sandre545რაც მეტს ვწერ უფრო უარესს შვებიან და აბუჩად ვიგდებ თავს უკვე, დამანებე თავი ))
ნეტავ მარტო მონტელას ბრალი იყოს... გავიდა ხანი უკვე და ეს ფეხბურთელები შორს არიან მოლოდინებიდან.. დაე მოვიდეს ვინმე და გამოაფხიზლოს, მარა მეეჭვება ბევრი გაიწუროს ამათგან. ყველაზე დიდი იმედი მე მქონდა არადა.
ერთადერთი ფაქტი ისაა, რომ რამდენიმეს საერთოდ თავი აქვს დაკარგული და ის ნაღდად არაა რაც უნდა იყოს. ბიგლია და როდრიგესი ბოლო შეხვედრებში წაიშალნენ იმენა, თავს არ გვანან. თან ალბათ არასწორ ფეხბურთს ეწირებიან და თან ფიზიკურად გამოწურული ჩანან სეზონის სტარტზე : )) კალინიჩიც თითქოს სანახევროდ თამაშობს ტყემალზეა იმენა, მართლა ბაკაც კი გაიტანდა ალბათ 1 გოლს იმ დღეს. ნუ რისი ბრალია მიდი და გაიგე, სეზონის დასაწყისია და ბუქსაობს ხალხი უკვე. კესიე სულ სხვა იყო ატალანტაში. იმენა სულ სხვა... ამდენი შეცდომა როგორ შეიძლება... ასე ჩაკარგვა თან, ელემენტარული წუნი.. არადა არაა უტვინო ხანდახან ისე კარგად ხედავს მოედანს და აკეთებს პასს(პირველ შეხვედრებში) და ხანდახან სუფთა ცხენია. რაღაც ეთიშება თავში, მგონი სამკურნალოა.
10-15 წუთი ვცადეთ რაღაც და რა მეთოდურად და ნაბოზრულად, შეუმჩნევლად გადმოგვიტანეს თამაში ნელ-ნელა. და მერამდენედ მოხდა რო ეგეთ საკვანძო მომენტში წკაპ და დაგვარჭეს რაღაც კლასნი შესრულებით... არაფერ განსაკუთრებულ მოქმედებაში არ გამოიხატებოდა თან ეს თამაშის გადმოტანა, პროსტა გაწელვა-გამოწელვით, ტემპის დაგდება-დარეგულირებით, აი , სულ ელემენტარული მოქმედებებით ნელ-ნელა ქოქავენ ხოლმე მანქანას.
და არ ვიცი მართლა როდის უნდა დასრულდეს ეს ნახევარ-მომენტებიდან 100% გოლის გაშვება.. თითქოს უშეცდომოდ მოქმედებს დაცვა, სულ პატარა სამოქმედო სივრცეს თუ მისცემენ და გოლია.... იგუაინი დაიძინებს ეხლა 3 კვირა ვერ იპოვი მოედანზე... ყველა ყველაზე sharp ჩვენთან გაიჩითა წელს და რავიცი, გადაჭარბების გარეშე, მომენტი თუ გახსოვთ სადაც თუნდაც ნახევარ-მომენტი შეგვექმნა და არ გაგვიტანეს წელს გამახსენეთ. ერთადერთი ვესინო იყო საჯარიმოს გარედან...
თავს ზევით ძალა არაა შეგრძნება დამრჩა რა.
ვიღაც 1 კაცი მაინც აკლია გუნდს, იმენა ტოპ ტიპი და ფორვარდი ცალკე... მერე მართლა გამოვიდოდა რაღაც. სუსოს 2 კაცი კეტავდა და მესამე დაზღვევაზე იდგა, უკან დასაბრუნებელ სივრცესაც უკეტავდნენ. მერე იუვე ისე ნაბოზრულად ეწყობა პოზიციურად რო ერთი შანსი გაქვს გამოიჭირო უცბად, თითოეული წამი უძვირფასესია და ესენი ბურთის დამუშავება-გადაცემაზე ხარჯავდნენ მაგ დროს.
რავიცი, რისი შესვლაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა, ყველაფერი შეგვივიდა, ლევანმა ახსენა უკვე ეგ სტატისტიკა, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები დარტყმა გვაქვს მიღებული და ლამის ყველა გოლი. რისი წაგებაც შეიძლებოდა ყველაფერი წავაგეთ და ეხლა ბევრად განსხვავებული სურათი ისედაც არ იქნებოდა და არც გვეკუთვნოდა, მაგრამ რაც საბოლოოდ მივიღეთ ეგეც ნაღდად არაა შესაბამისი რა, ეგეთი უსახოობა იყოო ვერ ვამბობ და მომკალი, ყველაფერი ჩვენს საპირისპიროდ მოხდა, სულ ოდნავაც არ გაგვიმართლა. ბოლომდე დაგვჩაგრეს ღმერთებმა ნავიჩოკების უიღბლობით. ამ ### გუნდებს ალბათ ჩვენც იოლად მოვუგებთ მაინც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება, პროსტა ყველა "დიდმა" გამოთვლილი თამაში გვეთამაშა თან მილიმეტრული სიზუსტიანი შესრულებებით, იმენა სრულად მათ მხარეს იყვნენ ღმერთები :დ და ცალკე ნუ ფეხბურთელებმა თავისი დონე და ამ ეტაპზე მომზადება აჩვენეს და დამაიმედებელი არაფერია დიდ გუნდებთან მათ თამაშში.. მონტელაზე სამწუხარო ეს მგონია.
გატუზოს მოსვლა რო ბოლო ლურსმანი იქნება ვხვდებით იმედია

მონტელას თუ განსწავლულობას ვუწუნებთ და თამაში არ აქვსო ვიძახით, გატუზო ალბათ საერთოდ ნაუგზე იქნება ტაქტიკურად და პადლეცებით გასახდელში, ვაბშე დედა ეტირება ყველაფერს

მოიგოს ეხა ამ ჩემისამ რაც მოსაგებია მართლა თორემ უარესად დაგვენძრევა.
და ბოზიშვილივიყო ამათ მოვიგებ მარა ნაპოლის წავაგებ და აა ოკ ნაპოლი წააგეო არავის უთქვამს. რეალისტურად მოთხოვეს შედეგი და რაციონალურია, რომ ნაპოლისთან წაგების გამო ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, როცა მისი გაშვებით უარეს დღეში ვხვდებით, არ გაუშვებენ... თუ უსახოდ არ ითამაშა ვაბშე ეს ტურები.