ვაბშე რა თავდამსხმელებზეა საუბარი როცა რეალ სოსიედადს და სელტას აქვთ რეალზე მეტი გოლი გატანილი
იძახით რომ ჯერ ყველაფერი წინ არისო მაგრამ ზუსტად 1/4 გავიდა ლალიგის, ეს ცოტა როგორაა, ფაქტიურად წყალს გავატანეთ ეს პერიოდი
კი ძალიან მჯერა რომ ყველაფერი ბარსას ერთი ფეხის დაცდენით შეიცვლება
სწორედ ეპოქალური პერიოდი უნდა დაგვედო წესით ამ ზედიზედ ორი ლიგით, ლალიგით და ზიდანით მაგრამ ამ საოცარი კოლექტივით რო ასე მაგრად ჩაივსრის გუნდი პირველ ნახევარში სეზონის მაგაზე მწყდება გული
ანუ ის რომ რეალი ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად, ანუ იმ გუნდად რომელსაც უკან მისდევენ მთელი სეზონი
ყოველთვის ასე რატომ უნდა იყოს რომ რეალი ჩამორჩებოდეს შიდა ჩემპიონატში სხვას? ყოველთვის ასეა 8 წლის ვიყავი პირველად რო რეალის თამაშს ვუყურე და იმის მერე 16 წელი გავიდა, 16ივე წელიწადი ვიღაცას მივსდევთ და ვიღაცის ფეხის დაცდენას ველოდებით
აი ეს მინდოდა რომ შევცლილიყო ამ სეზონში და თითქოს დეპორტივოასთან ისე მარტივად მოვაყომარეთ რომ კიდევ გამეზარდა რწმენა ეპოქალური გუნდის მაგრამ ფაქტია ეს არაა ეპოქალური გუნდი
ეპოქალური გუნდი დომინანტი უნდა იყოს, დღევანდელი რეალის დომინანტი არაა
ამაზე მწყდება გული
თორე აგერ ვალენსიასთან ქულებს დაკარგავენ, ჩვენთან წააგებენ და მეორე ეტაპი სეზონის 5 ქულით იქნება მაქსიმუმ ჩამორჩენა და ეგ მარტივია აღმოსაფხვრელია
მარა დომინანტობა

სადმე ქულების აღმოფხვრის ანალიტიკური ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს პირველ ადგილს რეალის ფანები გავიყოფდით

ეეჰ, რა დღეში მაგდებს ეს გუნდი
This post has been edited by Skinheada on 20 Nov 2017, 20:14