მოკლედ გამოიკვეთა ვალვერდეს ბარსელონას კონტურები.
ლუჩოს პერიოდთან შედარებით აშკარად მომატებულია პრესინგის და დაცვის ხარისხი. მეორეს მხრივ, შეტევაში ვალვერდეს გუნდი გაცილებით აკადემიურია.
ანუ იდეაში აღარ გავნადგურდებით ხოლმე, როგორც პარიზში ან ტურინში, მაგრამ ეს გუნდი შოუს ვერ დადგამს მოედანზე. იმ მატჩებშიც კი, სადაც დიდი ანგარიში დაფიქსირდება, ეს არ იქნება სანახაობა. (ნუ ხანდახან მესი გაგიჟდება ხოლმე და მაქსიმუმ ეგ).
მოკლედ პრაგმატული, მოპრესინგე გუნდი შეკრა ვალვერდემ.
ლუჩოს დროს თუ ტრიო თამაშობდა და დანარჩენი გუნდი მუშაობდა, ეხლა მთელი გუნდი მუშაობს. ნუ მესი გამონაკლისია.
შესაბამისად მეტი საიმედოობა და კონტროლი, მაგრამ ნაკლები იმპროვიზაცია და კრეატივი.
შეიძლება 4-0ს ვეღარ მოგვიგებენ ლიგაზე, მაგრამ სიტყვაზე ჩელსი, 180 წუთი თამაშიდან მომენტს არ შეაქმნევინებს ამ გუნდს. უოტფორდმა და რომამ არ მოგატყუოთ

ჩელსი კი არა, საშუალო დონის ავტობუსებთანაც ძალიან გაუჭირდება ამ გუნდს. სტანდარტები და პაულინიო იქნება მაგ დროს მთავარი იმედი
დემბელეს დაბრუნება, იდეაში გაზრდის ალბათ კრეატივს, მაგრამ ეჭვი მაქ ძაან არასტაბილურად. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე.