აი იმენა ვერაფერს იზამს არგენტინა. იმიტომ რომ მესიზე დგას თავიდან-ბოლომდე. არიქა, მესი მოიკიდებს გუნდს ზურგზე და მოიგებენ რუსეთში.

კარგით რა. არაჯანსაღი ატმოსფერო რომ არის, ვერცერთ მწვრთნელს ვერ ყოფნის ყვერები ეგ კარგად ჩანს.
არასწორი სელექცია რომ არის და გუნდი იკარდი, დიბალას ტოვებს.
გუნდის მთავარი კოზირი არის მთლიანად მესი და თავდასხმა, რომელიც თავის პოტენციალს ვერასდროს იყენებს.
ნახევარდაცვას და დაცვას გადახედეთ უბრალოდ, სოფლის ორღობეა. აი უდაბლესი დონეა.
დაცვაში ოტამენდის გარდა საშუალო დონისაც არავინაა.
როხომ წელს 7 მატჩი ჩაატარა, ფუნეს მორის საერთოდ არ უთამაშია.
ფასიო ნორმალურია, მაგრამ ძალიან ნელია და კლასი არ აქვს, რომაც გულშემატკივრებსაც არ მოსწონთ ეგ.
მერკადო ახლა რასაც თამაშობს იმაზე მეტს ვერ იზამს აწი, ტალიაფიკო საერთოდ არ ვიცი ვინაა.
ბუსტოსი ბავშვია, არგენტინის ჩემპიონატიდან, მომავალში არ ვიცი რას იზამს, მაგრამ ახლა სასაცილოა მაგის ძირითადად განხილვა.
ამ დროს ესპანეთს სამი რეალის, ორი ბარსელონას და ორი ჩელსის მოთამაშე ჰყავს.
ნახევარდაცვაში: ლანსინი, მესა, აკუნია, პაბლო პერესი - არგენტინის ნაკრებს ამ დონის ხალხი შეცვლაზე უნდა შეყავდეს მაქსიმუმ.
ბილიას წელს ძალიან სუსტი სეზონი აქვს, მილანში ძალიან უჭირს ადაპტაცია და ისედაც ასაკშია.
ლო სელსო ახალგაზრდაა და პარედესი რავიცი, არასდროს მომწონდა და მეეჭვება დიდად რამეს წარმოადგენდეს.
დიეგო პეროტის პენალტების დასარტყმელად თუ გამოიყენებ.
ბანეგა ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ ეგ დიდი გუნდის ლიდერი ვერასდროს იქნება. სევილია და ვალენსია კიბატონო, მაგრამ არგენტინა ვერა რა.
არ აქვს თვისებები, ვერ დაეყრდნობი გადამწყვეტ მატჩში.
ჰოდა, მაგრად მიკვირს, აი სერიოზულად ამხელა ქვეყანაში მცველები, ნახევარმცველები და მეკარეები რატომ არ არიან?
თავდამსხმელები იცოცხლე, დო ხუი, ახალგაზრდა ტალანტებიც მრავლად არიან, მაგრამ ქვედა პოზიციებში ჭირს ძალიან.
ბალანსი არ არის ნაკრებში.