levan666არის 5-6 ინვესტორი, ელიოტის დასაფარად რომელიმეს მოელაპარაკებიან გრძელვადიან სესხზე... არ იქნება ეგ პრობლემა. დანარჩენზე რავიცი, არ გვაქვს იმდენი ინფორმაცია, რომ ან სასოწარკვეთაში ჩავვარდეთ ან იმედი გვქონდეს.
პროსტა ამხელა ინვესტიცია მსგავსი რისკების გარეშე როგორ წარმოგედგინათ? ის, რომ ფეხბურთელების გაყიდვა შეგვიძლია მოგვიწიოს ამათი უფულობის ბრალი არაა. არც ის, რომ ფინანსურად დაჩაჩანაკებული ორგანიზაცია ჩაიბარეს და მარტო შარშანდელი 75 მილიონიანი მინუსი აიღეს და არც ის, რომ ადიდასი წავიდა. ეგ ვიცით ვისი დანატოვარიცაა. ტრანსფერებზეც ვერ დაზრახავ, რაც არ უნდა ვერ გამოდგეს ვერცერთი, რამხელა მძღნერი გამოცვალეს ვერ ვიაზრებთ მგონი კარგად.
როგორ გვერჩივნა ისე, როგორ ფიქრობთ? იმდენად ბევრი იყო გასაშვები, რომ იძულებული იყვნენ ან ტრანსფერები გაეკეთებინათ, ან ნახევარი გუნდი უნდა დაეტოვებინათ. ეს რისკის შემცველი არ იქნებოდა, მაგრამ დედას #####ნავდნენ, ძირს გამოუთხრიდნენ და თუნდაც აქ რა ამბავი იქნებოდა მოვიდნენ და არაფერი ქნესო წარმოიდგინეთ

. არადა შეიძლება ეგ უფრო გამართლებული ყოფილიყო, მოეყვანათ 6 კაცი და დაეტოვებინათ ნიანგი, კუჩკა და რამდენიმე

4-ეულზე პრეტენზია არ გვექნებოდა(ეხლა ხო ვბრდღვნით?

), ვერც ჩინეთში გაიტანდნენ როგორც ახალ პროექტს და ყველაფერი 2-ჯერ ნელა მოხდებოდა მოკლედ.
ახლა ჩინეთში რა მოხდება არ ვიცით და ვერ ვიტყვით წინასწარ. მილანი დიდი სახელია და ჩინეთი დიდი მარკეტი, ფასონეს წლებია გამოცდილება აქვს იქ მუშაობის და მაგისთვის იქირავებდნენ ბოლო წლები საერთოდ. თვითონ ლი თვალით რომ არავის უნახავს და ვიღაც დავიდ ჰან ლია მედიატორი მაინცდამაინც იმას ნიშნავს, რომ რაღაც შეიდი ნაბოზრობა ხდება? იტალიაში მიჩვეული არიან რომ პრეზიდენტები გუნდით ცხოვრობენ, სტადიონზე არიან და ჩვენს შემთხვევაში ვერტმფრენით ჯდებიან სამწვრთნელო ბაზაზე, რონალდინიოს მაგიდაზე აყენებენ და პირობას ადებინებნე, მოკლედ, ფანებისთვის გარანტია არიან ხოლმე რაღაცნაირი, რომ რაღაც კეთდება. ამ ლიმ ალბათ ფეხბურთის წესებიც არ იცის და არამგონია ემოციური კავშირი ჰქონდეს ამ საქმესთან, ალბათ ჩვეულებრივი ბიზნეს ინვესტიციაა მისთვის. იმ სტატიას ვერ ვპოულობ, ევროპაში რაღაც ნამაიმუნარი აქვთ მაგის ფონდებს ბიზნესების უკანო მაგრამ ძირითადად უძრავ ქონებებზე, არამგონია რელევანტური იყოს ჩვენს ამბავთან, მაგრამ ხიზ რა მიზეზები აქვს არ გამოჩენის
ვალს რაც შეეხება - ფასონე როგორც ამბობდა თვითონ არ იცოდა დათანხმებულიყო თუ არა, , რა უნდოდათ და რატომ, რა პოტენციალი იყო არ ესმოდა 1 თვე სანამ ბოლომდე არ გამოერკვა. ნუ როგორც ამბობს - რამდენად ვინმეს დაეჯერება სხვა საქმეა. არ მგონია ამდენი წელი ატკატებზე მუშაობდეს ამ საქმეში ეს კაცი და იმენა აფერისტი იყოს )))
ელიოტს გადაუხდიან ვალს, 1 პროცენტი თუ იქნება იმის შანსი, რომ სხვანაირად მოხდეს და არც ეგ იქნება მაგხელა კატასტროფა, რამხელაც გვგონია. ჯერ ერთი, რომ ამათი მთავარი ტაქტიკა აქციების ფაბლიქ ლისთინგზე გატანაა საფონდო ბირჟებზე, რაც არ დაწყებულა ჯერ. მერე მეორე, ფასონემ უკვე მონახა 5-6 ინვესტორი და არჩევს გაზაფხულამდე ვისგან აიღოს გრძელვადიანი სესხი თუ გადახდის ტრაკი არ ექნათ მომავალი წლის ოქტომბრამდე( რასაც ამკტიცებს, რომ ექნებათ )) )
(მაისში ხო გაიცა 2 ბონდი ისე? მაქედან 1 ვალში უნდა წასულიყო, 1 ტრანსფერში როგორც მახსოვს და რა მოხდა აღარ მახსოვს..
https://www.wienerborse.at/en/market-data/b...N=IT0005254435; https://www.wienerborse.at/en/market-data/b...IN=IT0005254443 ესენი)
ელიოტი თუ ვერ გადაიხადეს, გუნდის მფლობელი ხდება ელიოტის ფონდი, რომელსაც 300 მილიონად, ანუ ძალიან იაფად გამოსდის გუნდის ყიდვა და შეუძლია დაიტოვოს ან გაყიდოს გუნდი...
უეფას რაც წარუდგინეს და არ მოეწონათ, ფასონეს თქმის კონსერვატიული ვარიანტი იყო - პროგრესი იმ დაშვებით იყო გამოთვლილი, რომ ლიგაზე ვერ გავდივართ... ნოემბერში რა იქნება ეგ მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი.
ეს ყველაფერი ფაქტებია, მე არც იქით ვიცი არც აქეთ და ხიზ რა იქნება. პროსტა ამ ჩინელებს რამდენიმე წელი მოუწევთ ზარალიანი ორგანიზაციის თავიანთი პირადი კაპიტალით ამოვსება, ეს გამოთვლილი იყო წინასწარ და მზად არიან ამისთვის. ხოდა ამხელა თანხების ფონზე, რა ვერსია შეიძლება არსებობდეს? იაფად დათრეული რო იყოს და მარტივი რაღაც ფულის პონტი ხო, მარა მილარდზე დიდ ინვესტიციაზე ადის ყველაფერი ერთად და ცოტა წარმოუდგენელია რა შეიდი ჩანაფიქრები შეიძლება ჰქონდეთ... ყველაზე ცუდი ბიზნესი უყიდიათ რეალურის 2-მაგ ფასად მაშინ

ისე, იმის ილუზია ფასონესაც არ ჰქონია, რომ 1 წელიწადში რამე სასწაული მოხდებოდა. თავიდანვე ამბობდა ამხელა ტრანსფორმაციით მოსალოდნელია რომ 1 წელი არეულობა იყოს, მაგრამ მომავალ სეზონს მაინც გააზრებულად დაიწყებენ და 1-2 ტრანსფერით უფრო მეტი შეიცვლება, ვიდრე აქამდე შეიძლებოდაო.
ყველაზე ცუდი სცენარი უეფას ფეირ-პლეის ვერ დაკმაყოფლებაა. ამ შემთხვევაში მინიმუმ 1 კაცის გაყიდვა მოგვიწევს და დიდი ტრანსფერები უნდა დავივიწყოთ მომავალ წელს. ეს ვარიანტიც კი უკეთესი მგონია, ვიდრე შარშანდელი გუნდის დატოვება და 3-4 ტრანსფერის გაკეთებ აიქნებოდა. მერე ლოდინი ზაფხულის, კიდევ იგივე და ა.შ.
თანაც ბონუჩი მგონი ყველაზე დიდი პრობლემა გამოდგა - მაგისმა ტრანსფერმა ფორვარდის მოყვანა დაბლოკა, რაც სასწაულად გვაკლია

და ზემოდან თვითონ ყველაზე ცუდია ჯერ-ჯერობით.
დონარუმას თუ მართლა წასვლა უნდა, ეგეც გამოჩნდება თუ ვერ გავედით და ამ ორს ძალიან მარტივადაც მივაყიდდით ისე, რომ გული არ დაგვწყდება და დიდად არ დაგვეტყობა.
არ ვართ კატასტროფულ სიტუაციაში ჯერ-ჯერობით. იქიდან, სადაც გუნდი ჩააგდეს, ამოსვლა მარტივი და უმტკივნეულო ვერცერთ ვარიანტში ვერ იქნებოდა. ასე რომ, მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ.
იუვეს მაგალითი არსებობს კი, 1 სეზონში მოიგეს, მაგრამ ისინი იმენა იძულებული იყვნენ სტადიონი აეშენებინათ, ისეთ ###ობაზე თამაშობდნენ და ისეთი მძღნერი იყო დაგუბებული. მაგრა გაუმართლათ, რომ კონტე მოარტყეს - არადა ჩვენსავით რამდენიმე წელი არასწორად ეძებდნენ დელნერი-ფერარებში და წკაპ კონტემ გაცისკრა

მერე, გუნდის ამხელა ტრანსფორმაცია არ დასჭირვებიათ ერთ ფანჯარაზე, არც ამდენის დახარჯვა და რისკების აღება. და ჩვენს დღევანდელ შემადგენლობაზე გაცილებით უკეთესიც ჰყავდათ ჩემი აზრით.
და ყველაზე მნიშვნელოვანი - მაშინ საზიზღრად დაჩაჩანაკებული იყო სერია ა - დაჟე მაგ ყველაზე ცუდ წლებში ყველაზე არაკონკურენტუნარიანი იყო. წელს ყველაზე ძლიერი ბოლო 10 წელში :დ
ეგ ზუსტად ის წელია, როცა ბერლუსკონის უნდა გაეყიდა გუნდი. მაგის მერე ისე შეიცვალა ფეხბურთი და ისე ტრაკში წავიდა ჩვენი საქმე, რომ სირცხვილია ეგ კაცი სხვას რომ უსწორებს რაღაცეებს...
This post has been edited by hibridi55 on 24 Oct 2017, 12:52