ძაან პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, ოღონდ პოლიტიკურად არ მიიღოთ გთხოვთ, მე რასაც დავკვირვებივარ, იმას ვამბობ ძაან გულწრფელად
გაბრაზებული ვარ და იმიტომ ;დ
საქართველოში რეალურად ციხის რეფორმა არ განხორციელებულა.
მთელი განსხვავება, რაც არსებობს მაშინდელ და ახლანდელ ციხეებს შორის შეიძლება აიხსნას ერთი მარტივი დეტალით - ბიუჯეტი
სახელმწიფო უბრალოდ მეტ ფულს იხდის იმაში, რომ ციხეში არსებობდეს მეტი სივრცე ერთ პატიმარზე (როცა მაშინ ერთმანეთზეც ვერ ეძინათ) და ძალიან, ძალიან ბევრ ფულს იხდის ციხის ჯანდაცვაში
გაზრდილია ციხის პერსონალის რაოდენობაც, რაც ერთი მხრივ მათ თავდაჯერებას მატებს (რო რამე, 2012 წელს ერთ ბადრაგზე 60 პატიმარი მოდიოდა), მეორე მხრივ კი, კრიმინოლოგიური კვლევების მოლოდინს ამართლებს, რომ მეტი პერსონალი = მეტი სიმშვიდე ციხეში
დამოკიდებულება არ შეცვლილა. არც სახელმწიფოს მხრიდან, არც ციხის თანამშრომლების მხრიდან და არც ხალხის მხრიდან
პატიმარი ისევ აღიქმება, როგორც ადამიანი, ვისი ნდობაც არ შეიძლება და უბრალოდ არაფერს წარმოადგენს
არც 2012 წლამდე დამდგარა პატიმრის გვერდით ვინმე სერიოზულად (ნანა კაკაბაძეები არ მიხსენოთ, გთხოვთ) და არც 2012-ის მერე (სახალხო დამცველის გარდა ალბათ)
2012-შიც არ გამოვიდოდა ხალხი ალბათ, უბრალოდ გაუპატიურება ქართველი ადამიანისთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა და აღარ მოვითმინეთ.
მთავარი, რის თქმასაც ვცდილობ ისაა, რომ სისტემა, რომლსი დანგრევასაც ჩვენ 2012-ში ვითხოვდით, ისევ მუშაობს
არ არსებობს არანაირი ნება იმისა, რომ ციხე გადაიქცეს რეპრესიული სისტემიდან რეაბილიტაციურზე, რაც ევროპული ციხის მთავარი მახასიათებელი თვისებაა
ამის გამო არ შეიცვლება კრიმინოგენული სიტუაცია და აკი არც იცვლება. ხომ გამოუშვეს 2012-ში საყოველთაო ამნისტიით ლამის პატიმრების მეოთხედი, მაშინ თუ პირველ ადგილზე ვიყავით ევროპაში პატიმრების პერ კაპიტა რაოდენობით, ახლა მესამეზე ვართ. ნორმას ერთნახევარჯერ ვარც აცდენილი და აზერბაიჯანს იმის წყალობით არ ვეწევით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ წიქარიშვილზე მონუმენტური გადაწყვეტილება დადო
ეგ რომ არა, 260-ე და 273-ე მუხლები ყველაზე გავრცელებული საფუძველი იყო ადამიანების ციხეში ჩასმის. უდევს უზენაეს სასამართლოს სტატისტიკა და ჩაიხედეთ
ჰოდა ის პროგრესი, რაზეც ბევრი პატივცემული გვამი ლაპარაკობს, მირაჟია და მეტი არაფერი
სახელმწიფო ისევ არ არის მზად, რომ შეცვალოს რეპრესიული დამოკიდებულება. ციხეშI ისევ არიან მაყურებლები. ციხეში ისევ ცემენ პატიმრებს
ყველა საჯარო განცხადებაში იმას ამბობენ, რომ ციხეში წამება არ არის, მაგრამ იმას არ ამბობენ, რომ წამება აუცილებლად დუბინკის დუნდულებში გაყრას არ ნიშნავს
წინა წელს იყო, შორს კი არა, კვირაობით რომ ყავდათ ადამიანები ბეტონის იატაკზე დაყრილი, ზამთარში, ტანსაცმლის გარეშე. არ ვიტყუები, მართლა, სრულიად შიშველი ყავდათ შეყრილი ადამიანები კარცერში და ეს დებულებით იყო გაპრავებული
კიდევ ერთი წლის წინ ჩემმა მეგობრებმა შემთვხვეით თავიანთი თვალით ნახეს აბანოში დაყრილი ნაცემი ტიპები. მთელი დღეები ცხიეში იყვნენ, რომ აქედან რამე გამოსულიყო, მაგრამ ღამე ხო ადმინისტრაციის იყო - ისე დაამუშავეს პატიმრები, რომ სასჯელიც იქით შეტენეს და ყველანაირ საჩივარზეც უარი ათქმევინეს. პატიმრის თანხმობის გარეშე კი ჩვენ მის ნაცვლად ვერ ვიდავებთ
ნერვებს მიტყნავს ხოლმე ესეთი რამეების გახსენება, მაგრამ რეალურად ასე ხდება
გვაქვს N16 ციხე, სადაც 100 ყველაზე კარგი პატიმარი გვყავს შესახლებული, ყველაფერი იდეალურ დონეზეა და ყველა საერთაშორისო სტუმარი მანდ მიყავთ
და გვაქვს N7 ციხე, რომელზეც წლები ლაპარაკობდა ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ მანდ სასჯელის მოხდა ავტომატურად ნიშნავს არაადამიანურ პირობებში ყოფნას, მაგრამ მაინც არ დახურეს
ყველას კიდია მეთქი
საათები შემიძლია ვილაპარაკო ამაზე, მართლა
ჰოდა მართლა რომ იმ საფუძველით ეთქვათ უარი, არ გამიკვირდება რა
იმიტორო 'ნაციხარი' ადამიანი კი არა, ჩვეულებრივი მოქალაქე არის საზოგადოებისთვის ავტომატურად დამნაშავე და ყველაფრის ღირსი
არავინ, აბსოლუტურად არავინ არ მეგულება, ვინც ამ ამბებზე რომ აქცია იყოს, ხვალ გამოვა და დადგება, ხოდა პოლიტიკურ პარტიებსაც არაფერში ჭირდებათ
ურჩევნიათ, რომ საზოგადოების უმრავლესობაზე იმუშავონ, ვისაც იგივე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია არ უნდა და ციხეში ხალხის ჩაყრას მოითხოვს (იმ დაშვებით, რომ ციხეში რაც უნდათ ის ქნან, ოღონდ არგააუპატიურონ)
დავწერდი საზოგადოების ცნობიერება სანამ არ შეიცვლება, არ გვეშველებათქო, მაგრამ გულწრფელად არ მაქვს იმედი, რომ რამე შეიცვლება ძალიან დიდი ხანი ამ მხრივ
არაფერს არ აქვს აზრი