგორ უნდა წამოეწყო გუნდს.. მონახაზი რა იყო..
დამეზარა უკეთესი სქრინის ამოღება. მთელი თამაში სრულ იზოლაციაში იყვნენ რგოლები ერთმანეთთან. ბურთიანი კაციდან 2 გუნდელი იდგა მეტოქისთვის აბსოლუტურად უხიფათო პოზიციაში საიდანაც პასს ისევ თავის 2-ნაირს თუ გადააწვდიდა. დანარჩენი გუნდი იდგა მყარად თავიანთ პოზიციაზე.
ეს წმინდა სამეული წინ(ხანდახან კიდევ უფრო ერთად შეყუჟული) რამე უხილავ ძალას ექაჩებოდა? ხილვადს მიღმა თამაშობდა რამე სპირიტულ თამაშს, ბოროტ ძალებს აკავებდა ეს დედა#####ული და მაგას შეაკლა რესურსი? უფრო რაციონალურ ახსნას ვერ მოუძებნი კაცს, რომელიც 40 წელია მწვრთნელია და გუნდს ამას ათამაშებს..



გათვლა ალბათ ის იყო, რომ სწრაფად შევარდნილიყო პასი მაგ მიმართულებით და იქვე კედლის გათამაშებით შეექმნათ მომენტი, მაგრამ ეს პასი სულ 3-ჯერ თუ წავიდა მაქეთ მთელ თამაშში, ისიც ისეთი ხალასტოი, თვითამოკეტილი პოზიციიდან გაკეთებული, რომ ფიზიკურადაც კი ვერ მივიდოდა ადრესატამდე ბურთი სახიფათოდ...
და რამდენი წუთი შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად იმისათვის, რომ მიხვდე რაღაც არ გამოდის? მარა მაგის მიხვედრა ნიშნავს, რომ რაღაც უნდა შეცვალო... რაც ვენტურას თავს ზევითაა..
1 კაციც არ იყო გუნდში რომ ეგრძნო თამაში და ინსტიქტურად საჭიროების შესაბამისად ეთამაშა - არავინ იყო ისეთი რომ გამოსულიყო პოზიციიდან ბურთის მისაღებად, 1-2 მოკლე პასის გასათამაშებლად, რაღაც პატარა თამაშის შესაქმნელად მაინც... მარა ვის უნდა ეკეთებინა ეს... 2 კაცი არაა ტექნიკურად რომ შეასრულოს ტემპში ასეთი რაღაც მეტოქის საჯარიმოს ირგვლივ პოზიციური შეტევისას...
ვინაა ეს ხალხი რატომ გაიზარდნენ ასეთები იტალიაში. იტალიელი ფეხბურთელი რაც არ უნდა ცუდი ყოფილიყო, ყოველთვის ჰქონდა რაღაც პატარა X ფაქტორი, ხასიათი, ჯიგარი... ესეთი წყალსშეშვერილი, ყველაფერგამოცლილი, ტექნიკურად, ინტელექტით და მენტალიტეტით ერთნაირად არაფრისმომცემები რატომ წამოვიდნენ....
ნუ ცალკე შვედეთიც საოცრება იყო და მთლიანად თამაში.. თავისი იდაყვებით, ჯაჯგურებით და 0 სახიფათო მოქმედებიდან გოლის გატანით... ასეთი იმ სპორტის სახეობიდან, რა სპორტსაც თამაშობდნენ იდეაში, გადახრილი და გაუბედურებული თამაში ნაღდად არასდროს მინახავს... დაჟე არცერთ სპორტში ალბათ, რისთვისაც მიყურებია.
ყველაზე ცუდი ანგარიში იყო, უფრო დიდი სხვაობით წაგების გარდა, რაც შეიძლებოდა უკან წამოეღოთ. გოლის გამტანი შვედეთი არაა, მაგრამ ესენი თვითონ იდგებიან სიფრთხილის ზღვარზე და თვითონ აუტეხენ თავს ჟიმჟიმს...
ჯერ იმათმა სახლში რა თამაში ითამაშეს და სან სიროზე წარმომიდგენია რა ყრუ დაცვაში იდგებიან და რა კარგადაც შეასრულებენ. მერე ამათი პოზიციური შეტევები

ალბათ გაუთავებელი ჩაკიდებები ბელოტი-იმობილეზე იმათ 2 მეტრიან მცველებთან... ალბათ მეორე ტემპის შეტევიდან თუ ვიზამთ რაღაცას... ვერ წარმომიდგენია სხვანაირად რა უნდა მოხდეს.
პ.ს. აგვისტოში ვენტურას კონტრაქტი 2020, ევროპის ჩემპიონატამდე გაუხანგრძლივეს
1 ციკლი გადასარევი იყო, რაღაც ახალს აშენებს ეს კაცი და ვაცადოთო..
This post has been edited by hibridi55 on 12 Nov 2017, 11:25