მოდი რეალურად შევადაროთ მე ერთის თამაშსაც მოვესწარი და მერესაც.
დაცვაში უდავოდ მარსელო > კარლოსი. მაგრამ ჩემი აზრით მაშინდელი რეალი ბევრად შემტევი იყო და დაცვაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. ამიტომ კარლოსი შემტევი სკილებზე უფრო ვარჯიშობდა ვიდრე დაცვაზე. სულ წინ ეგდო და კონტრებზე ჩათვალე რომ უმრავლეს შემთხვევაში კარლოსის ზონა თავისუფალი იყო. მარსელო გაცილებით იშვიათად ცდება დაცვაში ვიდრე კარლოსი, კარლოსი ძაან ბევრჯერ მახსოვს როგორც მცველი ტრაკში ამოსმული. კიდევ ერთხელ ვამბობ მაშინ მარტო შეტევაზე ფიქრობდნენ დღეს კი გუნდური თამაშია რეალში და ამიტომ მარსელოს მეტი პასუხისმგებლობა აქ დაცვაში, მაშინაც ასე რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ დაცვაში ისე სუსტი არ იქნებოდა კარლოსი როგორიც იყო.
ტექნიკაშიც მარსელო > კარლოსი უდავოდ.
ეს მარსელოს პლიუსები ეხლა კარლოსის.
დრიბლინგში ორივე მაგარია მარსელო ტექნიკის წყალობით გადის ფონს კარლოსი კი სისწრაფის.
სისწრაფეს რაც შეეხება კარლოსი არა მარტო მარსელოს მსოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა. ერთ-ერთს ვწერ იმიტომ რომ მანამდე არ ვიცი ვინ რა იყო კარლოსის მერე კი ეგეთი არავინ მინახავს. ტიპს როვოკი ქონდა რაღაც სასწაული იმენა ყველას ჩაგრავდა. აი 06 და ფერარი რომ დააყენო ადგილიდან გასწრებაში ეგეთი სხვაობა იყო ხოლმე
პასებს დიდად ვერ დავდებ თავს მარა მაინც ჩემთვის კარლოსი უკეთესი იყო. თუნდაც ჩლ-ს ფინალში ზიდანზე გაკეთებული პასი რომელსაც მოყვა ზიზუს ფენომენალური გოლი > მარსელოს ყველა პასი კარიერაში

დარტყმა კარლოსი მეტია მარსელო ცალსახად. მარსელოს ძაან ბანძი დარტყმა აქ კარლოს კი მსფოლიოში საუკეთესო რაც მე ფეხბურთი მახსოვს და მეეჭვება მანამდეც ანალოგიური ვინმეს ქონოდა. ცენტრიდან ურტყავდა ჯარიმებს ტიპი ლიჟბი სადნე ჯარიმა დადებულიყო ეგრევე დასარტყმელად იწევდა

ცენტრიდან კარტლოს მეტი პროცენტულობა ქონდა ვიდრე როლანდას საჯარიმოს ხაზიდან

(ეს ხუმრობით არ ჩამქოლოთ

)
გუნდისთვის როგორც ასეთი შეიძლება მარსელო არანაკლებ როლს თამაშობს მაგრამ თუ უნიკალურ თვისებებს შევხედავთ საერთო ჯამში ჩემთვის კარლოსი ბევრად დიდია ვიდრე მარსელო.
ეს ის შემთხვევა არაა რომ სუბიექტურად ვამბობდე რამეს. მაგალითად ჩემთვის რაული > კრ

მარა ეს სუბიექტური აზრია აი მარსელო და კარლოსი კი ორივე ძალიან მაგრად მიყვარს და ჩემთვის ორ საყვარელ ფეხბურთელს ვადარებ ერთმანეთს

აი რამდენი დაუვიწყარი მომენტი დაუტოვა კარლოსმა ფეხბურთს რაზეა საერთოს საუბარი
ის მომენტი ვის გახსოვთ კანი რომ ერთი პერიოდი ძაან მაგარ ფორმაში იყო. დაფრინავდა ტიპი და დაიმუქრა ცოცხალი კედელი კლეზე მკიდია ვაფშე არ მჭირდება უნდა მოვხსნა ჯარიმების დროსო და კარლოსმა რომ სამარცხვინო გოლი აჭამა ლამის ცენტრიდან რომ გაუტანა?