საქმეა იკარდი იგუაინზე. ერთი წავა და ერთი დარჩება. იგუაინს არ უთამაშია ნაკრებში დიდი ხანია და ეხლა გამოიძახეს.
რეალურად, ტოტემთან დაამტკიცა რომ მნიშვნელოვანი თამაშების მოგება შეუძლია და არაა ჩამოსაწერი.
თავდამსხმელის სკილები ორივეს ერთნაირი აქვთ. იკარდი უფრო მოძრავია უბურთოდ. უკეთე პოზიციონირებს. ასევე უფრო სახიფათოა სტანდარტების დროს. იგუ უკეთესია ბილდაფში, ნორმალური დრიბლიც აქვს თავდამსხმელის კვალობაზე, და ასისტებშიც ჯობია.
როგორც ჩანს, ძირითადი თავდასხმა იქნება აგერო. ანუ მესი დიმარია აგეროს ტრიო იქნება წინ.
აგეროს აქვს იკარდის მოქნილობა და პოზიციონერობა, და იგუანზე უკეთესი ბილდ აფ სქილები.
წლევანდელი სტატები შიდა ჩემპიონატიდან:
აგერო - 21 (2) გოლი, 6 საგოლე პასი, 10 საგოლე შანსის შექმნა, 2.3 წარმატებული დრიბლი თამაშში (64% წარმატებით).
იგუ - 15 (1) გოლი, 5 ასისტი, 6 საგოლე შანსის შექმნა, 1.7 წარმატებული დრიბლინიგ (59%).
იკარდი - 22 (5) გოლი, 1 ასისტი, 6 საგოლე შანსის შექმნა, 0.3 წარმატებული დრიბლინგი (43%)
* * *
ასევე - აგერო აკეთებს თამაშში 22 ზუსტ პასს (82% პასის სიზუსტით), იგუ 17-ს (79% სიზუსტით), იკარდი10-ს (73%) სიზუსტით.
ანუ როგორც სფეროუმ თქვა, იკარდის ყოლა მინუს ერთს ნიშნავს მოედანზე.
იკარდის წაყვანას ჯობია პოტენციური სუპერვარსკვლავის - ლაუტაროს წაყვანა. ტიპს სისწრაფეც აქვს, დრიბლინგიც და გოლების ალღოც.
დიბალა სხვა ამბავია. მესი დიბალას შეთამაშება ვერ მოხერხდა ამ ფორმაციის ნაკრებში. დრო აღარც არის.